Tuesday, March 15, 2016

"არა..!! სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს" !!

რაც დათესეს იმას იმკიან დღეს... ის სტუდენტები რომლებიც სამართლიანობისთვის დიდი ხანიაა იბრვიან ადრე თუ გვიან მიაღწევენ მიზანს... მხოლოდ მაშინ ასტკივდათ, როცა პროტესტმა მასობრივი სახე მიიღო... ეს ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს... რაც თავი მახსოვს სულ ესეთი განუკითხაობა იყო.. რამდენი წელია სტუდენტი ვარ და თვითმართველობის გაუმაძღრობას საზღვარი არ აქვს... აკეთებდნენ პროექტებს სადაც დივიდენტებს თვითონვე იღებდენენ სტუდენტებს თვალში ნაცარს გვაყრიდნენ... ბიუჯეტს ისე ანაწილებდნენ როგორც მათ წრეს აწყობდა.. და ეს მაშინ ხდებოდა როცა ფაკულტეტზე სწავლა ჯერ კიდევ ფასიანი იყო (ამ შემთხვევაში ჰუმანიტარულ ფაკულტეტს ვგულისხმობ)... ეს ყველაზე უმნიშვნელო... და ის თუ რა ხდება შიგნით ამაზე უკვე თვალის დახუჭვა უბრალოდ შეუძლებელია... რა დემოკრატიაზეა საუბარი ადგილებს ისე ყიდულობენ და ებღაუჭებიან... ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობაც... პარალელს მარტივად გავავლებთ... მაგრამ მე არ ვარ ეს თაობა და არც ეს ახალგაზრდები (მათი მხარდაჭერები)... მე ვარ სამართლიანობის მხარეს... იქ სადაც მომავალია.. ჩემიი მეგობრები.. რომლებსაც თვალდახუჭულს ვანდობ ჩემს და ჩემი ქვეყნის მომავალსაც კი... მეკითხებიან რაში გადარდებს... რაში გჭირდება ამ სიბინძურეში თავის გაყოფა... იმდენად უგუნური კითხვაა..)) რას ნიშნავს რაში მადარდებს... ეს ჩემი უნივერსიტეტია, რომელმაც მასწავლა მცნებები დემოკრატიის სამართლიანობის შესახებ და დღეს მისი მომავალი საფრთხეშია ისე როგორც არასდროს ... მინდა ყველას გასაგონად ვთქვა სიბინძურეა ის რაც დღეს სისტემაში ხდება და ჩვენ, ჩემი მეგობრებიი იბრძვიან ამ რეალობის შესაცვლელად... მეამაყება მათ გვერდით დგომა... მეამაყებით!


გთავაზობთ, აქციის ორგანიზატორის (ლევან ლორთქიფანიძის) არგუმენტირებულ განმარტებას თსუ-ის სტუდენტთა 7 მარტის დემონსტრაციის შესახებ, რომელიც მან საკუთარ facebook გვერდზე გამოაქვეყნა:

► სტუდენეტების მნიშვნელოვანი ნაწილი აპროტესტებს სტუდენტთა ერთი ჯგუფის პრივილეგიებს. ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ რექტორის დაპირების მიუხედავად, თვითმმართველობის წევრები კვლავ კოლოსალურ დაფინანსებას იღებენ ორდღიანი გასვლითი შეხვედრებისათვის (ბაკურიანის ტრეინინგები 25 000). მთავარი პრეტენზია უნდა გვქონდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და ადმინისტრაციასთან ... შეუძლებელია არ გინდოდეს თვითმმართველობისთვის ბაკურიანის სემინარების დათმობა და მას კანცლერის პოსტზე საკუთარი წევრისა და დამფუძნებლის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევდე. კანცლერი გამოყოფს თანხებს ბაკურიანისთვის smile emoticon
► ბაკურიანის ტრეინინგი ხომ პრივილეგიააა??? ამაზე უარესი პრივილეგია იქნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თვითმმართველობის ყოფილი ლიდერის არჩევა, რომელიც ფაქტობრივად უპრობლემოდ უწყვეტი ფინანსური წყაროთი უზრუნველყოფს თავის მხარდამჭერებს.
ლევან ლორთქიფანიძე
► კანცლერობის კანდიდატი დოლორეს ამბრიჯი 2000-იან წლებში გახლდათ "ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" (‪#‎ენმ‬-ს ძალადობრივი სტუდენტური ფრთა) ერთ-ერთი ლიდერი, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი. მან 2010 წელს თსუ-ის კანცლერის თანაშემწის პოსტი გადაიბარა #ენმ-ს ცნობილი აქტივისტისა და სპორტის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ვინმე მეგრელიშვილის ნაცვლად. 2010-დან დღემდე ის ამ პოსტს ინარჩუნებს.
მაშასადამე, ეს ადამიანი იზიარებს პასუხისმგებლობას ყველა იმ პროცესზე, რაც თსუ-ში 2006-16 წლებში მომხდარა. იგი იყო უნივერსიტეტის ძალაუფლებრივ იერარქიაში. ის იღებდა უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობას და არასდროს, არაფერზე საჯარო პროტესტი არ გამოუხატავს.
კანდიდატის პოლიტიკური ანგაჟირებულობის შესახებ კითხვები არ უნდა ისმებოდეს. ეს ცხადია. ამას ირიბად ისიც აღიარებს. ის წარსულის კანდიდატია!
ლევან ლორთქიფანიძე

► 2011 წელს პროექტ "თარგმნეს" პრეზენტაციის დროს ათობით სტუდენტი დაარბიეს და სცემეს (https://www.youtube.com/watch?v=V1WfzGjV38s). დასისხლიანებული, ნაცემი სტუდენტები შეხვედრაზე თვითმმართველობის პოზიციების მხარდამჭერ ადმინისტრაციის წარმომადგენელ ამბრიჯს დახმარებას, დანაშაულის აღკვეთას თხოვენ ... ამბრიჯი იქცევა სრულიად უღირსად და ხელს აფარებს დანაშაულს (https://www.youtube.com/watch?v=MDv6wRJDPfw). ძალადობის მხარდაჭერა, ჩაგვრის გაძლიერება ნებისმიერი სტუდენტისათვის აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს, ეს ასეც არის ...
► გუშინდელ ხმაურიან შეხვედრაზე რექტორმა პაპავამ სიმწრით, გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაადასტურა, რომ უნივერსიტეტს ჰყავს "ოდეეერი", რომელიც ამბრიჯის კურსელია და მას უჭერს მხარს. შესაბამისად, ახდენს ზეწოლას აკ.საბჭოსა და სენატის წევრებზე. უნივერსიტეტის ავტონომიას ვიღაც შავბნელი ხალხი ზღუდავს. ეს საზიზღრობაა! (იხ. ვიდეო http://liberali.ge/…/video--ara-studenturi-tvitmmartvelobis…)
ლევან ლორთქიფანიძე
► აღშფოთებული და შეძრწუნებული ვარ აკადემიური საბჭოს წევრთა ნაწილის საქციელით.
გუშინ საჯარო შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ და შეხვედრიდან ჩუმად გაიქცნენ, გაიპარნენ საბჭოს ის წევრები, რომლებიც სხდომებზე კოლეგებს მონებად მოიხსენიებდნენ ამბრიჯის წინააღმდეგ მიცემული ხმის გამო.
გავოგნდი პროფესორ გოგსაძის სრული უპასუხისმგებლობის,
ზედაპირულობისა და თავის მოტყუების მცდელობის გამო. თურმე, 2011 წლის დარბევა ყოფილა "რაღაც შემთხვევა", აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. თურმე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა არ იცის მაშინ რა მოხდა, როგორ მოხდა. თურმე აკადემიური საბჭოს წევრმა არ იცის ამბრიჯის იმ საშინელ დანაშაულში თანამონაწილეობის შესახებ. ამას მხოლოდ იდიოტები დაიჯერებენ ... ამასთანავე, როდესაც ვინმეს კანცლერად ირჩევთ მისი წარსულით უნდა დაინტერესდეთ, ეს თქვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. ბ-ნო გოგი, იქ ის სტუდენტები სცემეს, რომელთაც თქვენ წლობით ასწავლიდით.
შეხვედრაზე მოსვლა ვერ გაბედეს დღეში ასჯერ პოზიციის შემცვლელმა მედიკოსმა, ფსიქოლოგმა, აკ.საბჭოს ცბიერმა სამეულმა ... თქვენს შორის საუკეთესო ბ-ნი გალდავა ყოფილა, რომელსაც საზარელი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე დაიცვა და არ გაექცა პასუხისმგებლობას, არ შეეშინდა და არ გაიპარა უკანა კარიდან. ჩემი პატივისცემა მას!
აკადემიური საბჭოს სინდისს, ქეთევან ჭკუასელს კი სტუდენტები სათანადოდ შეეგებნენ.
ფოტო: © ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი

► რამდენიმე თვის წინ გამართულ შიმშილობას უმალვე უნივერსიტეტში მოსვლით გამოეხმაურა რაინდის მიერ თამუნად წოდებული მინისტრი. გუშინ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მიმდინარე პროცესებზე. ეს მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ შორის პოლიტიკოსებს, სამინისტროებსა და სხვებს დასაყრდენი არ აქვთ. მათ ჩვენი არ ეიმედებათ.
ლევან ლორთქიფანიძე

ერთხელ და სამუდამოდ "არა..!! სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს" !!



Saturday, March 5, 2016

დისნეის პრინცესები ენდრიუ ტარასოვის ხელოვნებაში +18

შეიძლება დღეს მის ხელოვნებას ბევრმა ამორალური უწოდოს, რომელიც ყრვნის მოზარდს და ამახინჯებს ანიმაციის ავთენტურ მხარეს. მაგრამ მე ვერ დავეთანხმები ამგვარ პოზიციას ბოლომდე...  2 მიზეზის გამო..  რადგან მეც ხელოვანი ვარ და ამავე დროს ზრდასრული ადამიანი... 

ხელოვნების ყველა მიმართულებას პატივი უნდა ვცეთ... აი მივიღებთ თუ არა მას ეს უკვე ჩვენი საქმეა... 

ენდრიუ ტარასოვი დღეს საკმაოდ სახელგანთქმული და პოპულარული ილუსტრატორია ამერიკაში, თუმცა იგი ეროვნებით რუსია. მას ყოველთვის იზიდავდა ხელოვნების ისეთი მიმართულებები როგორიცაა ანიმაცია და ილუსტრაცია. ამერიკაში ძალიან პოპულარულია ზოგადად კომიქსები და თუ ნიჭიერი ხელოვანი ხარ ამით ძალიან დიდი ფულის შოვნაც შეიძლება. 10 წლიანი სწავლების შემდეგ ენდრიუმ დაიწყო საკუთარი ქროექტების შექმნა, გადავიდა საცხოვრებლად ლოს ანჯელესში. იგი დღეს მუშაობს ვინტაჟის, პინ-აპის და კომიქსების განხრით. მან სახელი სწორედ თავისი ნამუშებრებით გაითქვა, სადაც ასახულიაა დისნეის პრინცესები პინ-აპის სტილში, რაც თავის თავში გულისხმობს კიდევაც გამომწვევ, სექსუალურ ლუქებს. კომიქსებში ხშირად არის ილუსტრირებული უხერხული პოზებით დისნეის პრინცესები... 

გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს..
პოსტი არის +18  

                              


















Wednesday, February 24, 2016

ქრონიკიდან 'რას არ გაიგებ კაცი'

5 ფაქტი სამედიცინო ისტორიიდან, რომლებიც გაგაოცებთ

1. გოგონა რომელიც 5 წლის ასაკში გახდა დედა

ლინა მედინა შვილთან ერთად

ლინა მედინა გახლავთ სამედიცინო ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დედა, ეს ფაქტი დაფიქსირდა პერუში 1939 წლის 14 მაისს. როცა გოგონა გახდა დედა ამ დროს ის 5 წლის 7 თვის და 17 დღის იყო, გოგონა დაიბადა 1933 წელს (დღეს ლინა 82 წლისაა). 

ლინას მშობლებს თავდაპირველად ეგონათ, რომ გოგონას სიმსიმვნე ჰქონდა, მაგრამ როცა ის ექიმ ჯერარდო ლოზადასთან მიიყვანეს ექიმი შოკში ჩავარდა და გადაწყვიტა გოგონა სხვა წამყვანი სპეციალისტებისათვის ეჩვენებინა, მათაც ეს ფაქტი დაამოწმეს.



როგორც ექიმებმა დაასკვნეს ლინას  სრულყოფილი მომწიფება დასრულდა უკვე  2 წლინახევრის ასაკში.  ლინამ საკეისრო კვეთის შედეგად გააჩინა ბიჭი წონით 2.700 გრ. მას ექიმის საპატივსაცემით დაარქვეს ჯერარდო. პატარა ჯერარდოს 10 წლის ასაკამდე ეგონა რომ ლინა მისი უფროსი და იყო. 


ლინას არასდროს უსაუბრია ბავშვის სავარაუდო მამაზე და არც იმაზე თუ როგორ მოხდა ეს. პროკუტურამ გამოძიების შედეგად დააკავა ლინას მამა და იგი ჩასვეს ციხეში არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, თუმცა ამის უტყუარი მტკიცებულება მაინც არ არსებობს. 

ლინას ვაჟი გაიზარდა ჯამრთელი, თუმცა 40 წლის ასაკში დაიღუპა 1979 წელს. თავად ლინამ კი მეორე იქორწინა 1972 წელს ხელმეორედ და გააჩინა მეორე ვაჟი. 

ლინა მედინა ვაჟთან და მეუღლესთან ერთად
ხელმარცხნივ მისი ვაჟი ჯერარდო

2. ქალი მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელებით




59 წლის დუანგჯაი სამაკსამამ თავისი უჩვეულო ფიზიონომიით, რომელიც გამოიხატება კიდურების შესუპებით მიიპყროო მთელი მსოფლიოს მედიკოსთა ყურადღება. დუანჯაი უკვე 50 წელზე მეტია განაგებს თავის სასურსათო მაღაზიას, თუმცა მას ძალიან უჭირს გაართვას სამუშაოს თავი ვინაიდან მას ექმნება დიდი პრობლემები კიდურების არანორმალური ზომების გამო.


 


ქალი იტანჯება ამ დაავადების გამო ბავშობიდან, იგი მოწყვეტილი იყო პირველი 20 წელიწადი სოციუმსთან ურთიერთობას (მეგობრებს, სკოლას და ა.შ.). მაგრამ მას მოუწია ფინანსური სიდუხჭირის გამო ეზრუნა საკუთარ თავზე და მოხუც მშობლებზე.  


ეს დაავადება მუდამ პროგრესირებდა, მიუხედავად მრავალი ოპერაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა მოცულობის ხელოვნურად შემცირებას, ეს ექიმებს არ გამოუვიდათ. ექიმების თქმით, ეს არის განუკურნებელი დაავადება და მიუხედავად დიაგნოსტიკისა მისი მკურნალობა დიდ სიძნელებთანაა დაკავშირებული. ქალს ექიმებმა ატერნატიული გამოსავალიც შესთავაზეს  - კიდურების ამპუტირება, რათა მას შესძლებოდა ტკივილის და დაღლის გარეშე მოძრაობა, თუმცა დუანგჯაიმ კატეგორიული უარი განაცხადა. 


3. კაცი ყირამალა თავით


ბრაზილიელი 37 წლის კლაუდიო ვიეირა დე ოლივეირა დაიბადა ართროგრიპოზის სინდრომით, რაც გულისხმობს სახსრების, კიდურების დეფექტს. ეს არის თანდაყოლილი სინდრომი, რომლისგან განკურნება უბრალოდ შეუძლებელია. 





ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებს შორის შეიძლება მივიჩნიოთ დედის არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, აგრეთვე მშობიარობისას საშვილოსნოს ყელის სივიწროვე და ამისგან მიყენებული დაზიანება, ნაყოფის დაზიანება მუცლად ყოფნის დროს, დაავადებები რომელიც მშობლებს გადაუტანიათ (ან რომელსაც ატარებდა მშობელი  ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს), ასევე ნერვიული, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული დარღვევები. სამედიცინო სფეროში ასევე არის გენეტიკური ხასიათის მატარებელი სინდრომები, რომლებიც ბავშვს მშობლებისგან გადაეცემა. ასეთი (ან უფრო მსუბუქი) დეფორმაციით დღეს-დღეისობით მსოფლიოში 3000-დან ერთი ბავშვი იბადება და ეს სტატისტიკაა. ასეთ ბავშვებს ცხოვრებას მხოლოდ ფიზიოთერაპიები და ოპერაციები უმსუბუქებენ, თუმცა ეს მაინც მცირედი ნუგეშია.
მსგავსი დაავადებები მხოლოდ მუცლად ყოფნის დროს ფორმირდება. 



მიუხედავად იმისა, რომ კლაუდიოს ძალიან უჭირს ფიზიკური დეფექტების გამო ელემენტარული მოძრაობების გაკეთებაც კი, მას იმედი არასდროს დაუკარგავს და დღეს მას შეუძლია (როგორღაც ახერხებს) კომპიუტერთან მუშაობა, წერა (პირის გამოყენებით) და სხვა მოქმედებების შესრულება. იგი მისაბაძ მაგალითად იქცა ბევრისთვის, იგი გახდა სპიკერი (motivational speaker). მას მისმა ფიზიოლოგიამ ცნობადობა მოუტანა, მისმა გულმოდგინებამ კი წარმატება.   


4.  ყველაზე ახალგაზრდა ტრანსგენდერი


10 წლის დანან ტეილერი, რომელიც დაიბადა მამაცაცის ფიზიოლოგიით დღეს პატარა გოგონაა. მშობლებმა მას ეს ოპერაციაა მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდგომ '9 წლის' ასაკში გაუკეთეს. ისტორია კი იმით იწყება, რომ დანანმა უკვე 2 წლის ასაკში ვერ გაგიგო თუ რატომ არ რთავდნენ მშობლები მას კაბის ჩაცმის უფლებას. მისი თქმით, იგი თავს ყოველთვის გოგოდ აღიქვამდა, უნდოდა გრძელი თმის ტარება, უყვარდა ვარდისფერი ფერი, თოჯინები. 4 წლის ასაკში მან გადაწყვიტა, რომ პრობლემას სასქესო ორგანოს მოჭრით გადაჭრიდა. მშობლებმა გადაწყვიტეს უამრავ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდგომ დათანხმებოდნენ ასეთ სერიოზულ ნაბიჯს. უამრავი ფსიქოლოგიური შემოწმებებისა და დაკვირვევების საფუძველზე ჩატარდა ურთულესი ოპერაცია, მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში საპირწონეზე 9 წლის გოგონასსიცოცხლე იდო. მშობლების თქმით, ისინი ბედნიერები არიან რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბოლოსდაბოლოს მათი შვილი თავს კომფორტულად გრძნობს თვის კანში, მათთვის მხოლოდ ესაა მთავარი. 


და ბოლოს 

5. გოგონა 'ვაგინის' გარეშე

ჯაკუი ბეკმა მხოლოდ 17 წლის ასაკში გააიგო, რომ ის თავისი თანატოლი გოგოებისგან ძალიან განსხვავედებოდა. ჯაკუის არ შეუძლია დაკავდეს სექსით, გააჩინოს ბავშვები (საშვილოსნოს უქონლობის გამო), მას უბრალოდ სამედიცინო ენით თუ ვიტყვით არ აქვს უბრალო ხსნა (აპკი). 



როცა მას მეგობრებისგან ესმოდა 'მენსტუაციული ციკლის' დაწყების შესახებ 11-13 წლის ასაკში მასაც ქონდა მოლოდინი, მაგრამ როცა 17 წლამდე არაფერი შეიცვალა მიხვდა, რომ ექიმთან ვიზიტის დრო იყო. მხოლოდ ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაარკვია თუ რაც ხდებოდა მის თავს. სტატისტიკის მიხედვით, დღეს დიდ ბრიტანეთში ყოველი 5000-ე მსგავსი გოგონა იბადება. 



ჯაკუი კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი სექსუალური ცხოვრება მაინც მოაწესრიგოს და შეძლოს მომავალში მაინც დაკავდეს პარტნიერთონ სექსუალური ურთიერთობით (აქტით).



სტატიის მომზადებაში დამეხმარა ბრიტანული საიტი:



Wednesday, February 10, 2016

That is what I call SEXY!

'Bad girl' and 'Bad boy' love story... hot and passionate couples always attracting our attention...
They having more fun... and I love watching those kind relationships.. may be I'm jealous.. hahah
Dance like this and stay cold it's way impossible I guess...

love this dance!
I danced it several times in ma mind...
May be some day I'll by real ^__^  I wish to..

See some pics guys and then watch a video itself.. it's so cool
At the and of post u 'll find a link.. enjoy














here is link >>>  https://www.youtube.com/watch?v=R4pdKJptq7w