საჭიროა თუ არა ასე მკაცრად და ზედმიწევნით კრიტიკულად მივუდგეთ უცხოური კინოკომპანიების მიერ შექმნილ ცნობილ მულტფილმებსა და მათ გმირებს, რომლებიც ჩვენს და ჩვენი შვილების, და-ძმების ბავშობის საუკეთესო მოგონებებს უკავშირდება....
ბევრი მიესალმება მსგავს კრიტიკას და ამბობს, რომ მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ისეთ დეტალებს, რომლის ანალიზს ბავშვები ვერ ახერხებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მულტფილმებს დიდი გავლენა აქვს ზოგადად პატარების აზროვნების ფორმაციაში, გაჩნდა ღია კრიტიკა თითოეულ მათგანთან დაკავშირებით. ექსპერტების აზრით, ჯანსაღი კრიტიკა არასდროსაა არც უადგილო და არც ზედმეტი.
სწორია თუ არა ასეთი მიდგომა თქვენ თავად განსაჯეთ, მე კი შემოგთავაზებთ ყველაზე პოპულარულ მსჯელობებს ამათუიმ დისნეის მულტფილმებისა, რომელთა კრიტიკასაც დიდი გამოხმაურება მოყვა...
1. "კონკია"
ეს არის მულტფილმი, რომელიც 1950 წლის თებერვალში გამოვიდა და ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიპყრო პატარბის გული. იგი დროთა განმავლობაში ნამდვილ კლასიკად იქცა. დისნეის ამ პროდუქციამ უდიდესი პოპულარობა და აღიარება მოუტანა. პატარა გოგონებისათვის იგი დღესაც აიკონ მულტფილმად ითვლება, ხოლო თავად მულტფილმის გმირი მათ ეტალონად.
ექსპერთა აზრით კონკია, რომელიც თავის მთელ დროს საშინაო საქმეების კეთებაში ატარებს კარგ მაგალითად არ შეიძლება მივიჩნიოთ... მას ხომ მიზანი არ გააჩნია ცხოვრებაში. მათი თქმით, კონკიას მთავარი ღირსება - 'სიკეთე' მისი პერსონიზაციის დეგრადირების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ექსპერთთა აზრით, კონკია ძალიან მორჩილი, კეთილი და დამთმობია. XXI საუკუნის ქალი კი ამ იმიჯისგან ძალიან შორს დგას. დღეს ყველა პატარამ იცის ის, რომ ქალი არ უნდა იჩაგრებოდეს და რომ უნდა შეეძლოს საკუთარი მიზნების სწორად ფორმულირება, რომ უნდა შეეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა. ამ შემთხვევაში კი ისინი მშობლების ყურადღების გამახვილებას ცდილობენ იმ ფაქტზე, რომ კონკიამ არც თუ ცდილობს ამის გაკეთებას არამედ, არც კი იცის ეს როგორ უნდა მოახერხოს, საკითხავიც კია საერთოდ თუ იცის რა უფლებები გააჩნია. ხაზი ესმება მის უპრეტენზიულობას, ანუ მულტფილმის გმირი ეგუება თავის ბედს. კონკიას აკრიტიკებენ მისი ზედმეტად გულუბრყვილო, მორჩილი და მეოცნებე ბუნების გამო.
კრიტიკასთან ერთად ექსპერტები არ უკარგავენ მულტფილმის გმირს თავის დადებით თვისებებსაც. ის რომ კონკია მეოჯახეა, არ ეთაკილება საოჯახო საქმეების კეთება, გულჩვილი და კეთილია, რომ უყვარს ცხოველები, დაუზარელია, მიუხედავად შეურაცხყოფებისა იგი ღვარძლიანი არაა და არც შურიანი.
ექსპერტების აზრით, კონკია მთავარ კრიტიკას იმსახურებს იმის გამო, რომ იგი ოცნებობს პრინცზე, მასთან შეხვედრაზე და სწორედ ის ყავს მიჩნეული საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის, თავისუფლების მოპოვების ერთადერთ საშუალებად. გარდა ამისა, ექსპერტები ხაზს უსვამენ კონკიას მერკანტილურ ბუნებას, რომელსაც ის ამჟღავნებს სწორედ პრინცზე ოცნებობის დროს.
კონკია ისე ცხოვრობს, ისეთ გარემოში, რომ პრინციპში ძნელია ვუწოდოთ მას მატერიალისტი, თუმცა ის ფაქტი, რომ თავად არაფერს აკეთებს საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მხოლოდ პრინცთან შეხვედრაზე ოცნებობს ეს მართლაც არ შეიძლება მივიჩნიოთ მისაბაძ მაგალითად. კონკია ელოდება პრინცს, რათა ცხოვრება გაიუმჯობესოს და გახდეს პრინცესა. პრინცზე ქორწინებით ცდილობს ამის მიღწევას. ცუდია, რომ მის ერთადერთ მიზანს ეს წარმოადგენს. თავად პრინცი კი მას მაშინ ამჩნევს, როცა კონკიას თვალისმომჭრელ კაბაში დაინახავს. ძალიან მომეწონა ის, რომ როდესაც მულტფილმის ეკრანიზაცია გადაწყვიტა დისნეიმ და გადაიღო ფილმი აქ ეს მომენტი გამოსწორებულია :). ფილმი 2014 წელს გამოვიდა, გირჩევთ მასაც უყუროთ.
მულტფილმის ლინკი: http://geo.saitebi.ge/movie/1935/Cinderella.html
ფილმის ლინკი: http://geo.saitebi.ge/movie/409/Cinderella.html
2. "მძინარე მზეთუნახავი"
შემდეგი კომერციულად წარმატებული ისტორია დისნეიმ თავის პატარა მაყურებელს მალევე 1959 წელს შესთავაზა, როდესაც გამოვიდა მულტფილმი "მძინარე მზეთუნახავი" სადაც მომქმედი მთავარი გმირი კვლავ პრინცსა და უფლისწულია.
აქ უკვე დისნეი ცდილობს პატარებს ჩაუნერგოს სილმაზის გარკვეული სტანდარტები.. მულტფილმში ხაზგასმითაა სააუბარი აურორას 'ულამაზეს' გარეგნულ მონაცემებზე. მულტფილმის მთავარ თემატიკასაც სწორედ სილამაზე წარმოადგენს. აურორა ხიბლავს ყველას თავისი გარეგნობით გაცნობისთანავე. ექსპერტთა აზრით სილამაზის კულტივირება არ შეიძლება ბავშვებში, რადგან ეს ხელს უშლით მათ შემდგომ სოციალიზირებაში. ბავშვები ან თავად ხდებიან მიმბაძველები, ან მჩაგვრელები ან სულაც დაკომპლექსებულები თავიანთი გარეგნული მონაცემების გამო. ეს ყოველივე კი მოზარდის ფსიქიკაზე ცუდად აისახება.
ამ მულტფილმშიც აურორას მსხნელად პრინცი გვესახება. პრინცესა არის გოგონა, რომელსაც მისი სილამაზის გარდა არაფერი აბადია, არანაირი სახასიათო თვისება და მიზანი. სწორედ მის სილამაზეზეა ფოკუსირებული მულტფილმის ყველა გმირი... ბოროტი დედინაცვალი, რომელსაც შურს მისი მშვენიერების; მეტყევის, რომელიც მისი კეთილი ბუნებისა და სილამაზის გამო შეიცვლის თავის გადაწყვეტილებას; ასევე პრინცი, რომელსაც დანახვისთანავე უყვარდება "ულამაზესი" პრინცესა და მისი გულისთვის არაფერს არ ერიდება.
ასევე ყურადღბას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მულტფილმის მთავარი სცენარი განსხვავებულია ძმები გრიმების ვერსიისგან, რომლიც მოტივებზეც შეიქმნა ეს მულტფილმი. საუბარია კოცნის ეპიზოდზე, როდესაც უფლისწული თავისი კოცნით აღვიძებს პრინცესას სამუდამო ძილისგან. წიგნში არსებული ვერსიით პრინცესა იღვიძებს სრულიად განსხვავებულ გარემოში და სხვა ვითარებაში. მაგრამ დისნეიმ საჭიროდ მიიჩნია სცენარის შეცვლა, რათა მულტფილმი უფრო ეპიკური გამხდარიყო.
მულტფილმი არაფრით არის განსხვავებული და არ ატარებს არანაირ აღმზრდელობით ღირებულებებს. ექსპერტთა აზრით, იგი კულტივირებას ახდენს ისეთი პიროვნებების, როგორებიც არიან პრინცი და პრინცესა, რომლებიც ასოცირდებიან უდარდელ ცხოვრებასთან, მდიდრულ გარემოსთან, კარგ გარეგნობასთან და ძალაუფლებასთან.
ჩემი აზრით, მულტფილმის ეკრანული ვერსია გაცილებით შთამბეჭდავია თავისი მორალური ღირებულებით და ადამიანური ბუნების წარმოჩენით, რომელსაც მაყურებელი ბოლო ეპიზოდებში ხედავს. ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ, უყურეთ და ამ სხვაობას მალევე დაინახავთ :)
3. "პატარა ქალთევზა"
პატარების ფერადი სამყარო უფრო ჯადოსნური გახადა პატარა ჟღალთმიანი ქალთევზას ისტორიამ, რომელიც ზღვის სამყაროს პრინცესაა. მულტფილმ "პატარა ქალთევზას" მთავარი გმირის არიელის პერსონაჟი სხვა აქამდე არსებული ვერსიის იდენტურია თავისი შინაარსით და სცენარული განვითარებით, უბრალოდ ამ შემთხვევაში განსხვავებული შეფუთვითაა იგი მიწოდებული პატარა მაყურებელთან. აქაც ისტორია ვითარდება პრინცესასა და პრინცს შორის და რა თქმა უნდა ჰეფი ენდით მთავრდება :)
ექსპერტთა მწვავე კრიტიკა არიელმაც სამართლიანად დაიმსახურა, რადგან გოგონა თავისი ხმასაც კი სწირავს რათა გაიცნოს ბიჭი, რომელიც მან მხოლოდ რამოდენიმე წამით ნახა. აქ ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ იგი მიყვება ოცნებას კაცზე, რომელთანაც მას არც კი უსაუბრია, არც კი იცის ვინაა, უბრალოდ ერთი ნახვით, ბრმად შეუყვარდა ის და ამის გამო მზადაა ხმაზე უარი თქვას და იქცეს იმად რასაც არ წარმოადგენს. აქცენტი აქაც გარეგნობაზეა გაკეთებული, ერიკი დანახვისთანავე იხიბლება არიელის გარეგნობით, რაც ცუდ მაგალითად შეიძლება იქცეს თინეიჯერი გოგონებისათვის. ცუდი მესიჯია ასევე ის, რომ იგი ადვილად თმობს თავის ჩვეულ ცხოვრებას, ოჯახს და გარემოს სრულიად ახალი, მისთვის სრულიად უცხო ადამიანის გამო და მზადაა იცხოვროს მასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ არ იცის მოეწონება თუ არა ის. არიელი ემოციებს აყოლილი გოგონაა და შეიძლება ეს მის ქარაფშუტულ ბუნებას დავუკავშიროთ.
ასევე ნაჩვენებია ქალის ბუნება, რომ იგი მზადაა გაყვეს ქმარს, სადაც არ უნდა წავიდეს ის. მთავარ მიზნად მამაკაცია ქცეული და შემდგომ ცხოვრების აზრადაც.
4. "პრინცესა და ბაყაყი"
სრულიად ახალ სიტყვას წარმოადგენდა ჟანრობრივი განვითარების კუთხით დისნეის მულტფილმი "პრინცესა და ბაყაყი", რომელიც ეკრანებზე 2009 წლს გამოჩნდა. იგი განსხვავდებოდა თავისი რასობრივი კოლაბორაციული მოტივებით სხვა დანარჩენებისაგან. ეს იყო პირველი მულტფილმი, სადაც მოქმედი მთავარი გმირი აფროამერიკელი გოგონაა, რომელსაც საბოლოოდ უყვარდება თეთრკანიანი მამაკაცი (ამ შემთხვევაშიც ეს მამაკაცი პრინცია :)).
კრიტიკოსთა დადებითი განწყობის მიუხედავად ეს მულტფილმიც ვერ გადაურჩა კრიტიკას. ექსპერთთა წყრომას პრინცის სახელი განაპირობებს და ასევე ისიც, რომ მულტფილმის სიუჟეტი ვითარდება ახალ ორლეანში, რომელიც მუდამ ითვლებოდა ფერადკანიანთა სოციუმის მთავარ აკვანად და არ მოსწონთ, რომ მულტფილმი დატვირთულია უამრავი ჯადოქრული სცენებით და რომ ამ ყოველივეს ეპიცენტრში სწორედ ფერადკანიანი მოსახლეობაა.
უნდა ითქვას, რომ სწორედ კრიტიკის ქარცეცხლში მოყოლის შემდეგ დახვეწა დისნეიმ თავისი ნამუშევრები. გამოასწორა ხარვეზები, რაც ახასიათებდა ძველ კლასიკად ქცეულ მულტფილმებს და მეორეხარისხოვანად აქცია ისეთი ფასეულობები, როგორიცაა მატერიალიზმი, ნარცისიზმი, რასისტული მსოფხედველობა და შური.
5. "ალისა საოცრებათა ქვეყანაში"
მიუხედავად იმისა რომ ალისა არ იყო დისნეის პრინცესა, მულტფილმა მაინც დაიმსახურა ექსპერტთა კრიტიკა. მულტფილმი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" 1951 წელს გამოუშვა ვოლთ დისნეიმ და რომელიც ნამვილ კლასიკურ ჟანრად აქცია.
კრიტიკოსთა აზრით, როდესაც დისნეიმ მულტფილმზე მუშაობა დაიწყო იგი აბსოლიტურად გათვლილი იყო პატარა მაყურებელზე და ამიტომ უნდა ეზრუნა იმაზე რომ არ ყოფილიყო ნაჩვენები ამ დოზით პერსონაჟის არალეარისტულ სამყაროში ყოფნა. ალისა პერიოდულად იღებს წამალს, სვამს და ამის შედეგად ხან ზომაში იმატებს ხან იკლებს. ბავშვების მიმბაძველობით ხასიათის გამო კი ამან შეიძლება უარყოფითი ეფექტი იქონიოს მათზე. ალისა მუდმივად წამლის ზემოქმედების ქვეშაა, ზუსტად იგივე ეფექტებით, რაც ახასიათებს მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალბებს.
.
ასევე მუხლუხო, რომელიც აქტიურად აბოლბს ჩილიმს და ისიც ე.წ. 'დაბოლილ' მდგომარეობაში იყოფება.
6. "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"
დისნეის პირველი ფართო მაშტაბური მულტფილმი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" გამოვიდა 1937 წელს, რომელმაც საყოველთაო აღიარება, პოპულარობა და სიყვარული მოიპოვა გამოჩენისთანავე. მულტფილმის კლასიკური ჟანრის ეტალონად ითლება თავისი ღირებულებით. თუმცაღა სხვების მსგავსად ამ მულტფილმაც გაიარა კრიტიკოსთა ქარცეცხლში, განსაკუთრებით კი ფემინისტი სოციუმისგან მოხვდათ მწვავე კრიტიკა.
მულტფილმის მთავარი გმირი ფიფქია გააკრიტიკეს თავისი მოზღვავებული მოტივაციისდაგამო... დაალაგოს და გააკეთოს ყოველივე საოჯახო საქმე დიდი სიამოვნებით. თითქოს ეს არის ქცეული მის მთავარ საქმიანობად, მიზნად, ჰობად და საზრუნავად. ასევე ამახვილებეხვილებენ ყურადღებას მის პოლიგამიური ხასიათზე. ფიფქია ხომ ცხოვრებას იწყებს 7 კაცთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ, რომლებიც სრულიად უცხოები არიან მისთვის. მულტფილმში კარგად ვხედავთ იმასაც რომ ჯუჯები არ არიან გულგრილნი მის მიმართ, ისინი ახდენენ მამაკაცური ინსტიქტების ღია დემონსტრირებას, რაც შემდგომ გადადის მათ მზრუნველობით ხასიათში.
ასევე თუ ფიფქიას შევადარებთ იგივე კონკიასთან და ავრორასთან დავინახავთ ბევრ განსხვავებას, ფიფქია არ არის კონცენტრირებული უფლისწულზე ან მის პოვნაზე, იგი კონკიასგან განსხვავებით დაკავებულია საყვარელი საქმიანობით, თავად არის მიმთითებელი. თუმცა მიამიტობით, სიკეთით. ცხოველების მიმართ სიყვარულით ძალიან გავს კონკიასაც და აურორასაც.
No comments:
Post a Comment
left a comment :