Tuesday, March 15, 2016

"არა..!! სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს" !!

რაც დათესეს იმას იმკიან დღეს... ის სტუდენტები რომლებიც სამართლიანობისთვის დიდი ხანიაა იბრვიან ადრე თუ გვიან მიაღწევენ მიზანს... მხოლოდ მაშინ ასტკივდათ, როცა პროტესტმა მასობრივი სახე მიიღო... ეს ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს... რაც თავი მახსოვს სულ ესეთი განუკითხაობა იყო.. რამდენი წელია სტუდენტი ვარ და თვითმართველობის გაუმაძღრობას საზღვარი არ აქვს... აკეთებდნენ პროექტებს სადაც დივიდენტებს თვითონვე იღებდენენ სტუდენტებს თვალში ნაცარს გვაყრიდნენ... ბიუჯეტს ისე ანაწილებდნენ როგორც მათ წრეს აწყობდა.. და ეს მაშინ ხდებოდა როცა ფაკულტეტზე სწავლა ჯერ კიდევ ფასიანი იყო (ამ შემთხვევაში ჰუმანიტარულ ფაკულტეტს ვგულისხმობ)... ეს ყველაზე უმნიშვნელო... და ის თუ რა ხდება შიგნით ამაზე უკვე თვალის დახუჭვა უბრალოდ შეუძლებელია... რა დემოკრატიაზეა საუბარი ადგილებს ისე ყიდულობენ და ებღაუჭებიან... ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობაც... პარალელს მარტივად გავავლებთ... მაგრამ მე არ ვარ ეს თაობა და არც ეს ახალგაზრდები (მათი მხარდაჭერები)... მე ვარ სამართლიანობის მხარეს... იქ სადაც მომავალია.. ჩემიი მეგობრები.. რომლებსაც თვალდახუჭულს ვანდობ ჩემს და ჩემი ქვეყნის მომავალსაც კი... მეკითხებიან რაში გადარდებს... რაში გჭირდება ამ სიბინძურეში თავის გაყოფა... იმდენად უგუნური კითხვაა..)) რას ნიშნავს რაში მადარდებს... ეს ჩემი უნივერსიტეტია, რომელმაც მასწავლა მცნებები დემოკრატიის სამართლიანობის შესახებ და დღეს მისი მომავალი საფრთხეშია ისე როგორც არასდროს ... მინდა ყველას გასაგონად ვთქვა სიბინძურეა ის რაც დღეს სისტემაში ხდება და ჩვენ, ჩემი მეგობრებიი იბრძვიან ამ რეალობის შესაცვლელად... მეამაყება მათ გვერდით დგომა... მეამაყებით!


გთავაზობთ, აქციის ორგანიზატორის (ლევან ლორთქიფანიძის) არგუმენტირებულ განმარტებას თსუ-ის სტუდენტთა 7 მარტის დემონსტრაციის შესახებ, რომელიც მან საკუთარ facebook გვერდზე გამოაქვეყნა:

► სტუდენეტების მნიშვნელოვანი ნაწილი აპროტესტებს სტუდენტთა ერთი ჯგუფის პრივილეგიებს. ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ რექტორის დაპირების მიუხედავად, თვითმმართველობის წევრები კვლავ კოლოსალურ დაფინანსებას იღებენ ორდღიანი გასვლითი შეხვედრებისათვის (ბაკურიანის ტრეინინგები 25 000). მთავარი პრეტენზია უნდა გვქონდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და ადმინისტრაციასთან ... შეუძლებელია არ გინდოდეს თვითმმართველობისთვის ბაკურიანის სემინარების დათმობა და მას კანცლერის პოსტზე საკუთარი წევრისა და დამფუძნებლის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევდე. კანცლერი გამოყოფს თანხებს ბაკურიანისთვის smile emoticon
► ბაკურიანის ტრეინინგი ხომ პრივილეგიააა??? ამაზე უარესი პრივილეგია იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თვითმმართველობის ყოფილი ლიდერის არჩევა, რომელიც ფაქტობრივად უპრობლემოდ უწყვეტი ფინანსური წყაროთი უზრუნველყოფს თავის მხარდამჭერებს.
ლევან ლორთქიფანიძე
► კანცლერობის კანდიდატი დოლორეს ამბრიჯი 2000-იან წლებში გახლდათ "ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" (‪#‎ენმ‬-ს ძალადობრივი სტუდენტური ფრთა) ერთ-ერთი ლიდერი, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი. მან 2010 წელს თსუ-ის კანცლერის თანაშემწის პოსტი გადაიბარა #ენმ-ს ცნობილი აქტივისტისა და სპორტის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ვინმე მეგრელიშვილის ნაცვლად. 2010-დან დღემდე ის ამ პოსტს ინარჩუნებს.
მაშასადამე, ეს ადამიანი იზიარებს პასუხისმგებლობას ყველა იმ პროცესზე, რაც თსუ-ში 2006-16 წლებში მომხდარა. იგი იყო უნივერსიტეტის ძალაუფლებრივ იერარქიაში. ის იღებდა უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობას და არასდროს, არაფერზე საჯარო პროტესტი არ გამოუხატავს.
კანდიდატის პოლიტიკური ანგაჟირებულობის შესახებ კითხვები არ უნდა ისმებოდეს. ეს ცხადია. ამას ირიბად ისიც აღიარებს. ის წარსულის კანდიდატია!
ლევან ლორთქიფანიძე

► 2011 წელს პროექტ "თარგმნეს" პრეზენტაციის დროს ათობით სტუდენტი დაარბიეს და სცემეს (https://www.youtube.com/watch?v=V1WfzGjV38s). დასისხლიანებული, ნაცემი სტუდენტები შეხვედრაზე თვითმმართველობის პოზიციების მხარდამჭერ ადმინისტრაციის წარმომადგენელ ამბრიჯს დახმარებას, დანაშაულის აღკვეთას თხოვენ ... ამბრიჯი იქცევა სრულიად უღირსად და ხელს აფარებს დანაშაულს (https://www.youtube.com/watch?v=MDv6wRJDPfw). ძალადობის მხარდაჭერა, ჩაგვრის გაძლიერება ნებისმიერი სტუდენტისათვის აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს, ეს ასეც არის ...
► გუშინდელ ხმაურიან შეხვედრაზე რექტორმა პაპავამ სიმწრით, გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაადასტურა, რომ უნივერსიტეტს ჰყავს "ოდეეერი", რომელიც ამბრიჯის კურსელია და მას უჭერს მხარს. შესაბამისად, ახდენს ზეწოლას აკ.საბჭოსა და სენატის წევრებზე. უნივერსიტეტის ავტონომიას ვიღაც შავბნელი ხალხი ზღუდავს. ეს საზიზღრობაა! (იხ. ვიდეო http://liberali.ge/…/video--ara-studenturi-tvitmmartvelobis…)
ლევან ლორთქიფანიძე
► აღშფოთებული და შეძრწუნებული ვარ აკადემიური საბჭოს წევრთა ნაწილის საქციელით.
გუშინ საჯარო შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ და შეხვედრიდან ჩუმად გაიქცნენ, გაიპარნენ საბჭოს ის წევრები, რომლებიც სხდომებზე კოლეგებს მონებად მოიხსენიებდნენ ამბრიჯის წინააღმდეგ მიცემული ხმის გამო.
გავოგნდი პროფესორ გოგსაძის სრული უპასუხისმგებლობის,
ზედაპირულობისა და თავის მოტყუების მცდელობის გამო. თურმე, 2011 წლის დარბევა ყოფილა "რაღაც შემთხვევა", აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. თურმე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა არ იცის მაშინ რა მოხდა, როგორ მოხდა. თურმე აკადემიური საბჭოს წევრმა არ იცის ამბრიჯის იმ საშინელ დანაშაულში თანამონაწილეობის შესახებ. ამას მხოლოდ იდიოტები დაიჯერებენ ... ამასთანავე, როდესაც ვინმეს კანცლერად ირჩევთ მისი წარსულით უნდა დაინტერესდეთ, ეს თქვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. ბ-ნო გოგი, იქ ის სტუდენტები სცემეს, რომელთაც თქვენ წლობით ასწავლიდით.
შეხვედრაზე მოსვლა ვერ გაბედეს დღეში ასჯერ პოზიციის შემცვლელმა მედიკოსმა, ფსიქოლოგმა, აკ.საბჭოს ცბიერმა სამეულმა ... თქვენს შორის საუკეთესო ბ-ნი გალდავა ყოფილა, რომელსაც საზარელი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე დაიცვა და არ გაექცა პასუხისმგებლობას, არ შეეშინდა და არ გაიპარა უკანა კარიდან. ჩემი პატივისცემა მას!
აკადემიური საბჭოს სინდისს, ქეთევან ჭკუასელს კი სტუდენტები სათანადოდ შეეგებნენ.
ფოტო: © ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი

► რამდენიმე თვის წინ გამართულ შიმშილობას უმალვე უნივერსიტეტში მოსვლით გამოეხმაურა რაინდის მიერ თამუნად წოდებული მინისტრი. გუშინ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მიმდინარე პროცესებზე. ეს მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ შორის პოლიტიკოსებს, სამინისტროებსა და სხვებს დასაყრდენი არ აქვთ. მათ ჩვენი არ ეიმედებათ.
ლევან ლორთქიფანიძე

ერთხელ და სამუდამოდ "არა..!! სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს" !!



Saturday, March 5, 2016

დისნეის პრინცესები ენდრიუ ტარასოვის ხელოვნებაში +18

შეიძლება დღეს მის ხელოვნებას ბევრმა ამორალური უწოდოს, რომელიც ყრვნის მოზარდს და ამახინჯებს ანიმაციის ავთენტურ მხარეს. მაგრამ მე ვერ დავეთანხმები ამგვარ პოზიციას ბოლომდე...  2 მიზეზის გამო..  რადგან მეც ხელოვანი ვარ და ამავე დროს ზრდასრული ადამიანი... 

ხელოვნების ყველა მიმართულებას პატივი უნდა ვცეთ... აი მივიღებთ თუ არა მას ეს უკვე ჩვენი საქმეა... 

ენდრიუ ტარასოვი დღეს საკმაოდ სახელგანთქმული და პოპულარული ილუსტრატორია ამერიკაში, თუმცა იგი ეროვნებით რუსია. მას ყოველთვის იზიდავდა ხელოვნების ისეთი მიმართულებები როგორიცაა ანიმაცია და ილუსტრაცია. ამერიკაში ძალიან პოპულარულია ზოგადად კომიქსები და თუ ნიჭიერი ხელოვანი ხარ ამით ძალიან დიდი ფულის შოვნაც შეიძლება. 10 წლიანი სწავლების შემდეგ ენდრიუმ დაიწყო საკუთარი ქროექტების შექმნა, გადავიდა საცხოვრებლად ლოს ანჯელესში. იგი დღეს მუშაობს ვინტაჟის, პინ-აპის და კომიქსების განხრით. მან სახელი სწორედ თავისი ნამუშებრებით გაითქვა, სადაც ასახულიაა დისნეის პრინცესები პინ-აპის სტილში, რაც თავის თავში გულისხმობს კიდევაც გამომწვევ, სექსუალურ ლუქებს. კომიქსებში ხშირად არის ილუსტრირებული უხერხული პოზებით დისნეის პრინცესები... 

გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს..
პოსტი არის +18