Tuesday, February 12, 2013

მე ძველმოდური ვარ ..

ისეთი რაღაც წავიკითხე ამ წუთას ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე.. შეიძლება დამცინოთ მაგრამ 100 % ვეთანხმები...



მე ძველმოდური ვარ.

ვთვლი, რომ ტრანსპორტში მამაკაცმა ადგილი უნდა დამითმოს, მაშინაც კი, როცა არც ორსულად ვარ და არც ბევრი ტვირთით. დიახ, უნდა გამიღოს კარი და გამომიწოდოს ხელი,მაშინაც კი, როცა არ ვიცნობთ და ვერც ვერასდროს გავიცნობთ ერთმანეთს. მე ქალი ვარ ესეიგი მე უფრო სუსტი ვარ.

მე ძველმოდური ვარ.

დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცმა უნდა გადაიხადოს რესტორანში ან კინოში ჩემს ნაცვლად და მე კითხვაც კი არ უნდა გამიჩნდეს ვინ იხდის დღეს?

მე ძველმოდური ვარ.

მე ვფიქრობ, რომ მამაკაცმა უნდა იზრუნოს ჩემზე - მკითხოს მოვიხვიე თუარა თბილი შარფი ან ხომ არ დამავიწყდა მეჭამა რამე. მამაჩემი ყოველთვის მეკითხებოდა.

მე ძველმოდური ვარ.

თუ კაცს ვხვდები ესეიგი მასში ჩემს მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ქორწინება, თუ ჩვენი ურთიერთობა მართლა სერიოზულია უნდა გამაცნოს მშობლებიც, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც.

მე ძველმოდური ვარ.

მე ვთვლი რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას-ვიზრუნო ჩემს მამაკაცზე.

მე ძველმოდური ვარ.

მე ვთვლი, რომ კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს, მამაცი და ძლიერი,რომ მე ვიყო ნაზი,სუსტი და მშიშარა, ვიზეც ასე სასიამოვნოა ზრუნვა და მაშინაც კი, თუ მე ძლიერი ვარ, მე უნდა ვიყო სუსტი.

მე ძველმოდური ვარ.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართალი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენ ერთად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და ჩვენი არჩევანი.

მე ძველმოდური ვარ.

მე არ დავწვბი დასაძინებლად თუ ის სამსახურიდან, ნადირობიდან ან ფეხბურთიდან მოსვლას აგვიანებს, მე დაველოდები ფანჯარასთან და გავუთბობ სადილს სანამ ის კიბებეს ამოივლის.

მე ძველმოდური ვარ.

მე მინდა კარგად გამოვიყურებოდე მისთვის, რომ მან შეაფასოს და იფიქროს რა კარგი ვყავარ, ამიტომაც ვხარჯავ და დავხარჯავ ამდენს, რომ მას მოვეწონო

მე ძველმოდური ვარ.

მე მინდა ვიყო მისი ერთადერთი ქალი, და მეტი არაფერი. გუშინ დღეს ხვალ და მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მას გადაასახლებენ და ხალხის მტრად გამოაცხადებენ.




შენ თუ ხარ ძველმოდური ? :)))

გოგონა, რომელმაც თავად შექმნა საკუთარი ბედნიერება

ამასაც ბევრი ბედისწერას მიაწერს...... 
ნაწილობრივ ეს ასეცაა ალბათ.. მაგრამ არ მიყვარს ეს სიტყვა.. ეს მცნება "ბედისწერა"..!

"ჩვენ თავად ვქმნით ჩვენივე ბედნიერებას საკუთარი ხელებით.. "
ამაში ჩემი ისტორიაც დაგარწმუნებთ... :) 

ეს გახლავთ არაორდინალური  ისტორია
                                         გვიან .......მაგრამ მაინც განცდილი საოცარი გრძნობა




"................ჰმმ.. :)) ახლა ამ სუსხიან დღეს ჩემს პატარა ბიბლიოთეკაში ბუხართან შეთფილული ცხელი წვნიანის ამარა ვზივარ და ვცდილობ ეს პატარა უშფოთველი ღიმილი თქვენც მოგგვაროთ..

ტიპიური ქართველი  გოგონა ვიყავი მუდამ..

არასდროს მქონდა საკუთარ თავზე იმაზე მეტი წარმოდგენა ვიდრე სინამდვილეში წარმოვადგენდი..

არასდროს მიოცნებია ზღაპრულ პრინცზე (ბიჭზე), რომელზე ფიქრითაც პატრა ასაკიდანვე იკლავენ გოგონები თავს... არა! გინდ დაიჯერეთ გინდ არა.. რაც მინატრია მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა ყოველთვის რომ... უნდა ვყვარებოდი ისე როგორც მე ის.. (ან შეიძლება ცოტათი უფრო ::))) გაგიჯებით, მთელი გულით, სულით და სხეულით.. სრულყოფილებამდე... აი რომ იტყვიან არაამქვეყნიურად ძლიერად :))  გოგოებს მოგვწონს როცა ბიჭი ჩვენი გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი...

მე კარგად აღზრდილ ბიჭზე ვოცნებობდი... ხო.. კიდე ერთი რაღაც ის აუცილებლად დიდი მექალთანე უნდა ყოფილიყო :)))...

საერთოდ ვოცნებობთ იმაზე რაც არ გვაქვს.. რაც გვაკლია.. ეს რაღაც აუცილებლად მოგგვრის სიხარულს თუმცა ბევრი მისი განცდის გარეშე ტოვებს ცხოვრებას ... აი რისი მეშინოდა ყოველთვის..

მთელი 28  წელი არავინ არ მყვარებია.. არ მიგრძვნია არაფერი მსგავსიც კი.. და იმდენად ვოცნებობდი ამ გრძნობაზე. რომ  ალბათ თუ ჩემს მეორე ნახევარს შევხვდებოდი ეს ყველაფერი ერთბაშად იფეთქებდა ჩემში.. :))


თუმცა იმ კრიზისულ, საგანგაშო (ჩემთვის) ასაკს 30 წელს ვუახლოვდებოდი, როცა ნამდვილად იყო გასაკეთებელი არჩევანი.. ან წინ ან ფარ-ხმალს დავყრიდი...
"წინ".. ჰმმმ..!! რა კარგად ჟღერდა... მაგრამ არ ვაპირებდი შემექმნა ოჯახი მხოლოდ ჩვეულებრივი გრძნობით.. ძლიერი მოწონებით (იყო ადამიანი ვისაც სიგიჯემდე ვუყვარდი და მეც არ ვიყავი გულგრილი მის მიმართ)...!! მაგრამ რაღაც ძლიერი მაკავებდა... ვერ აგიხსნით.. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს წინ კი მივდიოდი მაგრამ ეს უკან წასვლას უფრო გავდა....



ერთ დილას.. საოცარი შეგრძნებით გავიღვიძე...
მაშინ მივხვდი, რომ აზრი არ ქონდა (30 წლის ასაკში) დავლოდებოდი იმ ადამიანს ვინც ჩემს ოცნებას მაჩუქებდა..
ჯობდა მემოქმედა და ვიდრე ეს სრულყოფილი ბედნიერება გვერდში არ ჩამივლიდა განმეცადა ნაწილობრივ მაინც..

სამსახური არც გამხსენებია.. ნოუთბუქს დავკარი ხელი და ინტერნეტში დავიწყე კლინიკის ძებნა.. სადაც შეძლებდნენ ჩემთვის (სუროგატი) დედები ბავშვის გაჩენას ... (რა თქმა უნდა იმაზე საოცარი გრძნობა რა უნდა იყოს როცა შენს ნაწილს შენივე მუცლით ატარებ) მაგრამ ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო საქმე.. მე სექსუალური ცხოვრებით ჯერ მამაკაცთან არ დამიჭერია ურთიერთობა.. ანუ ქალწული ვიყავი.. და მიუხედავად დიდი სურვილისა შვილი მყოლოდა და თავად გამეჩინა ის მაინც ვერ გადავაბიჯებდი ამ ზღვარს და უსიყვარულოდ ვერ მექნებოდა მამაკაცთან კავშირი...



კლინიკაში მისულს.. კონსულტაციის რიგში დიდი ხნით არ მომიწია ლოდინმა.. თუმცა ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისათვის, რომ კარგად დავფიქრებოდი ღირდა ამის გაკეთება თუ არა.. წუთები წამებად მექცა... მაგრამ ვიცოდი რაც მინდოდა ყველაზე მეტად...

ოთახში შესულს.. აფორიაქებული მზერა მივაჭერი ექიმს..
ექიმმა სასიამოვნოდ გამიღიმა...

- თამამად გოგონა, თამამად ! :)
- :)) თქვენთვის ადვილი სათქმელია ექიმო..
- ნუ გეშინია, ან რისი გეშინია ჩვენ მხოლოდ გეხმარებით რომ გამოცადოთ ყველაზე დიდი ბედნიერება ქალის ცხოვრებაში, რასაც დედობა ჰქვია :)  მობრძანდით და აი აქ დაბრძანდით...
- .... :)) მადლობთ (ცოტა მორცხვობით) ვუპასუხე..
- იცით (გაკვირვებით მიმზერდა).. აქ ვინც მოდის ყველამ იცის რა უნდა.. აი თქვენ სახეზე კი უფრო მეტად შიშს ვკითხულობ და მღელვარებას ვიდრე ძლიერ სურვილს:)..რაშია საქმე?  გამიმხელთ ახალგაზრდა ქალბატონო? :))


მიღიმის.. განუწყვეტლივ, თითქოს ამით ჩემს დამშვიდებას ცდილობს
- მგონი ეს ბუნებრივია ექიმო :)) (ვეცადე ბუნებრივად გამეღიმა)
- მგონი ვხვდები რაშიცაა საქმე.. :) თქვენ ასაკს გამიმხელთ?
- 30 წლის ვხდები თვე ნახევარში.. რატომ მეკითხებით?
- თქვენი ისტორია თუ შეიძლება მიბოძეთ ... (პაციენტის ისტორია)
- მაშ... ! ნჰ.ნჰ.. ყველაფერი რიგზე გაქვთ.. რა განერვიულებთ?
- პირველად ვიმყოფები ასეთ სიტუაციაში..
- გასაგებია .. :) მესმის ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით.. ნუ ღელავთ ყველაფერი კარგად იქნება).. აქ გრაფაში გიწერიათ, რომ განაყოფიერება არ გსურთ.. ე.ი. სუროგატ დედას ამჯობინებთ.. მესმის ეს თქვენი არჩევანია მაგრამ რატომ სუროგატი, როცა თქვენ თავადაც იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებით.. მონაცემების მიხედვით ასე ჩანს.. მზად ხართ ყველანაირად!! .. გინეკოლოგიური დათვალიერებითაც დავავადგენთ ამ მონაცემების სიზუსტეს.. თუმცა დარწმუნებული ვარ ყველაფერი რიგზე იქნება.. :)))
- ვიცი ექიმო, მაგრამ ჩემი მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია... შეიძლება ვერც აღმომიჩინოთ დახმარება .. :((

აღშფოთდა..
- ღმერთო დიდებულო :))...ამხელა სტაჟი მაქ და ჩემს პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა არ მქონია რაზეც პასუხი არ მქონდეს.. მითუმეტეს ეს ძალზე დელიკატური სფეროა .. ყურადღებით გისმენთ :)
- იცით, მე ქმარი არ მყავს.. არც ბოიფრენდი..

მაწყვეტინებს..
- გენაცვალე ეგ რა პრობლემაა.. როცა ქალი გადაწყვეტს რომ შვილის გაჩენას თავისი ან სხვისი (სუროგატი ქალის) მეშვეობით მაინც მიიღწევა ეს მიზანი..  დონორის შერჩევით გვარდება ეგ პრობლემა.. :) ოღონდაც თქვენი შემთხვევა მაინც მაფიქრებს..
- დიახ ექიმო..! საქმეც ისაა, რომ როცა "ქალი" გადაწყვეტს...
- ანუ თქვენ გინდათ თქვათ რომ...
- დიახ, ქალწული ვარ.. :)) თუ შეუძლებელია ამის გაკეთება ახლავე ავდგები და დავივიწყებ ჩემს ოცნებას..

წამოვიწიე.. ჩანთას ეგრევე დავავლე ხელი და ასადგომად მოვემზადე..
- მოითმინეთ ახალგაზრდა ქალბატონო.. ! :) ეს რა საქციელია...... დაბრძანდით და დამშვიდით.. მეც რაიმე სერიოზულისთვის განვეწყვე.. მეგონა რაღაც ისეთს მეტყოდით...
რაც მე სამედიცინო პრაქტიკაში ჯერ არ მსმენია.. სბედნიეროდ ეს ასე არ აღმოჩნდა :))
- ე.ი. ექიმოო...

თვალები ბედნიერების მოლოდინისგან გამიბრწყინდა..
გულიანად გაიღიმა.. და დამაინტრიგებელი მზერით მიყურებს .. ამან კიდევ უფრო გამიორმაგა ეს შეგრძნება..
- :)) ეს  მეორე ამბავი კი ჩემი პრაკტიკისთვის უჩეულოა.. მაგრამ თქვენთვის სასიხარულო.. :)) ჩვენს ქვეყანაში მსგავს შემთხვევასთან შეხება არ გვქონია.. მაგრამ უქხოურ პრაკტიკაში საკმაოდ აპრობირებულ მეთოდად იქცა ამ ბოლო ხანებში....

ვაწყვეტინებ მისკენ გადაწეული ხელებით.. რომლებიც მზად არიან ეს ბუნჩულა კაცი ჩახუტებისგან და მადლიერების გრძნობისგან გაგუდონ (ამას არ ვიზამდი რა თქმა უნდა ის მე მჭირდებოდა :D:D)..  გამიღიმა და გაშლილი ხელებით მეუბნება...
- კი შვილო !! მაგაზე როგორ გაწყენინებ ასეთ ანგელოზ გოგოს .. :))))
- ვაიმეეეე ექიმოოოო...!!! ვაიმე ექიმო მიყვარხართ.. თქვენ ჩემი ცხოვრების ნაწილს მიქმნით.. დიდი მადლობა ექიმოოო!!!!
- კარგით ახალგაზრდავ! :)) დაწყნარდით .. ესე ხომ გამგუდავთ...:))

იცინის გულიანად
- ა ხო ხო.. ექიმო.. დიდი ბოდიში !! უბრალოდ თქვენ არ იცით ახლა რა ხდება ჩემს გულში.. თქვენ მე მიზეზს მჩუქნით.. რისთვისაც ვიცოცხლებ სანამ ცოცხალი ვარ !! დიდი მადლობა ამ ბედნიერებისთვის გულფრფელად...!!!
- ჰაჰჰა :))) რა სასიამოვნო და ემოციური გოგონა ბრძანდებით.. დიდი ხანია პაციენტისგან ამხელა ემოცია არ მიგრძვნია .. :)) სხვები ძირითადად მოკრძალებული ფორმით..
- ძალიან დიდი ბოდიში... თავს ვერ ვაკონტროლებ ! ბოდიშით ექიმო მართლა ...:))
- არა რას ამბობთ..! მე ყველა ჩემი პაციენტის ემოციებით  მათ თვალებში დანახული ამ უსაზღვრო ბედნიერებით ვცხოვრობ.. ესაა ჩემი საზღაური :))
- :))))))))
- ... მაგრამ არ შემიძლია  არ გკითხოთ..... ნუ რა თქმა უნდა თქვენი პირადი ცხოვრება თქვენი საქმეა.. არც ჩვენს (ექიმების) კომპეტენციაში შედის პაციენტის ცხოვრების პიკანტური დეტალებით დავინტერესდეთ.. თუ ეს საქმეს არ ჭირდება..! მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ.. ნებას მრთავთ?
- რაც გინდა მკითხეთ ექიმო! რა გნებავთ! :)))))))))
- ჰმმ. :)) ძალიან კარგი!.. მაინტერესებს გაცნობიერებული თუ გაქვთ ეს ნაბიჯი...რამხელა პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე.. მესმის სურვილი ძალიან დიდია.. თუმცა თუ გიფიქრიათ ბავშვის მომავალზე...
- ექიმო მე ყოველთვის რეალისტი ვიყავი, ისე გამზარდეს მშობლემა.. რომ მესმის რასაც ვაკეთებ.. ვიცი მეტყვით.. ოჯახი შექმენით და ჩვეულებრივ მარტივი გზით ბედნიერად ოჯახურ გარემოში გააჩინეთ ბავშვიო...
- დიახ.. დიახ!
- უსიყვარულოდ .. ჰმ .. შეიძლება გაგეცინოთ.. ან დამცინოთ მაგრამ..
- როგორ გეკადრებათ.. პირიქით უკვე ვხვდები თქვენს სათქმელს და მერწმუნეთ თქვენს მიმათ უდიდესი სიმპათიით განვეწყვე.. !
- მადლობა ექიმო.. და როგორც უკვე მიმიხვდით.. ამ ნაბიჯს სიყავრულის გარეშე ვერ გადავდგამ.. :)) ბევრი ვერ გამიგებს რა სსულელეაო.. მაგრამ.. მე ჩემი პრინციპები მაქ..
- გასაგებია შვილო ! მაგრამ ჯერ მხოლოდ 30 წლის ხარ.. მე დარწმუნებული ვარ თაყვანისმცემლების მთელი არმია გიდგათ კარებთან [მეც ვიქნებოდი თქვენზე 15 წლით უმცროსი მაინც რომ ვიყო :))))] .....

ხარხარებს..
- :))) ექიმო :))))... დიახ..  მაგრამ რა ვქნა არავისთან არ ვგრძნობ იმას რასაც წესით უნდა ვგრძნობდე... მე კიდევ დავიღალე ლოდინით.. წლები მიდის მე კი ისე მარტო ვარ.. რამოდენიმე წელიწადში ეს თაყვანისმცემლებიც აღარ იქნებიან და რომ არ გამოჩნდეს ის ადამიანი ვისაც ველოდები ასე ძალიან .. არ მინდა სულ მარტო დავრჩე!!!! მინდა ვიღაცისთვის ვიცხოვრო !!
- სასწაული გოგონა ბრძანდებით..! გაოცებული ვარ..
- :)) ჩემი შვილი ჩემი ნაწილი იქნება მუდამ.. თუ გამოჩნება ეგ ადამიანი გაიგებს სიმართლეს და ჩემს შვილსაც შეიყვარებს.. რადგან მე ვეყვარები ძალიან :))  შვილი ჩემს ბედნიერებას ხელს არ შეუშლის არანაირად....
- გასაგებია ეგ! მაგრამ რატომ ჩქარობ?... არის ამის საჭიროება?
- არა ექიმო! პირიქით უკვე დროა.. მთელი ცხოვრება.. 30 წელი.. ისე გავიარე უმეტესად როგორც ჩემს ოჯახს სურდა.. მათი სურვილებით ვცხოვრობდი.. მე კი ჩემი ოცნება მაქ...
..............
მეტყვიან ამ ასაკში ასეთმა გოგომ რა სულელური შეცდომა დაუშვაო.. მაგრამ ამაყად ვუპასუხებ, რომ ვინც ჩემს ანგელოზს "შეცდომას" უწოდებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი არ ვიქნები....
ყველამ თავის შეცდომებს მიხედოს.. სხვისას ნუ დაეძებენ...
- ეგ თავისთავდ ..:) შენი ოჯახი რას ფიქრობს ამაზე..?
- არაფერს...
- როგორ არაფერს...
- ჯერ არ იციან...
- ეგ როგორ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღე და  ოჯახისთვის არ გაგიმხელია .? ვინმეს თუ კითხე აზრი?
- ჰმ..:)) არა რა თქმა უნდა... მე ჩემს საქციელზე პასუხიმგებელი ვარ
- იმედია აქედან გასულზე მაინც გააგებინებ .. ხომ გესმით ეს სახუმარო ამბავი როდია!.. მეტი დაკვირვებულობა გმართებთ..
- დიდი მადლობა ექიმო გავითვალისწინებ (მოვიტყუე..რადგან  არავისთვის ბავშვის დაბადებამდე ამის თქმას არ ვაპირებდი..)...
- კარგით... მაშინ:)) სასიამოვნო იყო..
- მოიცათ ექიმო სულ ეს იყო?... მე რაღაცეები მაინტერესებს... როდის გამცემთ პასუხს..

უკმაყოფილო მზერით ვუცქერ... ეღიმება
- :)) თქვენი სახელი?
- ჰელენე...
- ე.ი. ქალიშვილო ელენე..

ურცხვად ვაწყვეტინებ
- ელენე კი არა ექიმო "ჰ"ელენე...
- ააჰა.. მეგონა მომესმა... და რატომ ეს >>> ჰ?

ეღიმება
- ჰ ევროპული საწყისი.. ელენე ქართული სახელია.. ანუ ინტერნაციონალური გამოდის საბოლოოდ :)))
- ჰაჰჰა :)) გასაგებია! კარგით, ქალიშვილო ჰელენე.. უკვე საათზე მეტია ჩემს კაბინეტში ურცხვად იმყოფებით.. არადა თქვენს მერე 2 პაციენტი მყავს კიდევ.. 6 საათზე კი სამუშაო გრაფიკს ვამთავრებ.. ახლა ხედავთ რომელი საათია?

ხელით მითითებს კედლის საათისკენ..
-  ხუთი :)
- :))) გეღიმებათ არა?.. კარგით უნდა დაგემშვიდობოთ..
- კი მაგრამ... ექიმო!
- რატომ მაწყვეტინებთ ასე ხშირად..!! შემდეგ კნსულტაციამდე გოგონა .. :))
- :)))))))))) გასაგებია.. დიდი ბოდიში ექიმო ამხელა დრო რომ წაგართვით...
- არაუშავს.. მესმის თქვენი :) თან ესეც არ იყოს მეც სიამოვნებით გისმენდით..
- მადლობა ექიმო! ჩემთვისაც სასიამოვნო იყო...
- :))))) ნახვამდის ახალგაზრდა ქალბატონო.. ბოდიშით.. საქალბატონევ !! :))

ხარხარებს...
- ნახვამდის ლადო ექიმო.. უღრმესი მადლობა.. :***




პირველი ნაწილის დასასრული


Monday, January 14, 2013

არ არის საჭირო ყველამ იცოდეს რა კარგი ვარ სინამდვილეში.. :)

ვითოომ? :D
ხშირად მინდება ყველაზე უგრძნობი ადამიანის მანტია მოვირგო და სხვებს  უდრეკ და ძლიერ პიროვნებად მოვაჩვენო თავი...

ეს ინტრიგაა! არა უფრო ანკესი...
მსიამოვნებს, როცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ან უბრალოდ ჩემი უკეთ გაცნობის შემთხვევაში.. იმ ადამიანთა სახეები, რომლებიც მეუბნებიან.. როგორი სხვანაირი ყოფილხარ მე კიდე სულ სხვანაირი მეგონეოო... :)))



არ არის საჭირო ყველასთან ლაქუცი... (საერთოდ არავისთან არაა საჭირო მაგრამ მე კარგი გაგებით ვიგულისხმე :) ყველას მაინც ვერ ეყვარები...
რა გამოლევს შურს ან ნაკლოვანებებს, რომლის აღმოჩენაც ყველა ადამიანში შეიძლება.. :

ძალიან ცოტამ თუ იცის რა კარგიც ვარ :D
და მათაც არ იციან რა კარგიც შეიძლება ვიყო, რადგან ჯერ არ მქონია საბაბი რის გამოც ასე რადიკალურად შევიცვლები... არც ვიცი ეს რა შეიძლება იყოს... ვინმე პიროვნება ... თუ რაიმე მოვლენა... თუმცა ნაწილობრივ ვიცი კიდეც უბრალოდ ამას აქ არ გავამხელ :)


ვის ვუმალავ ... რას ვუმალავ... ან საჭიროა კი?
დიახ.. და ეს ცხოვრებამ მოიტანა :) თუ არ  გვინდა ნაგლეჯებად ვიქცეთ...
არც ანგელოზი ვარ.. არც მისნაირი რამე.. უბრალოდ თავს და გრძნობებს ვუფრთხილდები..
ბევრჯერ გამომცადა ცხოვრებამ.. დამანახა თავისი რეალური სახე... და მირჩია რომ ასე ჯობიაა... ვიყო კარგი მათთვის ვინც ამას იმსახურებს და არა ყველასთვის...

იდენფერენტული...  მანამ სანამ საჭიროა


თნ ასე მგონია ეს მოზღვავებული ემოციები ერთხელაც იქნება ისე ისე იფეთქებს ზედმეტიც მომივა :)) გასკდებააა... აი მოთმინებასავით მაქ... როცა ითმენ ითმენ და თუ  გასკდა მტრისას :D

ყოველთვის გაწონასწორებული ადამიანი ვიყავი...
ამიტომ ძნელია იპოვოს ადამიანმა ჩემს გარშემო ვინმე ვინც საწინააღმდეგოს დამიმტკიცებს ....  არავინ იცის როგორი ვარ სინამდვილეში...


თუმცა იმედი მაქ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით ...

რაც შეეხება ბლოგის სიაახლეებს.. ამის შემდგომ ჩემი ბლოგი უფრო მეტად იმფორმაციულ ხასიათს მიიღებს...  ასე რომ არ მოიწყენთ :))


მე შენთვის სიყვარული არ მითხოვია.. მე დარჩენა გთხოვე

სამწუხაროა, როცა საყვარელი ადამიანები დროგამოშვებით ტოვებენ ჩვენს  ცხოვრებას..
ხშირად საკუთარი ნებით.. ან მის გარეშე...

"მე ძლიერი ვარ"  გავიძახი... რაღაცას ვუმტკიცებ ჩემ თავს ან სხვას..
თუმცა ამასობაში ვამჩნევ რომ ამას სულ უფრო და უფრო იშვიათად ვამბობ...

ალბათ ვსუსტდები...! ან თხელდება იმ ადამიანთა რიგები ვინც თავს მირჩევნია...
ეტყობა საკმარისად არ ვუფრთხილდები... ჩემი დაუკვირვებლობა დამღუპავს...


რატომ ვირთულებ ცხოვრებას... იმათ ტკივილზე ვფიქრობ ვისაც ჩემს ტკივილზე არ უფიქრიათ... ვერ მიხვდნენ როგორი ვარ სინამდვილეში.... მე კი არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ.. არც არის საჭირო... ძლიერი მაშინ ხარ როცა შენს შეცდომებს აღიარებ და არა მაშინ, როცა მას ფასი ეკარგება...

საბოლოოდ მოხდა ის, რასაც ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი...


მე ადამიანი... რომელიც ვამაყობდი რომ მყავდა ბევრი და რაც მთავარია შეუცვლელი ძმაკაცები.. დღეს ვამბობ თამამად, რომ თურმე ქალისა & კაცის მეგობრობა ერთი დიდი აფიორაა... და ძალიან დიდი ტყუილი..რაც კი გამოუგონიათ საერთოდ ...

:) ...
არ არსებობენ ძმაკაცები... თვითონ სიტყვაც ისეთი აბსურდულიაა...
ვისაც ამის გჯერათ ან თავს ისულელებთ და შეგნებულად აგრძელებთ ურთიერთობას ვითომც აქ არაფერიო... ან უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებით ... 


განვმეორდები "ძმაცაცები" არ არსებობენ"!
.. უბრალოდ არსებობენ ადამიანები (მამრობითი სქესი) ვისთან ერთადაც გავიზარდეთ .. "ტრუსიკის მეგობრები"... კლასელი ბიჭები... ნათესავი ბიჭები... უფროსი თაობა ... ან უბრალოდ ბიჭები, რომლებთანაც გამორიცხულია ქალ-ვაჟრი ურთიერთობა სხვადასხვა მიზეზთა გამო... ეს შეიძლება იყოს გარეგნობა.. ინტელექტი.. სოციალური სტატუსი და ბევრი ასეთი სისულელე (ფაქტორი), რომლებსაც გოგონების უმრავლესობა დიდ ყურადღებას აქცევს...

შეძენილი ე.წ.მეგობრები და შემდგომში  "ძმაკაცები".. კი რეალური საფრთხეა..
ისინი ან ურთიერთ სიმპათიის მეშვეობით შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში ან უნებურად...
ზღვარის დაჭერა ძალიან რთულია.. თუმცა ვაღიარებ არა შეუძლებელი!
როგორც ჩანს ბიჭებისთვის ეს მეტისმეტია... ხომ გსმენიათ "თავს ზევით ძალა არ არის"-ო.. :) თუმცა ეს გოგოებსაც უჭირთ...

იცით ზოგჯერ მგონია ყველამ ყველაფერი იცის და თავს უფლებას აძლევენ ეს ყოველივე დაუშვან..
ასე რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება... :)
საწინააღმდეგოს თუ დამიმტკიცებთ მე მხოლოდ მოხარული ვიქნები...
მაგრამ მე ამის არ მჯერა..!

გადახედეთ თქვენს ურთერთობებს მამაკაცებთან... ის სულაც არ არის ისეთი მტკიცე და მარადიული თქვენ როგორც გგონიათ...
ჩვენ ბრმად ვენდობით მათ.. გვიყვარს ისინი...თუმცა არ ვიცით რამდენ ხანს  გასტანს ეს სიცრუე... ხშირად სიცოცხლის ბოლომდეც კი... და ბევრს კუბოს კარამდე მიყვება ეს საიდუმლო, რასაც ქალ-ვაჟური სიყვარული ქვია.. ჩათვალეთ რომ ასეთ შემთხვევაში საწინააღმდეგო დამიმტკიცეთ... თუმცა მე ხომ ვიცი რომ სინამდვილეში ჩემი თეორია მაინც ჭეშმარიტია :)


ძნელია ... და თან რთული მომენტია ისიც, რომ როცა ურთიერთობა არ გამოდის და ბიჭი გეუბნება რომ უყვარხარ და შენთან გარდა ქალ-ვაჟური სიყვარულისა სხვანაირი ურთიერთობა არ შეუძლია... ავტომატურად ულტიმატუმს გიყენებს...

და ასე და ამგვარად უჩინარდებიან ჩვენი ცხოვრებიდან.. 
არადა ჩვენ მათი დაკარგვა არ გვინდა .. როგორც მეგობარი.. ძვირფასი ადამიანი..

"მე შენთვის სიყვარული არ მითხოვია .. მე დარჩენა გთხოვე".. 
მიხვდით ალბათ ამ სიტყვების მნიშვნელობასაც ... :)


ისეთ შეცდომებს ნუ დავუშვებთ რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება და განმეორება ადვილი... რის აშენებასაც წლები.. დიდი ენერგია და სიყვარული შეალიეთ შეიძლება წამებში დაინგრეს, რადგან ცხოვრება ნდობაა.. ნდობა .. ერთგულება... ერთგულება კი შესაბამისად სიყვარული... სიყვარულის გარეშე კი შორს ვერ წახვალთ... 

"გაუფრთხილდი იმას, რაც დღეს გაქვს და შიყვარებ იმას, რაც ხვალ გექნება.."


მიყვარხართ გულუპრყვილეობოო <3 

Thursday, January 10, 2013

ლამაზი შუალედი გულსა და გონებას შორის

ნაწილი 1 გოგოები

Beauty Outside

ყოველთვის მიყვარდა ლამაზი სხეულის ცქერა... თუმცა ესთეტიური სილამაზე ჩემთვის არასოდეს ყოფილა უპირველესი და ყველაზე მთავარი...

          

მიყვარს ლამაზი პროპორციები... მიმზიდველი აღნაგობა... მრგვალი ფორმები..
იდეალური... ჩემთვის მისაღები და რაც მთავარია ძალიან ... ძალიან სასურველი ყველასათვის .... ანუ რასაც ყველა აღიარებს...
სხეულის ვიზუალი, რომელიც გულგრილს ვერავის და ვერასდროს ტოვებს...


ეს შუალედი არაა! ეს ის შემთხვევაა, როცა გულითაც და გონებითაც გიყვარს და გინდა =) (<<შეგიძლიათ ბოლო სიტყვის თქვენეული ინტერპრეტირება ბიჭებო :) )

:))) ჩემთვის ეს ხელოვნებაა... როგორც გინდათ გაიგეთ

   



პ.ს. ბიჭებო ვისაც შეყვარებულები გყავთ გახსოვდეთ რომ თქვენთვის ეს ხიხიაა :D
უბრალოდ დატკბით (ყველას ეხება... ვინც ადეკვატურად მიიღებს ამ პოსტს და არა  ისე როგორც ერთი რაღაც-რუღაცეებზე დახამებული ადამიანის პოსტს :) )

მხოლოდ საუკეთესო..! :) 






.







.



.

 




.








2






~~~~ ძლიან გამიხარდება თუ აქაურ ფოტოებს შეაფასებთ როგორც ესთეტიკას, ხელოვნებას მსუბუქი ეროტიზმით გაჯერებულს და არა როგორც პორნოგრაფიულ გამოსახულებებს.. მართლა გამიხარდება  :D 
2 ნაწილი ბიჭებზე იქნება გოგოებო და შეაფასეთ..