Friday, September 11, 2015

როცა მუზა მოდის..

when muse comes...

აი მიყვარს და რა ვქნა...  მაწყნარებს.. მამშვიდებს.. მავიწყებს ყველაფერს..
ყოველთვის არ მემართება ასე.. გადის დღეები არც მახსენდება.. არ მენატრება.. მაგრამ როცა მინდა მოვწყდე ყველაფერს აიი მაშინ შემიძლია ვხატო და ვხატო...

ყოველთვის ვამბობ.. არ ვარ პროფესიონალიი.. დილეტანტი ვარ და მკაცრად ნუ შემაფასებთ მეთქი..  ასე რომ მომინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი ნახატები... ^__^


yea I love it and what can I do.. it makes me feel calm.. appease.. forgetting everything..
it happens not always.. passing days even not remembering about my passion.. not missing.. but when comes a moment when I want to hide and forget about everything I can draw and draw..

I'm always saying .. I'm not a professional .. I'm a dilettante and plz don't judge me hard.. so.. I wanna share my paints to u too..  ^__^











































Sunday, January 11, 2015

მე ვარ შარლი



ამ ტრაგედიამ მსოფლიოს გარშემო დარაზმა ყველა ქრისტიანი და არა მხოლოდ ქრისტიანი, არამედ  ისინიც, ვისთვისაც რელიგიური ფანატიზმი იქცა თავისუფლი აზროვნების, სიტყვის და ქმედების დამთრგუნველ მთავარ ფაქტორად. დღეს სამყარო უფრო ერთსულოვანია ვიდრე ეს იყო 11 სექტემბერს. 

სოციალურ ქსელში გაჩნდა ნახატები რომლებიც არის პირდაპირი მესიჯი - ერთგვარი პროტესტი, რითაც მსოფლიოს მხატვრებმა და ჩვეულებრივმა ადამიანებმა დაგმეს ეს საშინელი ტერორისტული აქტი. შემოგთავაზებთ უპრეცედენტო რაოდენობის ნახატებიდან რამოდენიმეს, რომელიც ნამდვილად ვერ დაგტოვებთ გულგრილს




















მეგობრებო ასევე აუცილებლად იხილეთ ეს ვიდეოც, სადაც ნახავთ თუ როგორ მიმდინარეობდა და მზადდებოდა გაზეთის ეს ნომერი. ვიდეოში ნახავთ იმ ადამიანებს ვინც ემსხვერპლა ამ ტრაგედიას, ამ ვიდეოს უნიკალურობაც იმაშია, რომ იგი გადაღებულია მომხდარ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე. ნამდვილად საინტერესოა

აქ იხილეთ ლინკი: http://vimeo.com/116362234