Wednesday, April 13, 2016

10 შთამბეჭდავი რომანი, რომელშიც ილუსტრირებულია 60'-იანი წლების ყოფა-ცხოვრება

ბითლზები  და სტოუნსი, კუბის კრიზისი, კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, პრაღის გაზაფხული, ბერლინის კედელი, ფემინიზმის ტალღა, სტოუნუოლის ჯანყი, პირველი კომპიუტერული თამაშები და როზმარის ბავშვი: 'ასე გავაგრძელებთ'. 



   60-იან წლებამდე ეს იყო პერიოდი მუდმივი განსაცდელების, შიშის, შიმშილის, დევნილობის, სისხლისღვრის და იმედგაცრუების ხანა.  მეოცე საუკუნის ამ ორმა უდიდესმა მსოფლიო ომმა წარუშლელი კვალი დატოვა, როგორც მსოფლიო ისტორიაში, ასევე ადამიანის ცნობიერებაში და ყოფაში.  ბიძგი მიეცა სრულიად ახალ მიმართულებებს და შეცვალა ბნელი რეალობა, სადაც მხოლოდ თავს მოხვეული დოგმები არსებობდა. არის უამრავი მიზეზი თუ  რატომ უნდა ჩავთვალოთ 60-იანი წლები გარდამტეხ ეტაპად მსოფლიო ისტორიაში. ვისაც უფრო ღრმად სურს გაეცნოს 60-იანი წლების ბობოქარ, პიკანტურ დეტალებში, მაშინ მოემზადეთ: წინ გელით დაუვიწყარი მოგზაურობა... 10 არაჩვეულებრივი რომანი  ^___^ 

1. 'მისს ჯინ ბროდის გაფურჩქვნის ხანა '

ავტორი: მურიელ სპარკი
გამოცემის თარიღი: 1961 წელი

წიგნის შესახებ: ეს არის ავტორის ყველაზე პოპულარული და ცნობილი რომანი, რომელიც პირველად გაზეთ ნიუორკ თაიმსში გამოქვეყნდა (წიგნი მოცულობით ძალიან პატარაა), შემდეგ გამოქვეყნდა 1961 წელს, როგორც წიგნი (სხვა სახელწოდებით).  მისს ჯინ ბროდის ისტორიამ სპარკს სახელი მოუხვეჭა მსოფლიო ლიტერატურაში, ხოლო შოტლანდიურში სახელი დაუმკვიდრა. 2005 წელს კი გაზეთ თაიმსში გამოქვეყნებული სტატიით იგი შეუცვლელი გახდა, რადგან წიგნი აღიარებულ იქნა საუკეთესო რომანად, რაც კი დაწერილა 1923 წლიდან 2005 წლამდე (იგი ბესთსელერიი გახდა). 1998 წელს კი რომანმა მოიპოვა 76 ადგილი იმ 100 ინგლისურ ენოვან წიგნებს შორის, რომელიც მიჩნეული იყო მეოცე საუკუნის საუკეთესო, ბესთსელერებად. 

რომანი: წიგნი მოგვითხრობს ედინბურგელი მოსწავლე გოგონების ჯგუფზე, რომლებსაც ერთობ უცნაური და ინტენსიური ურთიერთობა აქვთ თავიანთ მასწავლებლებთან, მაშინ როცა ისინი პარაელურად გაკვეთილებზე ისმენდნენ მისს ჯინ ბროდის პერსონალურ ისტორიებს 'გაფურჩქვნის ხანის' სახელწოდებით. ეს არის რომანი, სადაც ავტორი სხვა ნოველების მსგავასად წარმოაჩენს თავის იუმორს, თავშეკავებულობას საკმაოდ მკვეთრი სიუჟეტებით, რაც გულგრილს ვერ დაგტოვებთ. ასეთი იყო სწორედ 60-იანი წლების აზროვნება და ხედვა, მან კი მოგვცა შანსი ვიმოგზაუროთ მასთან ერთად წარსულში. რომანის ეკრანიზაცია მოხდა 1969 წელს.   

























"სენდი, ძალიან გთხოვ ეცადო გააკეთო ყველაფერი ისე როგორც მე ამას ვამბობ და არა ისე როგორც მე ამას ვაკეთებ." 
"ჭეშმარიტება და სილამაზე იბადება პირველად."
"სიმართლე იმაში მდგომარებს, რომ თქვენ დაწვებით ხელოვანთან და გაცეცხლდით დილას, რადგან გაიღვიძებთ უბრალო მამაკაცის გვერდით "
"ნორჩო გოგონებო!  საქმეში საჭიროა ახალგაზრდა მხრებზე მოვაქციოთ ბებერი თავები, აი რა მეხერხება მე, ამის შედეგად კი ყველა ჩემი მოსწავლე სასურველი ხდება. მომაბარეთ გოგონა შესაბამის ასაკში და იგი გახდება ჩემი ცხოვრების აზრი."
"მე ვარ მასწავლებელი! პირველ რიგში, ბოლოში, ყოველთვის!"
"უმეტეს  ჩვენგანში ღრმად არის ჩამარხული დიდების პოტენციალი ან მისი შთამაგონებელი ძალა მაინც"

2. 'ბოლო გასვლა ბრუკლინში'

ავტორი: ჰუბერტ სელბი
გამოცემის თარიღი: 1964 წელი

წიგნის შესახებ: ამერიკელი მწერლის რომანმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მსოფილო სალიტერატურო სამყაროში, იგი კულტივირებულ კლასიკად დამკვიდრდა თავისი უშუალო სტილისტური მიდგომის, ენის,  უკომპრომისო და მკაცრი ტონით საუბრის გამო, რომელიც მიმართული იყო ბრუკლინელი დაბალი კლასისაკენ. 

ჰუბერტი საუბრობდა 1950-იანი წლების ყოფიერებაზე მიდგო-მებზე, ხალხზე და იმ მთავარ პრობლემებზე, რომლებიც მას აწუხებდა. ჰუბერტმა დიდი კრიტიკაც დაიმსახურა თავისი რომანის გამო, სადაც ყველა-ფერი ისეა გადმოცემული როგორ რეალობაშიც უწევდა მას ცხოვრება. იგი შეეხო იმ დროისათვის ყველაზე მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხებს: ნარკოტიკების მოხმარება, ქუჩის ძალადობა, ჯგუფური გაუპარიურება, ჰომოსექსუალიზმი, ტრანსვესისტები და ოჯახური ძალადობა. სელბის რომანი დიდი გარჩევის საგნად იქცა დიდ ბრიტანეთში თავისი პიკანტურობის გამო და აიკრძალა კიდეც პუბლიკაციის დროს იტალიაში.  რომანის ეკრანიზაცია კი მოგვიანებით 1989 წელს მოხდა. 


3. 'ის რაც საჭიროა' 

ავტორი: ტომ ვოლფი
გამოცემის თარიღი: 1979 წელი