Saturday, October 6, 2012

For Sale - ერთი გული?!

For Sale - ერთი გული?!

თუ გინდათ გაგიცვლით... ნებისმიერ რამეში..
ხუმრობაში, რომელზეც მარტო მე გამეღიმება.. ლამაზ ფუნჯში... მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ,,, ერთ ...პატარა.. ნატვრაში..
ნუ შიშობთ..  არ მეტკინება 
ეს მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია ჩემი გულის, რომელიც უკვე აღარ მტკივა..


შემიძლია თვალები დავხუჭო და რისი დანახვაც არ მინდა ვერ დავინახო...
შემიძლია დავყრუვდე ოღონდ ის არ გავიგონო რაც მტკენს..
შემიძლია დავმუნჯდე ოღონდ გული არ გატკინო..
მაგრამ არ შემიძლია დავკეტო გული, რდგან ის  მაინც იგრძნობს იმას, რასაც ასე ძალიან გაურბივარ...

გრძნობები იცვლება... წარსული არა!


მაპატიე თუ რამე დავაშავე... ბოდიშს გიხდი!
თუმცა არ ვიცი რისთვის ... მიზეზი არ ვიცი... მგონი შენც არ იცი... 
მეც გპატიობ :) მაგრამ ვერასდროს დავივიწყებ როგორც მომექეცი...




ნამდვილი მეგობრების საუბარია,  როცა... არამარტო იმას ამბობენ რაც უნდა თქვან საჭირო დროსა და კარგ ასპექტში, არამედ იმასაც... რისი თქმაც არ უნდათ რადგან გონიათ, რომ ამის დრო არ არის.. და სათქმელიც წყენას და გაუგებრობას ეხება...
ჩვენ ეტყობა ძალიან დაგვიგვიანდა...



თუ დღეს ამის აღიარება შეგიძლია ხვალინდელი დღე რაღაში გჭირდება... 
რატომ ფიქრობ, რომ მე არ მტკივა.. არ მაწუხებს ის რაც ხდება.. არ განვიცდი...
რატომ გგონია თუ დამელაპარაკები ზურგს შეგაქცევ ან არ მოგისმენ..
მე ამ ყველაფერს ველოდები...

I am the author of my life...unfortunately I'm writhing in pen and I can't erase my mistakes...

ვიცი, ამ უძრაობის მიზეზიც...
ორივეს გვგონია რომ მართლები ვართ... 
და შენი უსაზღვრო თავმოყვარეობა... რომლის მსხვერპლიც ვარ!!!

მე დამნაშავე ვარ ... ეგრევე უნდა მეკითხა როგორ იყავი?... ვიცოდი შენი ხასიათი...
...............მაგრამ ვცოფდები.. 
მაგიჟებს იმის გახსენებაც კი... რომ სიტყვაც არ დაგცდენია... ისე გაჩუმდი რომ ბოლოს გაცივდი...

ისე გაცივდი, რომ როცა შენთან საუბარი მოვინდომე თავი გაისულელე... უბრალოდ არც დაინტერესებულხარ რა მაწუხებდა... არადა გითხარი ჩვენზე უნდა გველაპარაკა...
გული მომიკალი... და ამის მერე როგორ შეგიძლია დამწამო მე გულგრილობა...


ეს შენი მიზეზით მოხდა... 
დამნაშავე ვარ...
მიყვარდი და ამას დროზე ვერ მივხვდი ვერ დაგელაპარაკე და არ გავარკვიე ესეთი რა გეწყინა რომ....


მე ვიცი რომ შენ არც არასდროს გიყვარდი... 
ან უბრალოდ ..  არ იცი ნამდვილი მეგობრობა რა არის...

მეგობარი შენი ყველაფერია... ბოლომდე უნდა იცნობდე... ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიცაა... ყველაფერს უყვებოდე... შენი ესმოდეს ყველაზე კარგად... რაც არ მოსწონს გეუბნებოდეს და რჩევებს გაძლევდეს... როცა სიკვდილი გინდა სიცოცხლეს გიბრუნებდეს ... ან გიმწარებდეს =))) მუდამ შენს გვერდით იყოს... მის გვერდით არაადეკვატური ხდებოდე...

ეს ყველაფერი კი უფერულდება როცა იკეტები... პირდაპირი მნიშვნელობით იკეტები!!!!... და შემდეგ მომხდარს შენს რთულ ხასიათს აბრალებ...

ეს ეგოიზმია!!!! შენ ნამდვილი სიყვარული არ შეგიძლიაა...

მე კი ყოველივეს მაშინ განვიცდი და გავცემ თუ ეს გრძნობა ორმხრივია... აი მაშინ კი  შენ მართლა იქნებოდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი.. და შენც იგრძნობდი ჩემს სიყვარულს..




ნუ გეშინია სიყვარულის.. =)) ისწავლე და აღიარე... ეს არც ისე ძნელია... 

მე არ განგიხილავ ... მე უბრალოდ გემშვიდობები.. ალბათ თუ ძალიან გვიან არ იქნება ამას მიხვდები..  თუ დაგვიანდა ამაზეც არ ინერვიულო... მე შენთან ბედნიერი დღეები გამიტარებია, რომლებიც მუდამ მეყვარება... მადლობა ამ მოგონებებისთვის...=)) ღმერთია მოწამე როგორ მიყვარდი... 
ვამაყობდი რომ მყავდი.. არსებობდი ჩემს ცხოვრებაში...


მოგატყუებ გითხრა... რომ მორჩა დაგივიწყე და კარგად ვარ...
მაკლიხარ... მაგრამ ვიცი რომ რადგან ასე ადვილად დამთმე ... ასეც უნდა მომხდარიყო და ჩვენს მეგობრობას მომავალი არ ქონდა...

ის ნატო ახლაც ძალიან მიყვარს მაგრამ შენში უფრო მეტია ის მეორე რის გამოც შენთან ვერ ვიქნები...
კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს... 
და ჩვენი ბოლო საუბარიც ისეთივე იყო როგორიც შენი ჩემდამი დამოკიდებულება...
სანამ დაგირეკავდი ისეთი რამ მითხარი მაშინ გადაწყვიტე ყველაფერი...

რის გამო დავკარგეთ ერთმანეთი...
შენ ალბათ გაქვს ამ კითხვაზე პასუხი... ჩემგან განსხვავებით

შენ დაგკარგე და ამავდროულად ნდობაც დავკარგე... შენში რომ შევცდი ისე ადამიანში არ შევმცარვარ...მეგონა მართლა რამეს  წარმოვადგენდი შენთვის...

უფალს თუ შეუძლია ცოდვები მიუტევოს თავის შვილებს, ჩვენ ადამიანებს... და ვუყვარდეთ მიუხედავად ჩვენი მანკიერებებისა.. რატომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება ჩვენ...



ეს პოსტი შეიძლება ჩემს კიდევ ერთ ახსნა-განმარტებად ჩათვალო, ან პირიქით გგონია რომ ამით ჩემი სინდისი გავითავისუფლო და დამნაშავედ შენ გამოგიყვანო... რომ რაც მოხდა ყველაფერი მარტო შენი ბრალია... არა ნამდვილად არ არის ეს ჩემი მიზანი... და ცუდია ეს თუ გაიფიქრე... მე ვამბობ რომ დამნაშავე ვარ და გითხარი კიდეც...

იმაზეც იფიქრებ წერილის წაკითხვის შემდეგ , რომ თუ ასე განვიცდი ჩვენს ამბავს პირველი ნაბიჯს რატომ არ ვდგამ და არ გელაპარაკები... რატომ ვწერ ამ ყველაფერს აქ და პირში რატომ არ გეუბნები...
ამის ფასი რომ გცოდნოდა და რომ ვიცი ამ ჩემს ნაბიჯს არ დააფასებ (რადგან თავს მართალს უწოდებ)... 
ამას გავაკეთებდი მაგრამ ვიცი რომ შენ შენთვის უკვე კარგი ხანია გადაწყვიტე ყველაფერი ჩემს გარეშე... 

შენ მიზეზი გჩირდება რომ აპატიო
შენ მიზეზი გჭირდება რომ მოუსმინო
შენ მიზეზი გჭირდება რომ დაელაპარაკო
შენ მიზეზი გჩირდება რომ გაუგო
შენ მიზეზი გჭირდება რომ შეიყვარო

მაგრამ უმიზეზოდ შეგიძლია დაივიწყო ადამიანი.. რომელზეც ამბობდი რომ გიყვარდა..
თქმის გარეშე ...ძალიან იოლად ... სმსით შეატყობინო რომ ფეხებზე გკიდია
ვის შეუძლია დაქალს ჩამოშორდეს ასე უბრალოდ დაულაპარაკებლად...



მაგრამ მაინც ვილაპარაკე ამდენი... ვიცი ამასაც რაღაცნაირად გაიგებ .. ისე არა როგორი  გულითაც ამ წუთას მე ამას ვწერ...

არაუშავს =)).. შენგან ამას შევეჩვიე...
ვიცი შენც გაწუხებს სულ ოდნავ მაინც... ამაზე შენი გაზიარებული გამონათქვამებითაც ვხვდები ფეისბუკზე...

ბევრ სიკეთეს გისურვებ .. ვიცი ბუნებით ძალიან კეთილი ხარ და  ბევრი კარგი საქმის გაკეთებას აპირებ  და მინდა ამიტომ წარმატებები გისურვო=))

ბედნიერებას გულით გისურვებ! 




Wednesday, September 26, 2012

მე ყველა არ ვარ!

ფემომენი - "შენ ვალდებული ხარ ასე მოიქცე, ჩვენ შენი ოჯახი ვართ... შენი ინტერესები მოიცდის" .. >>???? 
ის რასაც ანგარიშს უწევ და უკვე ყელშია!



forever alone.. ზოგჯერ ძალიან მშურს ასეთი ადამიანების... 
მათი ინტერესები ხომ მათთვის ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას.. ეგოისტები არიან..
თუმცა მათ ის აქვთ რის გამოც შეიძლება მათი შეგვშურდეს: ისეთი არაფერი უბრალოდ... არავის უწევენ ანგარიშს და თავიანთი თავის პატრონები თავად არიან.. =)
ეს ვითომ ცოტაა?
ვისაც ეცოტავება ... ამის ფუფუნება აქვს ... + არც მარტოა და სოციუმთან ერთადაც ცხოვრობს მაშინ მასწავლეთ იდეალურო ადამიანებო... მეც მინდა უდარდელად ცხოვრება
როგორ დავჯაბნო სინდისის გრძნობა... როგორ დავრთგუნო ისე რომ სხვებსაც არ ვატკინო გული??

ისე... მირჩევნია მე მეტკინოს ვიდრე ჩემს საყვარელ ადამიანს...



ეს ალბათ სისუსტეა.. 
ძალიან ვღიზიანდები როცა ამის გაკეთება მიწევს... ისე მოვიქცე როგორც სხვას სურს.. როგორც საჭიროა.. ვალდებული ვარ... და ასე დაუსრულებლად...

ხშირად ჩემი ინტერესები ჩემი ოჯახისთვის, საყვარელი ადამიანებისათვის და მეგობრების გამო მეორეხარისხოვანი გამხდარა... ეს სულაც არ არის კარგი.. და რამე უნდა ვიღონო...

ეს უკანასკნელი შემთხვევაც ნამდვილად სამარცხვინო იყო.. მაგრამ მინდა ესეც მივათვალო სხვა დანარჩენს...
ამჯერად ჩემი პოლიტიკური შეხედულებების დათმობა მომიწია..
ეს როგორ?
ჩემი ოჯახის წევრების კეთილდღეობისათვის მიწევს ჩემს პირად არჩევანზე დროებით უარის თქმა.. გაჩუმება და სხვა დანარჩენი...




ამჯერად არაფრის გაკეთება არ შემიძლია.. 
უბრალოდ თავს ისე დავიჭერ ვითომ აქ არც არაფერიო ...
აქციებზე ვერ მივდივარ.. ამიკრძალეს... არ შემიძლია ჩემი აზრი საჯაროდ დავაფიქსირო ნუ თუ აქ ჩემ ბუზღუნს არ ჩავთვლით.. 

ვერ ვიტან ეს დღეებია უკვე ჩემ თავს... დამღალა ამ უსუსურობამ... დამგალა სინდისის ქენჯნამ..  
თავისუფლება მჭირდება... როდის ვიცხოვრებთ ისე რომ ჩემ ნაბიჯზე მხოლოდ მე ვაგებ პასუხს და არა მთლიანად ჩემი ოჯახი... ხო, უნდა ვაღიარო  მეშინია... მეშინია არა ჩემ გამო არამედ მათ გამო...
უკვე აღარ გვეყო??



იმაზე მძიმე არაფერია როცა ხედავ შენი მეგობრები როგორ იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის, უსამართლობას გმობენ საჯაროდ... და ამ დროს მე და ჩემნაირები სახლში სოციალური ქსელიდან ვქომაგობთ, ვგმობთ და სულ ესაა..

თავს ვერაფრით ვიმართლებ... 



"თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები"
... 

Monday, September 24, 2012

SUMMER SCHOOL - მე დავბრუნდი

რეალობას ცოტა ხნით მოვწყდი...
მე ზაფხულის 2 თვიდან მხოლოდ ერთი კვირა დამამახსოვრდა ... 



გამიჭირდება გავიხსენო  ისეთი კვირა, რომელიც ისეთივე დაუვიწყარი ყოფილიყოს ჩემს ცხოვრებაში როგორიც ის კვირა რომელიც მე გავატარე ქობულეთში სასტუმრო Georgia Palace Hotel-ში http://www.gph.ge =))






როცა ანიმ დამირეკა და შემატყობინა რომ  "საზაფხულო სკოლა" მთვაზობდა 1 კვირიან ტრენინგს ქობულეთში სიმართლე გითხრათ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.. იმ პერიოდში ბაკურიანში ვისვენებდი მაგრამ რადგან ვასწრებდი ჩამოსვლას მალევე მივიღე გადაწყვეტილება და არცეთი წამით არ მინანია.. განსაკუთრებით მაშინ როცა ქობულეთში ჩასულებს 5 ვარსკლავიან სასტუმროში დაგვაბინავეს.. მაშინ მივხვდი რომ ის ერთი კვირა რომელსაც იქ გავატარებდი მართლაც რომ დაუვიწყარი იქნებოდა და არც შევმცდარვარ..



"საზაფხულო სკოლა" -  SUMMER SCHOOL.. -მდე  სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა კურსი  -   "დემოკრატია და მოქალაქეობა." ხოლო მას შემდეგ, რაც პროექტმა გაამართლა და ბევრი ნაყოფიერი ნაბიჯები გადაიდგა, (რაც  სტუდენტების განსაკუთრებულმა აქტიურობამაც დაადასტურა..) შედეგად, ამას მოყვა სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილე გამორჩეული სტუდენტების ერთად თავმოყრა და შეიქმნა ცალკე ჯგუფი.. პირველი ჟგუფი რომლის ერთ-ერთი მონაწილეც მე ვიყავი.. =))  პროექტს პატრონაჟს IFES და  USAID ( პრეზიდენტი Nermin Nisic) უწევდნენ და აფინანსებდნენ..   მასში მონაწილეობას იღებდა 25 სტუდენტი და 5 ტრენერი..  სკოლის დამთავრების შემდეგ გადმოგვეცა სერთიფიკატი.. ეს იყო ყოველმხრივ პროდუკტიული და  დატვირთული  შემეცნებითი ერთ კვირიანი კურსი.. ძალიან საინტერესო პროგრამითა და კვალიფიციური ტრენერებით დაკომპლექტებული... კურსი მიზნად ისახავდა სამოქალაქო ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას და მათ რეალიზაციას ჩვენს მომავალ საქმიანობაში.. 


როგორც უკვე ვახსენე ეს ტრენინგი 1 კვირიანი იყო..  (21-27 აგვისტო) წინასწარ დაგვირიგდა პროგრამა (სქემა) რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებდით.  ყოველი დღე გაწერილი გვქონდა.. დილის 10 საათზე ვიკრიბებოდით საკომფერენციო ოთახში.. ვაკეთებდით დილის ენერჯაიზერებს (რომელიც ძალიან სახალისო იყო).. გვქონდა ჩვენი იურისდიქცია ..ანუ სანქციები იმ შემთხვევაში თუ ვინმე უნებურად ან განზრახულად დაარღვევდა ჩვენს მიერვე შედგენილ წესებს, რომელიც ერთობლივად შევადგინეთ... დაისჯებოდა =))  ეს ერთგვარი წესრიგის, ეტიკეტისა და პასუხისმგებლობის მაჩვენებელი იყო იმ ორგანიზაციის პატივისცემის გამოსახატავათ , რომელმაც იმისათვის რომ ჩვენ თავი იდეალურად გვეგრძნო ფინანსები არ დაუზოგავს..  


ძალიან მომენატრება დილით ადრე ადგომა.. ვერანდაზე საუზმობა.. შემდეგ საკომნფერენციო დარბაზში ბავშვებთან ერთად ათას საინტერესო თემაზე საუბარი, სხვადასხვა სიმულაციებში მონაწილეობა,  დისკუსიები, პრეზენტაციები, თავად ტრენინგის ჩატარება... შემდეგ შესვენება ლანჩზე, ყავაზე, შემდეგ სადილი.. (დამშეულები) :დ ყოველი დღე განსხვავებული იყო.. თითოეულმა ტრენერმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს გონებაში... აღფრთოვანებული ვუსმენდი .. მართლაც არაჩვეულებრივი იყო... შესვენებაზე ათასნაირი გამაიმუნებები.. დაუსტულებელი ფოტოსესიები.. რომლებშიც ძირითადად მონაწილეობას არ ვიღებდი :დ ... მომენატრა ძალიან მომენატრა... შესვენებაზე ჩვენი საყვარელი ადგილი აივანი.. 


17:00 საათი ჩვენი საყვარელი დრო როცა უკანმოუხედავად გამოვრბოდით.. ოღონდაც მზეს შევფიცხებოდიც და რუჯი გვქონოდა.. :დ:დ შემდეგ ბასეინი... ბევრი საუნაში ნებივრობდა მე კიდე შესული არ ვიყავი რომ გამოვედი... საშინლად არ მომეწონა :დ დავძლიე წყლის შიში თუმცა  ცურვა აქამდეც ვიცოდი... მაგრამ რატომღაც სულ მეშინოდა... ჩვენი ბასეინი  <3 აკრობატული ნახტომები წყალში... შემდეგ ფიტნესი და ტრენაჟორები... 20:00 -დან კი ვახშამი რომელის გამოტოვებაც არ შეგვეძლო.. :დ ღამე ნებივრობა... დაღლილი დაქანცული საწოლზე  თიშვები... დაღამება არ გვინდოდა.. ღამე გართობა ბოლომდე.. კლუბები (ვერ წავედი სამწუხაროდ), რესტორნები, ან სასტუმროში დარჩენა და შესანიშნავი ნაწარმოების მოსმენა როიალზე რბილ  სავარძელში... ბოლომდე ჰარმონიასა და სიმშვიდეში.. გვიანობამდე ჯდომა ბარსა და აუზთან.. ქექვა ქაღალდებში..:დ რა კარგად მახსენდება... 

შუა ღამეს ჩემს ოთახში "216" ნომერში ასვლა, წყლის გადავლება, 2 წამით TV ჩართვა.. აივანზე ხედით ტკბობა და საწოლში  ჩაიას დალევა ..  ოთახის მეზობელიც მხოლოდ ღამით თუ მოდიოდა დასაძინებლად და იმხელა ოთახში სრულიად მარტო ვიყავი.. არა შესანიშნავი იყო... ვერ ვთმობდი იქურობას წამოსვლის წინ :))) 


გოგოები!! ჩემი საყვარელი გოგოები.. რომლებიც გავიცანი =)) ყველაზე კარგები.. ერთმანეთისგან გამორჩეულები... ნათი, ნინო, თამთა, თათია, ელე, ლილი,  ნატა, სალომე, თიკო, მარიტა, 2 ხატია, 2 ქეთი, ბარბარე, ვიკა, ანი და თეო ყველანი ძალიან შემიყვარდნენ... და ბიჭებიც :დ ჩემი საყვარელი ბიჭები... უსაყვარლესი დათუნა (დებილი :დ , ამას თავისი ისტორია აქ), დიტო 'ო :დ, ლევანი (ბუთხუნა) :დ აღფრთოვანებული ვარ მისით... ბ. კახა რომელიც ბოლოს ლექტორი აღმოჩნდა :დ:დ... და დავით (დიდებული).. ყველაფერში უბადლო და სულ ხიფათიანი :დ  რა ვიცი ბავშვებო ძალიან კი შემიყვარდით და მიხარია რომ გიცნობთ..


მადლობა თქვენ ყველას ბავშვებო ამ დაუვიწყარი დღეებისთვის <3<3<3
მადლობა ანი კურდღელაშვილს, ქალბატონ თამარს და სხვა ტრენერებს  :**
მადლობა IFES და Nermin Nisic =))
მადლობა Georgian Palase Hotels.. მასპინძლობისათვის <3


ამქვეყნიური სამოთხე არსეობს... და მას ბედნიერება ქვია
იგი პირობითია....
ვერ ხედავ მას?  მაშინ გულში ჩაიხედე...
იქ იპოვი ... გულში და გონებაში... 
ჩვენ ვქმით ჩვენს სამყაროს ჩვენივე ხელებით.. 

Wednesday, September 19, 2012

დაქალს რომელიც ჩემს ცრემლს არ იმსახურებს...

წინ დაგაყენე ყველაზე წინ... 
ისე წინ რომ ბევრი ვერ შეძლებდა ამას 1 წელიწადში...
მოგენდე...
გამოგყევი...
ბევრ რამეზე დავხუჭე თვალი... და თურმე სულ ამაოდ... პირიქით...
კარგად უნდა გამეხილა რათა ის დამენახა რასაც დღეს ვხედავ...



ჯერ მომისმინე...
არაფერს ვნანობ... არც შენს გაცნობას.. არც შენთან  მეგობრობას..
და ბოლოს არც შენთან  ჭიდილს...
მიყვარდი... შენზე ფიქრში ... უაზრო ფიქრში ... რამდენი დრო დამიკარგავს....
ხო..!  დავკარგე ... მე დღეს ბევრი რამ დავკარგე.... მაგრამ არა შენ...
თავმოყვარეობა..... ! და ეს ყველაზე დიდი დანაკარგია....
დროებით... თუმცა მაინც დავკარგე... 
არაფერი გიღონია....
არც ხელი შეგიშლია...
უნდობლობას მწამებ როცა თავად ამისკენ მიბიძგებდი...
ეჭვები მრღნიდა... სიგიჟეს ჭკუიდან გადავყავდი... ვტიროდი..და როგორ ვტიროდი...
ჩემი ცრემლები... არაფრად ჩაგდებული... გულით დაღვრილი...
მცივა... ძალიან მცივა... 
შენ  მე დღეს ყინულის გოგონად მაქციე.. გოგონად რომელიც აღარასდროს ატირდება...
არც ეს ყინული გალღვება... და იცი რატომ??
ალბათ მიხვდი კიდეც... 
შენ უნდა შეგხვედროდი რომ მომავალში გამერჩია ნამდვილი შენგან...
მე ასე ვსწავლობ...
პატარა მარცხი....
კიდევ სულ ცოტაც და ალბათ მეტსაც გავიგებ...
პირველი ხარ... და მორჩა ამით...
ჩემმა სიმუნჯემ  დაკარგა ფასი.... ჯობდა...! ჯობდა...  შენ გეთქვა რამე... გეთქვა პირდაპირ... გულიდან .. გულის სიღრმიდან... სულ კუნჭულიდან ... ოღონდაც გეთქვა...
მე შენ მიყვარდი... გულით და სულით.... ოდნავ  ჩემებურად ...
როგორც ჩანს არასაკმარისად....
უარესიც... ამას ვერც მატყობდი...  როგორ ვერ ხვდებოდი...?! 
მე შენთან მოვდიოდი... შენ კი  მახვედრებდი სევდას მიგდებულს და უარყოფილს...
სიცარიელე... ნუგეში სხვასთან... 
შენ უარმყავი ვერც კი გავიგე.....
მე გავძლიერდი....
და იცი რატომ?? .. ბოროტება სიკეთედ ვაქციე
დიდი მადლობა...




ის ვინც არ ეცემა ვერც წამოდგება... 


Monday, July 9, 2012

ბანანის პური–პასკა

თუ ექსპერიმენტის ხასიათზე ხარ =)))  1 ნაწილი

ბანანის პური–პასკა 




ამ ხნის მანძილზე მე დამიგროვდა საკმაოდ ბევრი ბანანის პურის რეცეპტი და უნდა ავღნიშნო, რომ ყველა მათგანი ერთი და იმავე რეცეპტით სარგებლობს. დიდი ხნის წვალების შემდეგ მოხარული ვარ, რომ შემიძლია თავადაც შევიტანო კორექტირება ამ რეცეპტში და ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ. სიმართლე გითხრათ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით... და ახლა შემიძლია თამამად გაგიზიაროთ იგი... :)



ინგრედიენტები:

1/2 ჭიქა კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
1/2 ჭიქა მუქი შაქარი
1/4 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2 ცალი კვერცხი (ათქვეფილი)
2 ჭიქა მაღალი ხარისხის ფქვილი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 ჩ/კ სოდა
2 ჩ/კ დარიჩინი
1/2 ჩ/კ მიწის თხილის კრემი
3 ცალი დიდი ბანანი (რაც შეიძლება რბილი, მაგრამ არა გაშავებული :)
1/2 ჭიქა ნიგოზი (დაჭრილი, დანაყული)

ამასობაში მოამზადეთ ღუმელი და გაახურეთ  350 გრადუსზე..





ცალკე თასში ერთმანეთში ვურევთ  ფქვილს, გამაფხვიერებელს, საცხობ სოდას, დარიჩინსა და მიწის თხილის კრემს. ვურევთ ერთმანეთში. ამის შემდეგ კი გავაერთიანებთ ამ ორ მასას – მშრალსა და სველს და ვთქვეფთ კარგად, რათა კარგად შეზავდნენ.

 











მასას ვუმატებთ დარბილებულ ბანანების მიქსს, ასევე კარგად დანაყულ ნიგოზს  და ამ ყველაფერს კარგად ვურევთ ერთმანეთში. ვამზადებთ ღუმელში განსათავსებლად :)   
























მიღებული მასა დავასხათ რკინის ფირფიტაზე (ფურის ფორმისაზე)
გავაჩეროთ ღუმელში 60–65 წუთი. 350 გრადუს ტემპერატურაზე.
შემდეგ გამოვიღოთ  ღუმელიდან და ამოვიღოთ ფორმიდან და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი, რათა დავრწმუნდეთ რომ მასა გამოცხვა. შემდეგ კი 5 წუთით შევაბრუნოთ ღუმელში საბოლოო ფორმისა და არომატისათვის.



ღუმელიდან გამოტანის შემდეგ აუცილებელია ვაცადოთ გაგრილება,  მე უპირატესობას ვანიჭებ თბილს, როცა სრულად გაციებული არაა :) ანუ როცა ჯერ კიდევ რბილია... ასევე გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია იგი დაიჭრას გამოღებისთანავე.. ვადადოთ გაგრილება, როგორც გარედან ასევე შიგთავსაც...
ისიამოვნეთ :):):)


Sunday, June 10, 2012

მცირედი ნუგეში წარსულიდან ...

ერთ საღამოს როცა ბებიას ნივთებს ვათვალიერებდი.. მის გაცრეცილ, ფერმიხდილ დღიურს გადავაწყდი...ცნობისმოყვარეობამ მსძლია და გადავწყვიტე წამეკითხა მისი "მემუარები".. ამას არ ვიზამდი იგი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ამქვეყნად აღარ იყო... 
გამოგიტყდებით ბებიაჩემი იმდენად საინტერესო პიროვნება იყო, რომ საათობით შემეძლო მის თავს გადამხდარი ამბების მოსმენა.. არც მას ეზარებოდა ცნობისმოყვარე შვილიშვილისათვის რამოდენიმეჯერ მოეყოლა ერთიდაიმავე ამბავი...=)) ამიტომ როცა მის დღიურს გადავაწყდი სიხარულისგან თვალები გაამიბრწყინდა, რადგან ვხვდებოდი რომ სულ რაღაც რამოდენიმე წამი და რაღაც მნიშვნელოვანსა და ახალს გავიგებდი მისი ცხოვრების შესახებ.. არც შევმცდარვარ... 



დღიური სავსე იყო სხვადასხვაგვარი ჩანიშვნებით, საოჯახო  ფოტოებით, საფინანსო სიებით, ასევე მრავლად იყო შელოცვებით... ბებიას უყვარდა და სჯეროდა  შელოცვების, თავადაც ხშირად იყენებდა და ბევრს ურჩენდა დაავადებას და ა.შ.  მეც მასწავლა და სულ მეუბნებოდა ეს ხუმრობა არაა იგი მაშინ მოქმედებს, როცა გჯერა მისიო.. და ასეცაა =))
ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც აღმოვაჩინე ეს იყო წერილი... 
ძალიან სულისშემძვრელი და ძველი, დიდი სიყვარულით დაწერილი..
ამის შესახებ ბებიას არასდროს უთქვამს.. წერილი მის გარდაცვლილ დას ტატიანას ეძრვნებოდა.. თავიდან ვერც მივხვდი ვინ იყო ან საერთოდ ვინ იყო ადამიანი ვინმაც მისწერა... 
გადავწყვიტე თქვენთვისაც გამენდო ამ წერილის შინაარსი და შემდეგ ისტორიასაც მოგიყვებით...


                              სახსოვრად ტატიანას!

ვზივარ მარტო და, 
ფიქრის ტალღები
სულის არეში დაიარებიან. 
როს მაგონდება ახლო წარსული, 
გუშინდელი დღე კვლავ აღმიდგება,
ვნანობ იმ დღეებს და თანაც ვფიქრობ
აწ ასეთი დღე როდის იქნება?
ამხანაგებთან ტოლ-მეგობრებთან
თქმა-საუბარი გაბაასება.
დედის ალერსი, მამის ნუგეში 
და შენს თვალებთან დაახლოვება. 
როს მაგონდება გამოთხოვება,
დედის თვალები კვლავ აღმიდგება,
მისი ცრემლები და შენი სახე
მამის ნაღვლიან ხმაში იღვრება.
მაგრამ ნუგეში ჩემთვის დიდია, 
სამშობლოსათვის თავის დადება. 
მე მარტო არ ვარ, ჩემთან ხალხია,
ჩემი ვალია იმათთან ბრძოლა.
ჩვენი იმედი შაშხანა არის, 
და გარანტია მიზანში სროლა.
დღეს რომ სამშობლო განსაცდელშია, 
საზიზღარია იქ სახლში ჯდომა.
ჩემი მიზანი ორში ერთია,
ან სიკვდილი ან გამარჯვება,
ეს რომ არ იქნეს, თქვენც არ მიმიღოთ,
და დამიბნელდეს მე აქ ნათელი,
თუ კი დავეცი გმირულ ბრძოლაში,
არ დაივიწყოთ ჩემი სახელი...

                                                                                  კაკო
                                                                      18-8-41 წ.   11 საათი
                                                                                                                          ქ. თელავი 

შემდეგ დავინტერესდი ამ წერილის ადრესატისა და ავტორის ბედით.. მამაჩემის თქმით დეიდამისი ტატიანა  და მისი მეუღლე კაკო 2 დღის დაქორწინებულები ყოფილან როცა კაკო სამამულო ომში გაიწვიევიათ.. მას შემდეგ მისგან არაფერი სმენიათ და ტატიანაც ძალიან ახალგაზრდა გარდაცვლილა.. აი ასეთი ტრაგიკული ისტორია აქვს ამ წერილს..
 ალბათ უამრავი ქართველის ოჯახი დაინგრა ამდაგვარად.. უსამართლოდ...




მოგეხსენებათ, 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მეორე  მსოფლიო ომი, პოლონეთზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმით...
1941 წლის 22 ივნისს სსრკ ჩაერთო ომში და ქართველების დასაკლავად დაიწყო ჩვენი გარეკვა სხვის ომში.. საფლავში უნდა ტრიალებდეს სტალინი, რომ ამდენი დაღუპული ქართველის სისხლის ფასადაც კი "გაფარჩაკებული" თურქეთისათვის ქართული მიწების  "ახევა" არ მოინდომეს...
არადა,  ეგერე რომ მოქცეულიყვნენ, ვინ დაუდგებოდათ წინ.. მარტო ერთი ბატალიონისათვის რომ დაევალებინათ 2 დღის სამე ქონდათ.. ვერც ჩერჩილი და ვერც რუზველტი ვერ ამოიღებდა ხმას...
ნახევარზე მეტი ევროპა მიიერთეს და ამ ორმოციოდე კვადრატულ კილომეტრზე ვინ იტყოდა რამეს...!!


უბრალოდ ნერვები მეშლება იმაზეც რომ აქ ომში მონაწილეობას ქართველებისათვის სამამულო სტატუსით ვიცნობთ... არადა როგორც ვიცით ჰიტლერი ჩვენს მიწებს არ დასხმია თავს... სამამულო ეგაა როცა რუსები დაგვესხნენ თავს...  თორე ისე რამდენი ქართველი დაღუპულა სხვისი ინტერესებისათვის.. განა მათ სამამულო ომში დაღუპულები უნდა ვუწოდოთ? არა ისინი ქართველი გმირები არიან... 
მაგრამ მესმის...
რადგან სსრ შემადგენლობაში ერთ-ერთი ოკუირებული მიწის ნაგლეჯი ვიყავით სწორედ ამიტომ ვიხსენიებთ ამ ომს სამამულო ომად, მაგრამ ეს ჩემთვის კვლავინდებურად მიუღებელია.. 


რამდენი გაუბედურებული ადამიანის ხსოვნას ინახავს  >> ომი, რომელსაც სიკეთე არავისთვის მოუტანია...

სწორად უთქვამთ : "მოგებულია მხოლოდ ომი და არა მშვიდობა"

                                                                                                                                       ალბერტ აინშტაინი....

თავად განსაჯეთ!!!