" არავის ადარდებს ის, რომ შენ ცეკვა არ შეგიძლია. უბრალოდ ადექი და იცეკვე. დიდებული მოცეკვავეები არ გამხდარან დიდებულები თავიანთი ტექნიკის წყალობით, ისინი დიდიებულები თავიანთმა ემოციებმა გახადეს.."
ამერიკელი ქორეოგრაფი მარტა გრეჰემის შემოქმედება უამრავი ცნობილი მხატვარის, კომპოზიტორის შთაგონების წყარო გახდა. ის გახლდათ პირველი მოცეკვავე, რომელიც გამოვიდა თეთრ სახლში ნომრით. მან დაამკვიდრა თავისი სტილი 'გრეჰემის ტექნიკა' თანამედროვე საცეკვაო მიმდინარეობებში, მსოფლიოში მისი ტექნიკური შესრულება დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ახალი ერა ქორეოგრაფიაში
1936 წელს გრეჰემმა შექმნა ქრონიკული კოლაჟი, სადაც წარმოადგინა თავისი დროების ავთენტური რეალობა და მან ეს დრამატიზმის დემონსტრირებით მოახერხა თავის დადგმებში. მისი ქორეოგრაფია დაფუძნებული იყო უპირველესად ემოციურ, დრამატულ ილუსტრაციებზე, რაც მაყურებელს გულგრილს ვერ ტოვებდა. მის ცეკვებში შერწყმული იყო ქალურობის, ტრაგიზმის, მანერიზმის და გრაციის უზადო სინთეზი. ფლობდა მისეულ ტექნიკას, რომელმაც შემდგომში 'გრეჰემის ტექნიკით' დამკვიდრდა ქორეოგრაფიულ მიმდინარეობებში.
|
'არაფერი არ გიწვევს ისე, როგორც მოძრაობა..'
1938 წელს მარტას პირველად პარტნიორობას უწევს ერიკ ჰავკინსი, რომელიც 1 წლის განმავლობაში იკავებს გრეჰემის ქორეოგრაფიაში წამყვან პოზიციებს. მალე პროფესიული ურთიერთობა გვირგვინდება ქორწინებით. წყვილი დაქორწინდა 1948 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც მოხდა გრეჰემის დადგმის პრემიერა ნიუ ორკში, სახელწოდებით 'ღამის მოგზაურობა'. თუმცა მათმა პროფესიულმა ტანდემმა არ გაამართლა, 1951 წელს ერიკმა გრეჰემის დადგმებში მონაწილეობა აღარ მოისურვა, ხოლო 1954 წლისთვის წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.
1958 წელს მისი კარიერა ზენიტშია, გრეჰემმა მაყურებელს წარუდგინა შთამბეჭდავი საბალეტო დადგმა, სახელწოდებით 'კლიტემნესტრა', რომელიც შექმნა ბერძნული ლეგენდების მოტივებზე და პირველსავე პრემიერამ დიდი ოვაციებით ჩაიარა. შემდგომში ბალეტი დაიხვეწა, როცა გრეჰემმა თანამშრომლობა დაიწყო წარმოშობით ეგვიპტელ კომპოზიტორთან, ჰალიმ ებ-დაბჰთან, რითაც ბალეტმა გაითქვა სახელი საყოველთაოდ. ბალეტი ითვლება მეოცე საუკუნის, ამერიკული მოდერნიზმის ყველაზე წარმატებულ დადგმად.
გრეჰემი თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა უამრავ კომპოზიტორთან. იგი იყო მათი შთაგონების წყარო და პირიქით. გრეჰემი ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარი ჩანაწერების პრაქტიკას და მიაჩნდა რომ ცოცხალ შესრულებაზე ზუსტად ამას ჩანაწერი ვერ გადმოსცემდა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სცენა. მას შევადარებდით იმ მსახიობებს, რომელებიც უპირატესობას ანიჭებენ სცენაზე, სპექტაკლებში მონაწილეობას ვიდრე კინოში. გრეჰემი ამ პროცესისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა. იგი ერიდებოდა ტელეფონით თავის დადგმებზე მითითებების გაცემას. გრეჰემი თანამშრომლობდა ასევე რამოდენიმე, მისთვის საყვარელ ფოტოგრაფთან.
1961 წელს მან უკანასკნელად მოირგო სცენაზე როლი და ბრწყინვალედ გამოვიდა სცენაზე. მისი ყოველი შესრულება გაჟღენთილი იყო სისადავით, სიბრძნით, გონიერებით. ის სცენის ლეგენდა იყო, სამსახიებო ოსტატობითა და სცენიური შარმით დამშვენებული გადმოსცემდა თავის სათქმელს უთქმელად, ჟესტებით. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ ცეკვა ეს იყო სულის უხმო მეტყველება, როცა სათქმელს სხეულით, მზერით და ხასიათით გადმოცემ.
როცა გრეჰემა მიატოვა ცეკვა იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, სიცოცხლის ხალისი დაკარგა, სულიერად დასუსტდა და გაღარიბდა, ამ ყოველივეს თან ერთვოდა პირადი ცხოვრებაში პიასკოც და ჯამრთელობის გაუარესებაც. გერეჰემი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ რაც მან ცეკვაზე უარი განაცხადა ის სხვის შესრულებებსაც ვერ უყურებდა. სჯეროდა, რომ არ უნდა გაეხედა წარსულისკენ, არ უნდა მისძლეოდა ნოსტალგიას და მოგონებებს. თუმცა ამბობდა, რომ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება მაშინ, როცა ის უყურებდა სცენას, სადაც ხედავდა ახალგაზრდა მოცეკვავეს რომელიც ისე მოძრაობდა როგორც ის 30 წლის უკან, ცეკვას, რომელიც დადგა თვითონ და ასრულებდა იმ ადამიანთან ერთად რომელიც ქვეყნიერებას ერჩივნა. გრეჰემმა თქვა: 'როცა მე ცეკვას მოვრჩი იმ დროს გაქრა სურვილი მეცხოვრა. ვრჩებოდი სახლში მარტო, ვჭამდი ძალიან ცოტას და ვსვამდი ძალიან ბევრს. სახე წაშლილი მქონდა და ჩემი შემხედვარე ხალხი ამბობდა თუ რა უცნაურად გამოვიყურებოდი, ამაში კი მათ შემიძლია დავეთანხმო. საბოლოოდ სისტემა მომეშალა. დიდი ხმის განმავლობაში ვიწექი სავადმყოფოში, უმეტესად კომაში ვიყავი.' გრეჰემი იმ თვითმკვლელობის სტადიამდე მივიდა, თუმცა გადარჩა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ დაბრუნდა ახალი შემართებით თავის სტუდიაში 1972 წელს, თავი დაანება სმას, დაბრუნდა თავის სტუდიაში და შექმნა უამრავი საბალეტო დადგმა,მათ შორის უკანასკნელი 1990 წელს.
მარტა გრეჰემი 1991 წელს, 96 წლის ასაკში, ნიუ ორკში, პნევმონიით გარდაიცვალა.
|
No comments:
Post a Comment
left a comment :