ჩემს შესახებ

ჰელოუ ^__^


არ მიყვარს ბევრი მონოტონური საუბარი, მალევე ვიღლები... 
არ მიყვარს ჩემი მეზობლები და ჩიფსები...
ვერ ვიტან კუთხურ კილოებს და არც ქალაქური მიყვარს... 
თუმცა ინგლისურ ენაში ბრიტანულ აქცენტზე ვგიჟდები







არ მიყვარს ტკბილეული და სალონები..
ვერ ვიტან სიგარეტს თუმცა მომწონს გოგო რომ სიგარეტს ეწევა...
ვარ ნაწილობრივ რასისტი თუმცა აგრესიას არ გამოვხატავ...
არ ვარ რადიკალი... 
არ მიყვარს ექსპერიმენტული საჭმლები და გადაპრანჭული ნამცხვრები.. 
სკეპტიკურად ვარ განწყობილი  აზიური სამზარეულოს მიმართ... 
მე თვითონ საუცხოო კულინარი ვარ.. იმიტომ რომ მიყვარს გემრიელად ჭამა.. ამისგამო  მუდმივი სტუმრიანობაა ჩემთან ^_^
არასდროს არ მიჭამია კვერცხის ცილა და ხახვი...  ვუსმენ ჰაუსს... როკს ... 
არ ვიცი გიტარაზე დაკვრა და ვერ ვიმახსოვრებ ტელეფონის ნომრებს... მიყვარს ველოსიპედით სეირნობა და ღამით წვიმაში დაძინება...





არ მიყვარს კატები....  მიყვარს ძაღლები... ლაიკა და კოკო-სპანიელი...  მიყვარს ხოლოდ გვირილები და ყვითელი ვარდები.. 


მიყვარს  მოტოციკლეტები .. ექსტრემალური გართობა ... 

ვიცი ცურვა, თუმცა მაშველად არ გამოვდგები... არ მიყვარს დალევა... არ მიყვარს მესიჯობა და არც ტელეფონზე ვგიჟდები.... არ გამოვხატავ თბილ ემოციებს უცხოების მიმართ... 







საყვარელი ფერი შავი

მიყვარს კინო და თეატრი თუმცა არ მიყვარს მსახიობები, ვგიჯდები გეოგრაფიაზე ...

მისაბაძი მაგალითი ბიძაჩემი... საოცნებო ქალაქი... ესეთი ბევრია.. ))))

საყვარელი ანიმაცია.. გამყინვარება ყველა ნაწილი... საყვარელი ფილმი არ მაქვს გამორჩეული, მთავარია კომედია იყოს და არა საშინელებათა... 
ვერ ვიტან სვიტერს და ყავას... 
მხოლოდ რძიან ყავას ვსვამ ზამთარში დილით სახლიდან გასვლის წინ.. მათბობს <3

ძალიან მინდა ტატუს გაკეთება ... მაგრამ მგონი მალე გადამივლის....





ცოტა ბიო:

დავიბადე ქ. სენაკში 1991 წლის 15 ნოემბერს
გავიზარდე სამეგრელოში, ხობის რაიონში
თბილისში ვცხოვრობ 7 წელზე მეტია





ჩემი ოჯახი:

ოჯახში 4 ვართ, მამა-დედა, ჩემი ძმა და მე 


განათლება:

ვსწავლობდი ხობის ჟული შარტავას სახელობის 1 საჯარო სკოლაში
საშუალო განათლებას მოვრჩი 2009 წელს და იმავე წელს ჩავაბარე ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე

 2014 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში ამავე უნივერსიტეტში.. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.. და ძალიან კმაყოფილი ვარ.. ^__^






მშობლიური ენა: ქართული და მეგრული..

ვიცი  ინგლისური, რუსული, ესპანური და ცუდად პორტუგალიური ... 
ვსწავლობ თურქულს.. მინდა ვისწავლო ფრანგული და იტალიური ენები.. )))




თავისუფალ დროს ბავშობაში:

ვცეკვავდი  ხობის რაიონის ქართული ხალხური ცეკვების ანსაბლ "კოლხეთში" 4 წელი.. გასტროლებზე უცხოეთში არ გამიშვეს მშობლებმა (((
3 წელიწადი დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება იმდენად ცივი იყო მუსიკის მიმართ რომ დედაჩემის დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად არ დავამთავრე შვიდწლედი (თავს მოვიკლავდი)





ჩემი შემოქმედებითი გატაცებები:



ბავშობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა, ფერწერა, ხაზვა...  კარგადაც გამომდიოდა.. 

ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ნახატები: 


მიყვარდა ქალის სილუეტების ხატვა, მიზიდავდა ტანსაცმლის დიზაინი..

ჭრა-კერვა,  ხო არ ვიცი... საშინლად...:)) ახლაც ვმაიმუნობ ხოლმე როცა დროს გამოვნახავ
ამ ლინკზე კი ყველა ის ლუქია რომელიც ჩემი ხელით შემიკერავს:


პროფესიული მიზანი:

ვიმუშაო პროფესიით.. ასევე თარჯიმნად 
ასევე ძალიან მინდა ჩემი "ბუტიკი" მქონდეს და საკუთარი სადიზაინერო ხაზით დავიმკვიდრო სახელი ამ სფეროშიც




რას ვნანობ:
იმას რომ პროფესიად  დიზაინერობა არ ავირჩიე 
15 წლისამ როცა პარაშუთით არ ვიფრინე...

რას შევცვლი:
იმას რომ ეკლესიაში სიარულს დავიწყებ (მოვუხშირებ)
ზიარების შემდეგ ცხოვრებაში პირველად ჩავაბარებ მღვდელს აღსარებას და პატიებას ვთხოვ

რით ვამაყობ:
რომ მყავს ასეთი საშინლად უსასტიკესად კარგი ოჯახი და ახლობლები
ვამაყობ ბიძაჩემით ერთი მყავს და საუკეთესო
ვამაყობ ჩემი შეუცვლელი მეგობრებით

საკუთარი თავითაც, თუმცა არის ერთი ადამიანი რომელიც თავს მირჩევნია ... ეს ჩემი ძმაა <3







ვინ მენატრება:
ბაბუა ალექსანდრე  და ბიძა თემური (რომლებიც ამქვეყნად აღარ არიან)

ვისი მშურს:
ბაბუაჩემის ანზორის :*** ცისფერი თვალების

საყვარელი სუნამო:

ყველა პოულობს თავის სუნს.. მეც ვიპოვე და ის "უნგაროა"  ^__^




გეგმები:


Happiness is my goal....................................................................................................................................................
..........................................   just beautiful one  :)