Sunday, May 6, 2012

ერთი პატარა ნაბიჯი..დღეს უმნიშვნელოვანესი..ხვალ კი უმნიშვნელო თუმცა ღირებული...

ეს იმ გამონათქვამს მაგონებს: "ერთი ნაბიჯი წინ ორი უკან".. პრინციპში გამონათქვამიც არაა... პერიფრაზაა.. რომელსაც მე ასე გადავასხვაფერებდი.. "ორი ნაბიჯი წინ ერთი უკან"...


ალბათ თვალყურს ადევნებთ ჩემს მოწადინებულ პოსტებს იმის შესახებ, თუ როგორ მინდა დავეხმაროთ იმ პატარებს, იაშვილის კლინიკიდან, რომლებიც მოუთმენლად ელიან ჩვენს დახმარებას.. რომელიც რეალურად ძალგვიძს...


უკვე მერამდენე პოსტია მხოლოდ მათზე და იმ ემოციებზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც მათთან რამოდენიმე წუთით ყოფნისას დამეუფლა... საოცარი სითბო, რომელმაც ჩემში საგულდაგულოდ გადამალული შიში დაამარცხა [ამ შემთხვევაში ნემსი, ექიმები და სავადმყოფო, რომლებისაც ეშმაკივით მეშინია :დ] მადლობა მათ რომ თვითრწმენა დამიბრუნეს... და გამხადეს ასეთი საქმის თანამომაწილე... მათ მე არასდროს მივატოვებ.. <3


ამ კლიპში [რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა გადავიღეთ] ნათლად ჩანს ჩვენი ისტორია და ის პროცესი თუ როგორ მოხდა ამ განსხვავებული ეტაპის შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში... 

კლიპი ინფორმაციული და პროპაგანდისტული ხასიათისაა 

p.s ჩვენი სახსრებითაა გადაღებული და ძალიანაც ნუ გაგვაკრიტიკებთ  მის ხარისხზე.. მთავარია ის რომ თუ სრულად არა მაინც მნიშვნელოვნად მოვახდინეთ ჩვენი აზრის დეფინიცირება...

ძალიან გთხოვთ იფიქრეთ ამაზე... http://www.youtube.com/watch?v=BRqeOYpf62Y




"მე არასდროს ვიქნები მარტო... ჩემი სინდისიც ჩემ გვერდითაა...!! რომელსაც დავრთე ნება ეცოცხლა.."


უკანასკნელი,, რასაც მე ვიტყვი იქნება ... 
ბედნიერების შექმნა დავიწყოთ დღეს რომ ხვალ ვიყოთ ბედნიერები და ამაყები რომ ჩენ ამისთვის ვიბრძოლეთ მაინც... როგორც ნოტომი თავის ერთ ნაწარმოებში ამბობს [ერთ-ერთი გმირის მეშვეობით]...
"გმირად ყოფნის საბაბი რომ მოგვცა..." 

მე მინდა "გმირად" მოვკვდე ... შენ?





No comments:

Post a Comment

left a comment :