ერთ საღამოს როცა ბებიას ნივთებს ვათვალიერებდი.. მის გაცრეცილ, ფერმიხდილ დღიურს გადავაწყდი...ცნობისმოყვარეობამ მსძლია და გადავწყვიტე წამეკითხა მისი "მემუარები".. ამას არ ვიზამდი იგი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ამქვეყნად აღარ იყო...
გამოგიტყდებით ბებიაჩემი იმდენად საინტერესო პიროვნება იყო, რომ საათობით შემეძლო მის თავს გადამხდარი ამბების მოსმენა.. არც მას ეზარებოდა ცნობისმოყვარე შვილიშვილისათვის რამოდენიმეჯერ მოეყოლა ერთიდაიმავე ამბავი...=)) ამიტომ როცა მის დღიურს გადავაწყდი სიხარულისგან თვალები გაამიბრწყინდა, რადგან ვხვდებოდი რომ სულ რაღაც რამოდენიმე წამი და რაღაც მნიშვნელოვანსა და ახალს გავიგებდი მისი ცხოვრების შესახებ.. არც შევმცდარვარ...
დღიური სავსე იყო სხვადასხვაგვარი ჩანიშვნებით, საოჯახო ფოტოებით, საფინანსო სიებით, ასევე მრავლად იყო შელოცვებით... ბებიას უყვარდა და სჯეროდა შელოცვების, თავადაც ხშირად იყენებდა და ბევრს ურჩენდა დაავადებას და ა.შ. მეც მასწავლა და სულ მეუბნებოდა ეს ხუმრობა არაა იგი მაშინ მოქმედებს, როცა გჯერა მისიო.. და ასეცაა =))
ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც აღმოვაჩინე ეს იყო წერილი...
ძალიან სულისშემძვრელი და ძველი, დიდი სიყვარულით დაწერილი..
ამის შესახებ ბებიას არასდროს უთქვამს.. წერილი მის გარდაცვლილ დას ტატიანას ეძრვნებოდა.. თავიდან ვერც მივხვდი ვინ იყო ან საერთოდ ვინ იყო ადამიანი ვინმაც მისწერა...
გადავწყვიტე თქვენთვისაც გამენდო ამ წერილის შინაარსი და შემდეგ ისტორიასაც მოგიყვებით...
სახსოვრად ტატიანას!
ვზივარ მარტო და,
ფიქრის ტალღები
სულის არეში დაიარებიან.
როს მაგონდება ახლო წარსული,
გუშინდელი დღე კვლავ აღმიდგება,
ვნანობ იმ დღეებს და თანაც ვფიქრობ
აწ ასეთი დღე როდის იქნება?
ამხანაგებთან ტოლ-მეგობრებთან
თქმა-საუბარი გაბაასება.
დედის ალერსი, მამის ნუგეში
და შენს თვალებთან დაახლოვება.
როს მაგონდება გამოთხოვება,
დედის თვალები კვლავ აღმიდგება,
მისი ცრემლები და შენი სახე
მამის ნაღვლიან ხმაში იღვრება.
მაგრამ ნუგეში ჩემთვის დიდია,
სამშობლოსათვის თავის დადება.
მე მარტო არ ვარ, ჩემთან ხალხია,
ჩემი ვალია იმათთან ბრძოლა.
ჩვენი იმედი შაშხანა არის,
და გარანტია მიზანში სროლა.
დღეს რომ სამშობლო განსაცდელშია,
საზიზღარია იქ სახლში ჯდომა.
ჩემი მიზანი ორში ერთია,
ან სიკვდილი ან გამარჯვება,
ეს რომ არ იქნეს, თქვენც არ მიმიღოთ,
და დამიბნელდეს მე აქ ნათელი,
თუ კი დავეცი გმირულ ბრძოლაში,
არ დაივიწყოთ ჩემი სახელი...
კაკო
18-8-41 წ. 11 საათი
ქ. თელავი
შემდეგ დავინტერესდი ამ წერილის ადრესატისა და ავტორის ბედით.. მამაჩემის თქმით დეიდამისი ტატიანა და მისი მეუღლე კაკო 2 დღის დაქორწინებულები ყოფილან როცა კაკო სამამულო ომში გაიწვიევიათ.. მას შემდეგ მისგან არაფერი სმენიათ და ტატიანაც ძალიან ახალგაზრდა გარდაცვლილა.. აი ასეთი ტრაგიკული ისტორია აქვს ამ წერილს..
ალბათ უამრავი ქართველის ოჯახი დაინგრა ამდაგვარად.. უსამართლოდ...
მოგეხსენებათ, 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, პოლონეთზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმით...
1941 წლის 22 ივნისს სსრკ ჩაერთო ომში და ქართველების დასაკლავად დაიწყო ჩვენი გარეკვა სხვის ომში.. საფლავში უნდა ტრიალებდეს სტალინი, რომ ამდენი დაღუპული ქართველის სისხლის ფასადაც კი "გაფარჩაკებული" თურქეთისათვის ქართული მიწების "ახევა" არ მოინდომეს...
არადა, ეგერე რომ მოქცეულიყვნენ, ვინ დაუდგებოდათ წინ.. მარტო ერთი ბატალიონისათვის რომ დაევალებინათ 2 დღის სამე ქონდათ.. ვერც ჩერჩილი და ვერც რუზველტი ვერ ამოიღებდა ხმას...
ნახევარზე მეტი ევროპა მიიერთეს და ამ ორმოციოდე კვადრატულ კილომეტრზე ვინ იტყოდა რამეს...!!
უბრალოდ ნერვები მეშლება იმაზეც რომ აქ ომში მონაწილეობას ქართველებისათვის სამამულო სტატუსით ვიცნობთ... არადა როგორც ვიცით ჰიტლერი ჩვენს მიწებს არ დასხმია თავს... სამამულო ეგაა როცა რუსები დაგვესხნენ თავს... თორე ისე რამდენი ქართველი დაღუპულა სხვისი ინტერესებისათვის.. განა მათ სამამულო ომში დაღუპულები უნდა ვუწოდოთ? არა ისინი ქართველი გმირები არიან...
მაგრამ მესმის...
რადგან სსრ შემადგენლობაში ერთ-ერთი ოკუირებული მიწის ნაგლეჯი ვიყავით სწორედ ამიტომ ვიხსენიებთ ამ ომს სამამულო ომად, მაგრამ ეს ჩემთვის კვლავინდებურად მიუღებელია..
რამდენი გაუბედურებული ადამიანის ხსოვნას ინახავს >> ომი, რომელსაც სიკეთე არავისთვის მოუტანია...
სწორად უთქვამთ : "მოგებულია მხოლოდ ომი და არა მშვიდობა"
ალბერტ აინშტაინი....
თავად განსაჯეთ!!!
No comments:
Post a Comment
left a comment :