Wednesday, January 22, 2014

დრო გააჩერეთ ის აქ ჩადის..

წესით... ის ახლა აღარაფერზე არ უნდა ფიქრობდეს  

უბრალოდ.. მარტივად... უსუსურად .... მთელი არსებით  მისჩერებია მოელვარე მდინარეს, რომელიც დუმს... ფეხის თითები გრძნობენ უკვე სისოვლეს... თითქოს სხეულიც შეეგუა მის უგნურ განაჩენს.... ერთიანად სულ აჟრჟოლებს.....
"მეტკინება..?"...  ჩაესმის ყურში.... ის ხომ მხოლოდ 9 წლისაა... 



"ბავშვი ვარ და ყველაფერი მაპატიე,
წუხელ ღამე სამრეკლოზე გავათიე,
ცისკენ მქონდა ხელი გაწვდენილი...
ბავშვი ვარ და მაწანწალას დავემსგავსე,

ბავშვი ვარ და ყველა გრძნობა ამიხდინე,
გააქანე შორს, შორს ლურჯა ცხენები,
გევედრები ყველა წყენა დაითმინე


ბავშვი ვარ და შენც ბავშვობა გამიწიე,
დამანახე უკვდავების აჩრდილი,


რა ხანია ხელები მაქვს გაწვდილი..."





მხოლოდ ქვეცნობიერი ებრძვის.... გონებით სხვაგანაა.... 
ერთიანად ფიქრობს ყველაფერზე და საბოლოოდ ვერც ვერაფერზე ფიქრობს..

უჭირს... 
"რაზე ფიქრობენ ხოლმე თვითმკვლელობის წინ ბავშვები...?!"
......................................................................................
არ ვიცი..
ვინ იცის...

 პატარა გოგონა რომელიც მხოლოდ კითხვებს სვამს... პასუხი არცერთ კითხვაზე არ აქვს..
მან  მხოლოდ ის იცის,  რომ რატომღაც ტირილი უნდა... ისე მოაწვა ...ასე ჰგონია ცრემლის ზღვა წამოვა... მაგრამ თავს იკავებს...ათასნაირად იგრიხება....


მხოლოდ სიცივეს გრძნობს... 
ისეთ სიცივეს, რომ რაღაც წამები და გრძნობს გაიყინება...

ისეთი ცარიელია.... ძალიან ცარიელი...((
"რატომ უნდა დავრჩე ან რისთვის...?!"

ამას ყველაფერს გრძნობდა და არ ეფიქრებოდა.... 
უბრალოდ იდგა და ელოდა სიჩუმის განაჩენს...  

"იქნებ ვინმემ მკრას ხელი...?!"  

მსუბუქი სიო... რომელიც უნდოდა ქარიშხლად ქცეულიყო...
ერთიანად დაბურძგლა...



სხეულში ჟრუანტელმა დაუარა...თუმცა არც კი იცოდა ამ გრძნობას რა ერქვა..
არც ის იცოდა რატომ ციოდა.... რა გრძნობა იყო ეს..?!  შიში..... შიში .. რომელმაც მთელი სხეული აუტოკა... და  მთელ სხეულში დაუარა.... კი არა დაუარა ... გაუარა... გვერდში ჩაუარა.... 

ეს არ იყო საკმარისი 

გონება  თითქოს ამ დროს ჭკუას არიგებდა .. განა საშველად .. განა იმისთვის რომ კიდევ ეცოცხლა  იმ წამით რასაც იგი უბადრუკობას ეძახდა.. არა... ! არ ტოვებდა ერთი წამითაც .. ცდილობდა შიშიც შეეგუებინა სიკვდილის განაჩენთან რომელიც თავისკენ ექაჩებოდა ...
 სურს დაანახოს მის უმანკო გულს რომ წინ ბნელეთია და ეს ავად თუ კარგად ადრე თუ გვიან მაინც მოხდება... 

მას თანამზრახველი სჭირდება...

გოგონა იყურება თითქოს უნდა წარმოიდგინოს ეს როგორ მოხდება და რამდენად მტკინვეულია.. ის ხომ ჯერ ბავშვია .. ანგელოზი.. 
ანგელოზი რომელსაც ფრთები არ აქვს.... 



ცრემლებიც ისე დაუმძიმდა კრისტალებივით სცვიოდნენ  და აპობდნენ  მკვლელი მდინარის  გამჭოლ მზერას  რომელსაც თითქოს ერთი სული ქონდა  შთაენთქა მისი სიცოცხლე.. არადა მის გარეშეც მშვენივრად განაგრძონდა ცხოვრებას...



როგორ  მინდა ჩაგეხუტო და გითხრა რომ ყველაზე საოცარი ქმნილება ხარ ამ ქვეყნად რაც კი უფალს შეუქმნია.... ანგელოზი რომელიც ასეთი ტკივილისთვის გაიმეტეს.. დიახ  გაიმეტეს .. ისეთი რა უნდა მოხდეს რომ შენისთანა უსუსურმა არსებამ კვლავ  უკან დაბრუნება ისურვოს.. ნუთუ ამხელა  უკიდეგანო სივრცეში.. სამყაროში.... შენთვის ადგილი ვერ მოიძებნა.. როგორ შეიძლება შენ  9 წლის ანგელოზმა გამოსავალი სიკვდილში ჰპოვოო.. როგორ შეიძლება ბავშვს ამაზე გეფიქრებოდეს.....

შენ ახლა ტკივილზე ფიქრობ ... გინდა დრო გაჩერდეს ... გათბე....ეს წამი მოისპოს და აღარ გციოდეს... 



მინდა შენ გვერდით გავჩნდე ხელი ჩაგკიდო გულში ჩაგიკრა და გითხრა რომ უსაზღვროდ მიყვარხარ.. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და მე შენთან ვარ !! მე არასოდეს დაგტოვებ.. !

ვიცი ბევრნი ხართ.. ყველასთვის მეყოფა ეს სიყვარულიიი... უბრალოდ მომენდე ნუ იზამ ამას ! დარჩი....

უნდა მიპოვო ..
ჩვენც ბევრნი ვართ.... 

ჩვენ  ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ...!! 





დაკარგა გონება.... და
ახალ ამოსუნთქვამდე არაფერი ახსოვდა...


by me...


რატომ ყვირიან ადამიანები კამათის დროს?


კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰკითხა თვის სტუდენტებს:

-რატომ ხდება, რომ ადამიანები როცა კამათობენ ერთმანეთს უყვირიან?

-იმიტომ რომ ისინი სიმშვიდეს კარგავენ, თქვა ერთმა

-მაგრამ რატომა ყვირილი საჭირო როცა ის ადამიანი რომელსაც ეკამათები 

დგას შენთან ახლოს? იკითხა პროფესორმა

-არ შეიძლება რომ ხმადაბლა ვისაუბროთ, რა საჭიროა ყვირილი?

სტუდენტებმა პროფესორს მრავალი პასუხი შესთავაზეს, მაგრამ მას არცერთი 

არ მოეწონა, ამიტომ პროფესორმა ბოლოს ახსნა დაიწყო



-როდესაც ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილები არიან და ჩხუბობენ, მათი 

გულები შორდება ერთმანეთს ეს მანძილი კი რომ დაიფაროს ისინი იწყებენ 

ყვირილს რაც უფრო ყვირიან მით მეტად ბრაზდებიან და შორდებიან 

ერთმანეთს.



- რა ხდება მაშინ როცა ერთმანეთი უყვარდებათ? ისინი არ ყვირიან, პირიქით 

ხმადაბლა საუბრობენ, იმიტომ რომ მათი გულები ერთმანეთთან ახლოსაა, რაც 

უფრო მეტად უყვარდებათ რა ხდება ამ დროს? ისინი აღარც კი ლაპარაკობენ, 

უბრალოდ ჩურჩულებენ, ბოლოს კი ჩურჩულიც ზედმეტი ხდება, ისინი 

უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს და უთქმელად ესმით ერთმანეთის, ასეთი 

რა მაშინ ხდება როცა გვერდით მოსიყვარულე ადამიანი გყავთ.



ასე, რომ როცა კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულებს დაშორების უფლება, არ 

თქვათ ისეთი რამ რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთთან მანძილის გაზრდას, 

გაუფრთხილდით ერთმანეთს, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს ისეთი დღე, რომ 

მანძილი თქვენს შორის ისე გაიზარდოს, უკან დასაბრუნებელი გზა ვეღრ 

მოძებნოთ.



ასე რომ არის რაღაც რაზეც უნდა ვიმუშაოთ მუდმივად ! 

წარმატებებს გისურვებთ ))) იმედია, ჩემი პოსტით შევძელი და დაგაფიქრეთ მაინც ამ ერთი შეხედვით შუმჩნეველ მაგრამ საკმაოდ პრობლემატურ ნიუანსზე და შეხედეთ თქვენ თავს და ქცევებს განსხვავებული რაკურსიდან ^_^