სამწუხაროა, როცა საყვარელი ადამიანები დროგამოშვებით ტოვებენ ჩვენს ცხოვრებას..
ხშირად საკუთარი ნებით.. ან მის გარეშე...
"მე ძლიერი ვარ" გავიძახი... რაღაცას ვუმტკიცებ ჩემ თავს ან სხვას..
თუმცა ამასობაში ვამჩნევ რომ ამას სულ უფრო და უფრო იშვიათად ვამბობ...
ალბათ ვსუსტდები...! ან თხელდება იმ ადამიანთა რიგები ვინც თავს მირჩევნია...
ეტყობა საკმარისად არ ვუფრთხილდები... ჩემი დაუკვირვებლობა დამღუპავს...
რატომ ვირთულებ ცხოვრებას... იმათ ტკივილზე ვფიქრობ ვისაც ჩემს ტკივილზე არ უფიქრიათ... ვერ მიხვდნენ როგორი ვარ სინამდვილეში.... მე კი არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ.. არც არის საჭირო... ძლიერი მაშინ ხარ როცა შენს შეცდომებს აღიარებ და არა მაშინ, როცა მას ფასი ეკარგება...
საბოლოოდ მოხდა ის, რასაც ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი...
მე ადამიანი... რომელიც ვამაყობდი რომ მყავდა ბევრი და რაც მთავარია შეუცვლელი ძმაკაცები.. დღეს ვამბობ თამამად, რომ თურმე ქალისა & კაცის მეგობრობა ერთი დიდი აფიორაა... და ძალიან დიდი ტყუილი..რაც კი გამოუგონიათ საერთოდ ...
:) ...
არ არსებობენ ძმაკაცები... თვითონ სიტყვაც ისეთი აბსურდულიაა...
ვისაც ამის გჯერათ ან თავს ისულელებთ და შეგნებულად აგრძელებთ ურთიერთობას ვითომც აქ არაფერიო... ან უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებით ...
განვმეორდები "ძმაცაცები" არ არსებობენ"!
.. უბრალოდ არსებობენ ადამიანები (მამრობითი სქესი) ვისთან ერთადაც გავიზარდეთ .. "ტრუსიკის მეგობრები"... კლასელი ბიჭები... ნათესავი ბიჭები... უფროსი თაობა ... ან უბრალოდ ბიჭები, რომლებთანაც გამორიცხულია ქალ-ვაჟრი ურთიერთობა სხვადასხვა მიზეზთა გამო... ეს შეიძლება იყოს გარეგნობა.. ინტელექტი.. სოციალური სტატუსი და ბევრი ასეთი სისულელე (ფაქტორი), რომლებსაც გოგონების უმრავლესობა დიდ ყურადღებას აქცევს...
.. უბრალოდ არსებობენ ადამიანები (მამრობითი სქესი) ვისთან ერთადაც გავიზარდეთ .. "ტრუსიკის მეგობრები"... კლასელი ბიჭები... ნათესავი ბიჭები... უფროსი თაობა ... ან უბრალოდ ბიჭები, რომლებთანაც გამორიცხულია ქალ-ვაჟრი ურთიერთობა სხვადასხვა მიზეზთა გამო... ეს შეიძლება იყოს გარეგნობა.. ინტელექტი.. სოციალური სტატუსი და ბევრი ასეთი სისულელე (ფაქტორი), რომლებსაც გოგონების უმრავლესობა დიდ ყურადღებას აქცევს...
შეძენილი ე.წ.მეგობრები და შემდგომში "ძმაკაცები".. კი რეალური საფრთხეა..
ისინი ან ურთიერთ სიმპათიის მეშვეობით შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში ან უნებურად...
ზღვარის დაჭერა ძალიან რთულია.. თუმცა ვაღიარებ არა შეუძლებელი!
როგორც ჩანს ბიჭებისთვის ეს მეტისმეტია... ხომ გსმენიათ "თავს ზევით ძალა არ არის"-ო.. :) თუმცა ეს გოგოებსაც უჭირთ...
იცით ზოგჯერ მგონია ყველამ ყველაფერი იცის და თავს უფლებას აძლევენ ეს ყოველივე დაუშვან.. |
ასე რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება... :)
საწინააღმდეგოს თუ დამიმტკიცებთ მე მხოლოდ მოხარული ვიქნები...
მაგრამ მე ამის არ მჯერა..!
გადახედეთ თქვენს ურთერთობებს მამაკაცებთან... ის სულაც არ არის ისეთი მტკიცე და მარადიული თქვენ როგორც გგონიათ...
ჩვენ ბრმად ვენდობით მათ.. გვიყვარს ისინი...თუმცა არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს ეს სიცრუე... ხშირად სიცოცხლის ბოლომდეც კი... და ბევრს კუბოს კარამდე მიყვება ეს საიდუმლო, რასაც ქალ-ვაჟური სიყვარული ქვია.. ჩათვალეთ რომ ასეთ შემთხვევაში საწინააღმდეგო დამიმტკიცეთ... თუმცა მე ხომ ვიცი რომ სინამდვილეში ჩემი თეორია მაინც ჭეშმარიტია :)
ძნელია ... და თან რთული მომენტია ისიც, რომ როცა ურთიერთობა არ გამოდის და ბიჭი გეუბნება რომ უყვარხარ და შენთან გარდა ქალ-ვაჟური სიყვარულისა სხვანაირი ურთიერთობა არ შეუძლია... ავტომატურად ულტიმატუმს გიყენებს...
და ასე და ამგვარად უჩინარდებიან ჩვენი ცხოვრებიდან..
არადა ჩვენ მათი დაკარგვა არ გვინდა .. როგორც მეგობარი.. ძვირფასი ადამიანი..
"მე შენთვის სიყვარული არ მითხოვია .. მე დარჩენა გთხოვე"..
მიხვდით ალბათ ამ სიტყვების მნიშვნელობასაც ... :)
ისეთ შეცდომებს ნუ დავუშვებთ რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება და განმეორება ადვილი... რის აშენებასაც წლები.. დიდი ენერგია და სიყვარული შეალიეთ შეიძლება წამებში დაინგრეს, რადგან ცხოვრება ნდობაა.. ნდობა .. ერთგულება... ერთგულება კი შესაბამისად სიყვარული... სიყვარულის გარეშე კი შორს ვერ წახვალთ...
"გაუფრთხილდი იმას, რაც დღეს გაქვს და შიყვარებ იმას, რაც ხვალ გექნება.."
მიყვარხართ გულუპრყვილეობოო <3
No comments:
Post a Comment
left a comment :