რეალობას ცოტა ხნით მოვწყდი...
მე ზაფხულის 2 თვიდან მხოლოდ ერთი კვირა დამამახსოვრდა ...
გამიჭირდება გავიხსენო ისეთი კვირა, რომელიც ისეთივე დაუვიწყარი ყოფილიყოს ჩემს ცხოვრებაში როგორიც ის კვირა რომელიც მე გავატარე ქობულეთში სასტუმრო Georgia Palace Hotel-ში http://www.gph.ge =))
როცა ანიმ დამირეკა და შემატყობინა რომ "საზაფხულო სკოლა" მთვაზობდა 1 კვირიან ტრენინგს ქობულეთში სიმართლე გითხრათ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.. იმ პერიოდში ბაკურიანში ვისვენებდი მაგრამ რადგან ვასწრებდი ჩამოსვლას მალევე მივიღე გადაწყვეტილება და არცეთი წამით არ მინანია.. განსაკუთრებით მაშინ როცა ქობულეთში ჩასულებს 5 ვარსკლავიან სასტუმროში დაგვაბინავეს.. მაშინ მივხვდი რომ ის ერთი კვირა რომელსაც იქ გავატარებდი მართლაც რომ დაუვიწყარი იქნებოდა და არც შევმცდარვარ..
"საზაფხულო სკოლა" - SUMMER SCHOOL.. -მდე სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა კურსი - "დემოკრატია და მოქალაქეობა." ხოლო მას შემდეგ, რაც პროექტმა გაამართლა და ბევრი ნაყოფიერი ნაბიჯები გადაიდგა, (რაც სტუდენტების განსაკუთრებულმა აქტიურობამაც დაადასტურა..) შედეგად, ამას მოყვა სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილე გამორჩეული სტუდენტების ერთად თავმოყრა და შეიქმნა ცალკე ჯგუფი.. პირველი ჟგუფი რომლის ერთ-ერთი მონაწილეც მე ვიყავი.. =)) პროექტს პატრონაჟს IFES და USAID ( პრეზიდენტი Nermin Nisic) უწევდნენ და აფინანსებდნენ.. მასში მონაწილეობას იღებდა 25 სტუდენტი და 5 ტრენერი.. სკოლის დამთავრების შემდეგ გადმოგვეცა სერთიფიკატი.. ეს იყო ყოველმხრივ პროდუკტიული და დატვირთული შემეცნებითი ერთ კვირიანი კურსი.. ძალიან საინტერესო პროგრამითა და კვალიფიციური ტრენერებით დაკომპლექტებული... კურსი მიზნად ისახავდა სამოქალაქო ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას და მათ რეალიზაციას ჩვენს მომავალ საქმიანობაში..
როგორც უკვე ვახსენე ეს ტრენინგი 1 კვირიანი იყო.. (21-27 აგვისტო) წინასწარ დაგვირიგდა პროგრამა (სქემა) რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებდით. ყოველი დღე გაწერილი გვქონდა.. დილის 10 საათზე ვიკრიბებოდით საკომფერენციო ოთახში.. ვაკეთებდით დილის ენერჯაიზერებს (რომელიც ძალიან სახალისო იყო).. გვქონდა ჩვენი იურისდიქცია ..ანუ სანქციები იმ შემთხვევაში თუ ვინმე უნებურად ან განზრახულად დაარღვევდა ჩვენს მიერვე შედგენილ წესებს, რომელიც ერთობლივად შევადგინეთ... დაისჯებოდა =)) ეს ერთგვარი წესრიგის, ეტიკეტისა და პასუხისმგებლობის მაჩვენებელი იყო იმ ორგანიზაციის პატივისცემის გამოსახატავათ , რომელმაც იმისათვის რომ ჩვენ თავი იდეალურად გვეგრძნო ფინანსები არ დაუზოგავს..
ძალიან მომენატრება დილით ადრე ადგომა.. ვერანდაზე საუზმობა.. შემდეგ საკომნფერენციო დარბაზში ბავშვებთან ერთად ათას საინტერესო თემაზე საუბარი, სხვადასხვა სიმულაციებში მონაწილეობა, დისკუსიები, პრეზენტაციები, თავად ტრენინგის ჩატარება... შემდეგ შესვენება ლანჩზე, ყავაზე, შემდეგ სადილი.. (დამშეულები) :დ ყოველი დღე განსხვავებული იყო.. თითოეულმა ტრენერმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს გონებაში... აღფრთოვანებული ვუსმენდი .. მართლაც არაჩვეულებრივი იყო... შესვენებაზე ათასნაირი გამაიმუნებები.. დაუსტულებელი ფოტოსესიები.. რომლებშიც ძირითადად მონაწილეობას არ ვიღებდი :დ ... მომენატრა ძალიან მომენატრა... შესვენებაზე ჩვენი საყვარელი ადგილი აივანი..
17:00 საათი ჩვენი საყვარელი დრო როცა უკანმოუხედავად გამოვრბოდით.. ოღონდაც მზეს შევფიცხებოდიც და რუჯი გვქონოდა.. :დ:დ შემდეგ ბასეინი... ბევრი საუნაში ნებივრობდა მე კიდე შესული არ ვიყავი რომ გამოვედი... საშინლად არ მომეწონა :დ დავძლიე წყლის შიში თუმცა ცურვა აქამდეც ვიცოდი... მაგრამ რატომღაც სულ მეშინოდა... ჩვენი ბასეინი <3 აკრობატული ნახტომები წყალში... შემდეგ ფიტნესი და ტრენაჟორები... 20:00 -დან კი ვახშამი რომელის გამოტოვებაც არ შეგვეძლო.. :დ ღამე ნებივრობა... დაღლილი დაქანცული საწოლზე თიშვები... დაღამება არ გვინდოდა.. ღამე გართობა ბოლომდე.. კლუბები (ვერ წავედი სამწუხაროდ), რესტორნები, ან სასტუმროში დარჩენა და შესანიშნავი ნაწარმოების მოსმენა როიალზე რბილ სავარძელში... ბოლომდე ჰარმონიასა და სიმშვიდეში.. გვიანობამდე ჯდომა ბარსა და აუზთან.. ქექვა ქაღალდებში..:დ რა კარგად მახსენდება...
შუა ღამეს ჩემს ოთახში "216" ნომერში ასვლა, წყლის გადავლება, 2 წამით TV ჩართვა.. აივანზე ხედით ტკბობა და საწოლში ჩაიას დალევა .. ოთახის მეზობელიც მხოლოდ ღამით თუ მოდიოდა დასაძინებლად და იმხელა ოთახში სრულიად მარტო ვიყავი.. არა შესანიშნავი იყო... ვერ ვთმობდი იქურობას წამოსვლის წინ :)))
გოგოები!! ჩემი საყვარელი გოგოები.. რომლებიც გავიცანი =)) ყველაზე კარგები.. ერთმანეთისგან გამორჩეულები... ნათი, ნინო, თამთა, თათია, ელე, ლილი, ნატა, სალომე, თიკო, მარიტა, 2 ხატია, 2 ქეთი, ბარბარე, ვიკა, ანი და თეო ყველანი ძალიან შემიყვარდნენ... და ბიჭებიც :დ ჩემი საყვარელი ბიჭები... უსაყვარლესი დათუნა (დებილი :დ , ამას თავისი ისტორია აქ), დიტო 'ო :დ, ლევანი (ბუთხუნა) :დ აღფრთოვანებული ვარ მისით... ბ. კახა რომელიც ბოლოს ლექტორი აღმოჩნდა :დ:დ... და დავით (დიდებული).. ყველაფერში უბადლო და სულ ხიფათიანი :დ რა ვიცი ბავშვებო ძალიან კი შემიყვარდით და მიხარია რომ გიცნობთ..
მადლობა თქვენ ყველას ბავშვებო ამ დაუვიწყარი დღეებისთვის <3<3<3
მადლობა ანი კურდღელაშვილს, ქალბატონ თამარს და სხვა ტრენერებს :**
მადლობა IFES და Nermin Nisic =))
მადლობა Georgian Palase Hotels.. მასპინძლობისათვის <3
ამქვეყნიური სამოთხე არსეობს... და მას ბედნიერება ქვია
იგი პირობითია....
ვერ ხედავ მას? მაშინ გულში ჩაიხედე...
იქ იპოვი ... გულში და გონებაში...
ჩვენ ვქმით ჩვენს სამყაროს ჩვენივე ხელებით..
No comments:
Post a Comment
left a comment :