თუ ექსპერიმენტის ხასიათზე ხარ =))) 1 ნაწილი
ბანანის პური–პასკა
მასას ვუმატებთ დარბილებულ ბანანების მიქსს, ასევე კარგად დანაყულ ნიგოზს და ამ ყველაფერს კარგად ვურევთ ერთმანეთში. ვამზადებთ ღუმელში განსათავსებლად :)
ბანანის პური–პასკა
ინგრედიენტები:
1/2 ჭიქა კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
1/2 ჭიქა მუქი შაქარი
1/4 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2 ცალი კვერცხი (ათქვეფილი)
2 ჭიქა მაღალი ხარისხის ფქვილი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 ჩ/კ სოდა
2 ჩ/კ დარიჩინი
1/2 ჩ/კ მიწის თხილის კრემი
3 ცალი დიდი ბანანი (რაც შეიძლება რბილი, მაგრამ არა გაშავებული :)
1/2 ჭიქა ნიგოზი (დაჭრილი, დანაყული)
ცალკე თასში ერთმანეთში ვურევთ ფქვილს, გამაფხვიერებელს, საცხობ სოდას, დარიჩინსა და მიწის თხილის კრემს. ვურევთ ერთმანეთში. ამის შემდეგ კი გავაერთიანებთ ამ ორ მასას – მშრალსა და სველს და ვთქვეფთ კარგად, რათა კარგად შეზავდნენ.
მასას ვუმატებთ დარბილებულ ბანანების მიქსს, ასევე კარგად დანაყულ ნიგოზს და ამ ყველაფერს კარგად ვურევთ ერთმანეთში. ვამზადებთ ღუმელში განსათავსებლად :)
მიღებული მასა დავასხათ რკინის ფირფიტაზე (ფურის ფორმისაზე)
გავაჩეროთ ღუმელში 60–65 წუთი. 350 გრადუს ტემპერატურაზე.
შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან და ამოვიღოთ ფორმიდან და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი, რათა დავრწმუნდეთ რომ მასა გამოცხვა. შემდეგ კი 5 წუთით შევაბრუნოთ ღუმელში საბოლოო ფორმისა და არომატისათვის.
ღუმელიდან გამოტანის შემდეგ აუცილებელია ვაცადოთ გაგრილება, მე უპირატესობას ვანიჭებ თბილს, როცა სრულად გაციებული არაა :) ანუ როცა ჯერ კიდევ რბილია... ასევე გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია იგი დაიჭრას გამოღებისთანავე.. ვადადოთ გაგრილება, როგორც გარედან ასევე შიგთავსაც...
ისიამოვნეთ :):):)