Friday, May 17, 2013

გოგონა, რომელმაც თავად შექმნა საკუთარი ბედნიერება

ნაწილი 2

ამ ნაბიჯით ვიგრძენი რომ მთელ ქვეყნიერებას თვალებში ამაყად შევხედე...



ღმერთო.. ჯერ შეუქმნელი სიცოცხლის დაბადებამ ისე გამხადა ბედნიერი..
არ ვიცოდი ამას შემდეგში რა მოყვებოდა ..

ის დღე აგონიაში ვიყავი... მე ასე ვუწოდებდი :)))
რეალობას სრულიად მოვწყდი... ვცდილობდი წარმომედგინა ჩემი ანგელოზი.. მისი სახე.. ღიმილი.. თვალები.. ცხვირი... პაწაწუნა თითები ... მისი სურნელი... მისი ტირილი... ცრემლები.. ხმა..

 უკვე ძალიან მიყვარდა... ფანტაზია იმ სიმაღლეებზე გავავარჯიშე მეორე დილისათვის რომ უკვე შვილის უნივერსიტეტზე დავიწყე ფიქრი...

სასაცილოაა მაგრამ მე ასეთი ვარ...:)))

სიცოცხლემ აზრი შეიძინა... ფერებიც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.. და ყოველ ჯერზე როცა სარკეში ვიყურებოდი ღიმილს მუდმივად ვხედავდი..

"დედობა" ყოველთვის მიმაჩნდა კაცობრიობის დასაბამიდან ისეთ ფენომენად რომელსაც  თავისი სიყვარულით, ერთგულებით, თავგანწირვით და მზრუნველობით ვერცეთი სხვა გრძნობა ვერ შეედრება..დედობა ეს მისიაა

კლინიკაში კონსულტაციიდან გავიდა 1 კვირა.. ვეცადე აღარ გამეჭიანურებინა და ჩემს ექიმს დავურეკე პირად ნომერზე... შეხვედრის თაობაზე


საოცარი გრძნობა დამეუფლა..
მეორე ვიზიტი ექიმთან 2 კირაში მქონდა, ამ შეხვედრაზე დეტალურად უნდა გამერკვია ყოველი ნიუანსი და შესაძლო გართულებები.. ბევრ რამეზე მომიწევდა ან უარის თქმა ან პირიქით.. ფსიქოლოგიურად ეს იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ამას წარმოვიდგენდი...
როცა მისაღებში ვიჯექი, მქონდა დრო ყველაფერზე საბოლოოდ მეფიქრა.. ყველაფერი თვალწინ წარმომიდგაა.. ამას რა მოყვებოდა.. რას აღარ იტყოდნენ ჩემი ე.წ. კეთილმოსურნეები..
მივხვდი, რომ ისეთი ძლიერი უნდა ვყოფილიყავი როგორც არასდროს..!!
და დადგა ეს წუთიც, რომელსაც ასე ველოდებოდი.. ყურში შხუილის გარდა არაფერი მესმოდა.. ფიქრები ერთმანეთს ასწრებდნენ ერთდროულად ჩნედებოდნენ გონებაში.. ყველაფერზე ვფიქრობდი, თუმცა საბოლოოდ სრულიად გავითიშე..

მახსოვს ექთანმა მკითხა
-         ახლა დროა მოდუნდეთ არ ინერვიულოთ, მზად ხართ?
-         .. დი..ახ...
-         კეთილი.. )))
მშვენიერი ყელსაბამი გიკეთიათ.. ძალიან ლამაზია.. ნათლობის ჯვარია ალბათ..ხომ?
-         .. როგორ??..  დიახ )..  (ავტომატურად ფიქრის გარეშე გავეცი პასუხი)
-         ვერცხლია ხომ??....
-         .....!
-         ანუ ვერცხლიათქო ???
-         მჰ.. (თვალების ქნევით მინდოდა მიმხვდარიყო..)... დიახ!
უნდოდა სხვა რამეზე მეფიქრა და ყურადღების კონცენტრირება სხვა რამეზე მომეხდინა..



თუმცა მე თვალებით ექიმს ვეძებდი.. და როცა ექიმი დავინახე, თვალები მშვიდად დავხუჭე... ადგილობრივი ანესთეზიით ვიყავი გაბრუებული წელს ქვევით, ვერაფერი გავიგე... საუბარიც შემეძლო და ჩვეულებრივად აზროვნებაც.. თუმცა ექიმი გავაფრთხილე რომ ჯობდა არ წამოეწყო საუბარი არც იმაზე რა ლამაზი გოგონა ვარ და რამდენი თაყვანისმცემელი მყავს ალბათ, ან როგორი ბედნიერია ის ბიჭი ვისაც ცხოვრებას დავუკავშირებ და მსგავსი სისულელეები, ფამილარობა, რომელიც მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა ჩემში...

პროცესმა გართულებების გარეშე ჩაიარა..

მუცლის ღრუს გასაბერად ნახშირჟანგი ნემსით შემიყვანეს..
ნემსის საშუალებით აირი დინებას განაგრძობდა მაშინაც კი, როცა ქირურგი ლაპაროსკოპის საშუალებით ახდენდა ჩემი საკვერცხეებისა და ფალოპის მილების დათვალიერებას. ასევე, მისი საშუალებით ხორციელდება კვერცხუჯრედების ამოღება და "in vitro" განაყოფიერება. მუცლის ღრუს აირის შეშვებით გაბერვის შემდეგ რეპროდუქციული ორგანოების გასაშუქებლად გამოიყენება სწორედ ეს ხელსაწყო. კვერცხუჯრედებს ლაპაროსკოპით აშორებენ. ჩემი პროცედურაც ამით დასრულდა.. ხოლო შემდეგ კვერცხუჯრედი ინახება სპეციალური სითხით სავსე სპეციალურ ჭურჭელში, რომელსაც მოგროვებულ სპერმას უმატებენ. შემდეგ ქირურგი ჩემს განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს შეიყვანს სუროგატი დედის საშვილოსნოში თხელი პლასტიკური მილის საშუალებით.. სულ ესაა ქირურგიული მხარე..))


თურმე ამ ტექნოლოგიით დაბადებულ ბავშვებს "სინჯარის ბავშვს" უწოდებენ.

მხოლოდ უკანასკნელი ეტაპი იყო დარჩენილი... შემერჩია ჩემი პატარასთვის მამა.. იმდენი კრიტერიუმი მქონდა, ალბათ დავღლიდი ჩემს პირად ექიმს და კონსულტანტს კანდიდატის შერჩევით..

ეს პროცესი სრულიად სხვანაირად წარმომედგინა.. არ ვიცოდი თუ დონორი (ამ შემთხვევაში სპერმის პატრონი) ინკოგნიკოდ უნდა დარჩენილიყო, ვიცოდი რომ ვერ გავიგებდი მის ვინაობას და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციას და პრეტენზიაც არ მქონდა, თუმცა საქმე უფრო რთულად იყოო..

მითხრეს რომ მე არც ის შემეძლო შემეთვალიაერებინა ვიზუალურად, მხოლოდ ზოგად პარამეტრებს მეუბნებოდნენ.  წონა, სიმაღლე, კანის ფერი, აღმსარებლობა, ეროვნება, ჯამრთელობის ანკეტა, მცირეოდენი ინფორმაცია მის გენეტიკაზე, პროფესიას, თვალების ფერს, თმის ფერს და მსგავს დეტალებს თუმცა აკრძალული იყო ფოტოსურათის ნახვა..

მე  საბუთზე ხელი მოწერილი მქონდა, მაგრამ უკმაყოფილო ვიყავი.. ლადო ექიმიც მარწმუნებდა თავის მხრივ :
-          ჩვენ ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ.. შეავსე ანკეტა ჰელენე.. და ჩვენ ჩვენის მხრივ საუკეთესოს შეგირჩევთ, დამერწმუნე!
-         .. მესმის ექიმო და დიდი მადლობა, მაგრამ იქნებ 1 წამით დამანახოთ, ძალიან გთხოვთ! ძალიან!
-         კი მაგრამ ჰელენე რატო მაყენებ უხერხულ მდგომარეობაში, ძალიან კარგად იცი რომ ეს აკრძალულია, მე ამით კანონს დავარღვევ რაც დიდ უსიამოვნებებს მოგვიტანს პირადად მე და საერთოდ კლინიკას...! სახელი გაუტყდება ჩვენს კლინკას
-         კი მაგრამ ლადო ექიმო მე ხომ ამას არსად არ ვიტყვი! ჩემს თავსაც არ გავუმხელ.. ჩემს ჯერ არ დაბადებულ შვილს გეცფიცებით.. !! თუ გნებავთ ხელს მოგიწერთ რაზეც გინდათ იმაზე, არ ვიცი რასაც გინდათ იმას გავაკეთებ... ექიმო!!
-         არა გოგონა ძალიან ვწუხვარ!   დიდი ბოდიში, მაგრამ წესი წესია..
-         .. კი მაგრამ ექი..
-         არავითარი მაგრამ! ძალიან გთხოვთ მეცით პატივი მეც და ჩვენს კლინიკას ჩვენს პაციენეტებს და მთლიანად ამ სისტემას.. ) დღევანდელი ვიზიტი დასრულებულია.. შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ამ კვირაში დაგიკავშირდებათ ჩემი მდივანი და შემდეგ შეხვედრაზე დავაზუსტოთ დეტალები..
-         ...! (( კარგით ლადო ექიმო რა გაეწყობა მაშინ J)) უღრმესი მადლობა და დროებით, შემდეგ შეხვედრამდე
-         კარგად ჰელენე შვილო, შეგეხმიანებით J)) და თავს მიხედეთ ძალიან გთხოვთ ..) თუ სისუსტეს იგრძნობთ აი ეს პრეპარატები მიიღეთ და  2 დღე თავს ნუ გადაიტვირთავთ..
-         )))) კარგით, ნახვამდის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 


მე აქამდე მოვედი, გადავახტი საკუთარ თავს, ოჯახს, ტრადიციებს.. იმ ბუნებრივ მომენტს როდესაც ეს პროცესი ხდება საყვარელ ადამიანთან სასიყვარულო, ძალიან ლამაზი ღამის შედეგად..  და მაინც არ ვიყავი კმაყოფილი... თითქოს პრობლემა არ იყო.. მაგრამ ის მომენტი რომ ვერც კი ვნახავდი ჩემი შვილის პოტენციური მამის ფოტოს.. წამიერად მაინც .. მოსვენებას არ მაძლევდა!!


ბოლო პერიოდი, ეს სურვილი აკვიატებად მექცა და ბოლოს მიზნადაც.. რა მექნა არ ვიცოდი! როგორ უნდა გამეკეთბინა ისე რომ მენახა მისი ფოტო.. მაგრამ იმედი მაინც მქონდა) ესეც იმიტომ რომ მაქსიმალისტი ვარ და მოვლენებში ყოველთვის ვხედავ რაიმე პოზიტიურს.. ან მოვუნახავ .. რათა სტაბილურობა შევინარჩუნო, ეს ასე ვთქვათ პიროვნული სიძლიერისთვის მჭირდება ხოლმე.. 1% ყოველთვის ვიტოვებ..))) მე ასეთი ვარ....
თუმცა გასულმა 1 კვირამ ეს სურვილი გადამავიწყა.. იმდენად გავერთე ბავშვის პირადი ნივთების შერჩევით და ლიტერატურით, სადაც ბავშვის ფსიქოლოგიაზე იყო საუბარი, მის აღზრდაზე და სხვა დეტალებზე რომ ხელებიც კი ჩამოვყარე... ვფიქრობდი რომ საუკეთესო ვარიანტს შემირჩევდნენ და უნდობლობის გამოცხადება უპატივცემულობის ნიშანი იქნებოდა ექიმისათვის... ჩავთვალე რომ მთავარი იყო ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო, ჩემი პატარა ჯანმრთელი დაბადებულიყო, კარგი გენებით სხვას უკვე არ ქონდა მნიშვნელობა.. მე მის მამაზე რომელსაც არც კი ვიცნობდი, და ვერც გავიგებდი ვერსადროს ვინ იყო მადლობა მასზე ლოცვით უნდა გადამეხადა.. ))


პირადად ლადო ექიმმა დამირეკა )) (ამას იგი რიგ შემთხვევებში არ აკეთებდა და ძალიან გამიხარდა ე.ი. საუკეთესო ვარიანტი შემირჩიეს) ამ ფიქრებით აჟიტირებულმა ლამის მივფრინდი კლინიკაში...
-         აბა როგორ გრძნობს თავს მომავალი დედა? ))
-         ძალიან კარგად ლადო ექიმო)) და იმ  დღევანდლისთვის ბოდიში მინდა მოგიხადოთ.. ზედმეტი მომივიდა... ემოციების ბრალია
-         ვხედავ .. ხვედავ.. )) ახლა რომ გიყურებთ თვალები გიბრწყინავთ და ძალიან კმაყოფილი გამომეტყველება გაქვთ... თან ამ თეთრ პერანგში სულ მთლად ანათებთ )))
-         :D :D დიახ ))!  თქვენი დამსახურებაა
-         არა რა ბოდიში, აბა რას ამბობთ მეც მესმის თქვენი .. თან ძალიან კარგად.. )) ახლა საქმეზე ვისაუბროთ ... მზად ხართ?
-         დიახ! ყურადღებით გისმენთ...
-         იცით, საერთოდ ამ პროცესში მე მხოლოდ დასკვნით ეტაპზე ვიღებ მონაწილეობას, როცა პირადი ასისტენტი თავად არჩევს რამოდენიმე კანდიდატს 5 -6  და მხოლოდ ამის შემდგომ მე ვარჩევ მინიმუმ 3 ვარიანტს და აქ უკვე პაციენტი არჩევს საბოლოოდ მისი შვილისთვის საუკეთესოს..
-         რა კრიტერიუმით.. რაც მივუთითე ალბათ ხომ?
-         დიახ! რა თქმა უნდა.. ანკეტაში თქვენ ხომ მიუთითეთ მონაცემები, პარამეტრები, არასარურველი მხარეები როგორიცაა კანის ფერი, აღმსარებლობა და სხვა. და ჩვენც ჩვენი მხრივ საუკეთესო და მაქსიმალურად მიახლოვებულს ვარჩევთ..
-         ვაიმეე ერთი სული მაქ..!!!
-         მაგრამ თქვენს შემთხვევაში განსხვავებულადაა საქმე..
-         ...((((  ცუდი ხომ არაფერიაა ექიმო???? ვაიმეეე... ძალიან გთხოვთ მითხარით
-         არა მსგავსიც არაფერი !)) პირიქით...
-         ))))))))))))))) ანუ... )))))
მიღიმოდა განუწყვეტლივ, თითქოს უნდოდა ეს მომენტი გრანდიოზულ და დაუვიწყარ წუთად ექცია)
-         .... ))) მე ამ სამივე კარდიდატს დაწვრილებით გაგაცნობთ რა თქმა უნდა!  თუმცა მგონი ერთი იმდენად ახლოა  თქვენს იდეალთან რომ აუცილებლად ეს კანდიდატი უნდა აირჩიოთ... თუმცა ვიმეორებ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, და აუცილებლად ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ..
..... (2 წუთიანი პაუზაა... ჩემი თვალები ექიმის საყელოს შეაშტერდა)
-         ჰელენე....შვილო მისმენთ?!
-         ..დიახ დიახ)) მითხარით თქვენი ვარიანტი..
-         არა მე როგორც წესით... მხოლოდ ბოლოსკენ  ჩემს აზრს ვაცნობ პაციენტს.. და ამას ნუ მთხოვთ
-         რა მნიშვნელობა აქვს ექიმოო... გთხოვთ))) თქვენ ექიმი ხართ და მით უმეტეს თუ მეუბნებით რომ იდეალურიაა... ისეთია როგორსაც ვეძებ ...გისმენთ))
ისე გავუღიმე... თავლებით მამა-შვილურად ვთხოვე.. თბილი მზერით, რომლის წინაშე უძლური აღმოჩნდა... ))
-         კარგით))) რა გაეწყობა ჩემო გოგო... სხვათა შორის როცა ამ ბიჭის ანკეტა ვნახე...
-         ბიჭის??)
-         დიახ რა გაიკვირვეთ? :D 26 წლის ახალგაზრდა ჭაბუკია..
-         :D :D ჭაბუკი… ხო ისე უმცროსი ყოფილაა.. ძალიან კარგი )))
-         ასაკთან გართულება არ გეწერათ 25-35 წლამდეო მიუთითეთ...
-         დიახ.. დიახ ))) ბავშვის მამად  შერჩევისას ამას არ აქ არსებითი მნიშნელობა... უბრალოდ ალბათ ისე რომ გამეცნო 26 წლის ბიჭი ალბათ მასთან არ გავაბამდი ურთიერთობას... რავიცი ახლა ასე ვფიქრობ.. იყო დრო ასე ძველმოდურად არ ვფიქრობდი... რატომ გეღიმებათ?
-         )))) ... არა ისე ..იმდენად სინტერესო გოგონა ბრძანდებით.. და უჩვეულო დღევანდელი დღისათვის.. კარგით განვაგრძოთ ?
-         დიახ ))
-         რაც მთავარია, პირველ რიგში ჯამრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ ფიგურირებს მის ანკეტაში... ეროვნებით ქართველია თუმცა გერმანიაში ცხოვრობს და მის გენში შერეული სისხლია : უკრაინელის, რუსის, გერმანელის და ფრანგის ...
-         :D ე.ი. გამოდის ჩემს შვილს ინტერნაციონალური სისხლი ექნება…
-         ეს დაბრკოლება ხომ არ არის..??
-         არა არანაირად...)) პირიქით.. მე მივესალმები
-         ძალიან კარგი..)) ამჟამად არ ვიცით დაოჯახებულია თუ არა რადგან მისი სპერმა უკვე 4 წელიწადია ჩვენთან ინახება და როცა ჩვენ დაგვიკავშირდა მაშინ დაუოჯახებელი იყო... თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი... უბრალოდ მე ვალდებული ვარ ყველა დეტალი გითხრათ
-         მესმის..)
-         სხვათა შორის უჩვეულო გრაფაში ეწერა რომ.. მემარცხენეა.. ანუ მარცხენა ხელს ხმარობს წერის დროს. არ ვიცი გსმენიათ თუ არა მაგრამ ე.წ. „მემეარცხენეები“ -ს უმრავლესობა განსაკთრებული თვისებებით, გონებრივი გამჭრიახობით გამოირჩევიან ხოლმე.. და დიდ წარმატებებსაც აღწევენ
-         )))) ძალიან კარგიი
-         დიახ, თვალის ფერიი ქამელეონი უწერიაა .. ხანაც ცისფერი და ხანაც მწვანე.. ოჯახში მხოლოდ მის რუსს ბებიას ქონია ცისფერი თვალები.. თვითონ შავგრემანია... წაბლისფერი თმებით .. საკმაოდ მაღალია 187 სანტიმეტრი, წონით 79 ..  არანაირი ავადმყოფობის კვალი არ შეიმჩნევა და სრულიად ჯანმრთელი გენეტიკაა... ზოგადად თავის ოჯახს ძალიან თბილად და როგორც ყველა მამაკაცი სიტყვაძუნწად მოიხსენიებს და სულ რაღაც 2 სიტყვით ახახასიათებს.. )))))

მე კი იმ წუთას მხოლოდ ერთი კითხვა დამებადა... (ალბათ რომ არ მეკითხა არც ახსენებდა, იმდენად უმნიშვნელოაა.. ან საერთოდაც შეიძლება არც კი ეწერა იმ თამახზე, რომელსაც ესე მონდომებით მიკითხავდა)

-         ))) შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ საინტერესოა 22 წლის „ღლაპს“ :D რამ გადააწყვეტინა სპერმის ჩაბარება... თავში ვერ მომდის... რადგან ჩვენ ხომ ვიცით ქართველი მამაკაცების განწყობა, აზრი .. როგორები არიან...
-         ))))))) მართლაც გამაოცეთ... ვნახოთ ... აბაა.......
-         ....................))
-         ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ესეთი გრაფა ანკეტაში... და სიმართლე გითხრათ სხვა პასუხს არც მოველოდი... )))))
-         ))))))
-         ამბობს რომ უნივერსიტეტი დაამთავრა და ჯარში წასვლის დროს ოჯახმა გადააწყვეტინა ამ პროცესიის გაკეთება.. თვითონ სისტემაშიც მიესალმებიან ამ ნაბიჯს .. რადგან უკიდურეს შემთხვევაში „ვაიდა“ ჯარისკაცი ემსხვერპლა და დაიღუპა მის ოჯახს ექნებოდა ეს კონფიდენციალურობა დაერღვია და ეზრუნა მის შვილზე....
-         ეს ხომ ინდივიდუალურია... იქნებ დედას არ სურს ამის გახმაურებაა..
-         რა თქმა უნდა.. ამაზე შემდეგ მიდის მხარეებს შორის მოლაპარაკება... უბრალოდ მამაკაცის მხარეს უფლება აქვს ასეთ შემთხვევაში... ამისთვის სპეციალური გრაფა არსებობს რაზეც ხელია მოწერილი ასე რომ...
-         ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამ კანდიდატს ამაზე  ხელი აქვს მოწერილი???
-         დიახ! თუმცა უნდა ავღნიშნო რომ სწორედ ამის გამო ბევრმა ქალმა უარი თქვა მის კანდიდატურაზე მაშინ ..თან ბიჭმა მაშინ აღნიშნა რომ თუ რაიმე განსაკუთრებული და უკიდურესი მდგომარეობა არ იქნებოდა არ გამოეყენებინათ მისი სპერმა... არგუმენტად ის მოიყვანა რომ არ სურდა შვილი ყოლოდა სადღაც რომელზეც ზრუნვას ვერ შეძლებდა.. ანუ პასუხისმგებლობის მომენტი შეაწუხებდა მაინც...
-         მესმის... ))) ანუ ამით რისი თქმა გინდათ..
-         არაფრის უბრალოდ... მე გავითვალისწინე მისი თხოვა და განსაკუთრებულ შემთხვევას დაველოდე... რადგან სპერმა ძალიან მცირე რაოდენობისაა
-         გასაგებია... და მას შეატყობინებთ ამის შესახებ?
-         რას რომ შვილი ეყოლება?
-         დიახ..
-         არა რა თქმა უნდა) თუ თავად არ დაგვიკავშირდება და არ იკითხავს ამას ვერ გაიგებს... თან ესეც არ იყოს 4 წელია არ დაგვკავშირებია და აწიც ეჭვი მეპარება... ასე რომ ამაზე ნუ ინერვიულებ..
-         ))) ძალიან კარგი.. არ მინდა პრობლემები შეგვექმნას..
-         გამორიცხულია)))))
-         დაა... იქნებ...........
-         ................ ფოტოსურათი ხო???
-         ))))))))))) ...........რა ვქნა ახლა ეს მონაცემები რომ მითხართ ... თითქოს მაკლია რაღაც..
-         ერთი წუთით...
-         ...დიახ..
-         ნინო ფინჯანი ყავა მოგვართვი... და მონაცემთა ბაზაში შედი...დღევანდელი პაციენტების პირადი ანკეტები შემომიტანეთ.. რაღაც უზუსტობებს წავაწყდი და დღის ბოლოს გადავამოწმებ..
არ ვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ პირიქით... იქნებ მე არაფერ შუაში არ ვიყავი... არ ვიცოდი.. დავიბენიი...
-         აი ლადო ექიმო ყველა პაციენტის ანკეტა აქ არის ... არ ვიცი რა გამომეპარა.. ძალიან ვწუხვარ..
-         არა არაფერი ნინო არ ინერვიულო.. უბრალოდ ისეთი რაღაც მკითხა პაციენტმა რაზეც შენ აქ არ გეწერა.. არადა ვიცი რომ ამ გრაფას ყველა ჩვენი პაციენტი „დონორი“ ავსებს, და მე წესით ვალდებული ვარ ამ შემთხვევაში მონაცემები მოვითხოვო..
-         ... კარგით რა გაეწყობა )
თვალი გადამავლო ასისტენტმა თითქოს რაღაც იეჭვა ... არადა მეც კი არ ვიცოდი რა ქონდა ლადო ექიმს ჩაფიქრებული... ისე კი უსიამოვნო მომენტი იყო.. თითქოს რაღაც დავაშავე და გამოჭერა უნდოდაა..
-         ))) კარგით ნინო სულ ეს იყო ...
-         ))))) კარით...
წაიქოშინა და კარი მიხურა.. შემდეგ კმაყოფილი მზერით შემომხედა და ვითომც აქაც არაფერიო განაგრძო საუბარი...
-         მაშ ასე... სად შევჩერდით?
-         ... დიახ)) ფოტოსურათზე...
მდივანზე ჩამოჯდა და ქაღალდებში ქექვა დაიწყო, თითქოს რაღაცას ეძებდა გამალებით... შემდეგ თაბახი წინ ოდნავ წამოწია ისე რომ თაბახის მხოლოდ ¼ ჩანდა.. მომიახლოვდა და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა... შემდეგ ხელის მარტივი მოძარაობით ანკეტების მთელი ასხმა მაგიდას დანარცხა.. თითქოს სურდა შემეხედა მისი ამ მოძრაობისთვის... და თან საუბარი და ყავის სმაც დაიწყო
-         შვილო ჰელენე... ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ ამაზე.. და მგონი გავარკვიეთ რომ არ შეიძლება ამის გაკეთება... ამისათვის შეიძლება ლიცენზიაც ჩამომართვან, არა იმიტომ რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია ))) არა რა თქმა უნადა! უბრალოდ კლინიკის წესდებაში გარვევით წერია და რაც აკრძალურია ის ან არ უნდა გააკეთო ან თუ მაინც რატომღაც გააკეთე არავინ არ უნდა გაიგოს
ეს მინიშნებას გავდა და ხელი ანკეტისკენ გაიშვირა და მეც ინსტიქტურად გავიხედე... თითქოს ვიცოდი რაც უნდა მენახაა.. იმდენად ავღელდი ... შემეშინდა კიდეც..
მზერა გამიჩერდა.. და მაშინვე ხელი გადააფარა... ეს ჟესტი ვერ გავიგე.. თუ მანახა ბარემ როგორც წესია ადამიანურად კარგად ენახებინა... მაგრამ მერე ყველაფერს მივხვდი და ეს გრძნობა და შეყრილი კოპები მადლიერების გრძნობით სულ მთლად გამეფანტა..
ზუსტად ისეთი იყო.. როგორიც წარმომედგინა... სიმპათიური, მამაკაცური ნაკვთებით თუმცა ძალიან ყმაწვილური გამოხედვით... საერთოდ ადამიანთა სახეებს ვერ ვიმახსოვრებ მაგრამ ეს წამიერი ხილვა ისე დაილექა, რომ შევძელი გარვევით მისი სახის დამახსოვრება ... თუმცა მეშინოდა  ტელეფონის ნომრების მსგავსად ესეც არ დამვიწყებოდა...
-         ჰელენე კიდევ გააქვს კითხვები?
-         )))))))))))))))) არა... მგონი არა :D
-         გამონაკლისებს არასდროს ვუშვებ ესეც გახსოვდეს )) 
-         ვაიმეე ლადო ექიმოო ისეთი მადლიერი ვარ მართლაა!!!!...
-         დანარჩენ 2 ზე შემიძლია ის გითხრათ რომ...
-         არა ექიმო არანაირი დანარჩენი..!! მე ეს კანდიდატი მინდაა.. არ ვიცი მაგრამ ვგრძნობ მართლა ისაა ვინც მინდა რომ იყოს ჩემი შვილის მამა..))) ამას ახლა მივხვდიი ამ პროცესში.. თქვენ მართალი ბრძანდებოდით
-         )))))) კი მაგრამ მე არ მეზარება... ეს ჩემი მოვალეობაა
-         მესმის მესმის... მადლობა მაგრამ არაა საჭირო...))) მართლა ექიმო))... მე ამასობაში ერთი კითხვა დამებადა.. რაზეც თუ მიპასუხებთ ზუსტად გეტყვით ჩემს საბოოლოო გადაწყვეტილებას.. მიუხედავად იმისა რომ იგი მე უკვე მივიღე...
-         კეთილი გისმენთ...)
-         ეს იდენტური მონაცემები.. ანუ პირველადი მონაცემები არ იცვლება ხომ ... ანუ თუ ამ 4 წელიწადში ხო შეიძლებოდა ან შიდსი დამართოდა ამ პიროვნებას ან ნარკომანი ან ალკოჰოლიკი გამხდარიყო... ეს იმოქმედებს ჩემი შვილის ჯანმრთელობაზეე...? ლოგიკურად და წესით ალბათ არა..
-         :D :D :D რა თქმა უნდა არა ...!!!!
-         )))))))))))) მაშინ გამიმეორეთ კითხვა!
-         რა კითხვა..???! (დაიბნა ექიმი) .. აჰაა... მაშ რომელი კანდიდატი შეარჩიეთ საბოლოოდ? თუმცა პრინციპში ერთის მეტი არც განგვიხილავს...)))
-         J)))) დიახ... აიი...
და რატომღაც ვერ ვუპასუხეე... ალბათ იმიტომ რომ მისი სახელიც კი არ ვიცოდი.. და აბა როგორ? )) რა მეპასუხა დავფიქრდიი... რომ ვერაფერი მოვიფიქრე კითხვით შევცვალე ჩემი პასუხი...
-         და... ლადო ექიმო) სახელიც კი არ ვიცი ამ ადამიანის... შვილს რას ვეტყვი... ამაზე კი არ მიფიქრიაა
-         ))))) ბუნებრივიაა.. დამერწმუნეთ თქვენ თანდათან მიხვდებით რამდენ რაღაცაზე არ გაქვთ რეალურად ნაფიქრი.. და რამდენჯერ შეიძლება აღმოჩნდეთ ამგვარ სიტუაციაში... ყველაფერი წინ გელოდებათ... გამხნევდით..)))
-         ხოო.. ამაზე არ მიფიქრიაა... თქვენ ალბათ არ გამიმხელთ! ამაზე გამაფრთხილეთ კიდეც და მეც დაგთამხდით.. თუმცა არც ისე  სასიამოვნო მომენტია.. რას მირჩევთ ამ შემთხვევაში...?
-         )) ეს სტანდატური შემთხვევაა.. და აქ მოსული  მომავალი დედები ასეთ სიტუაციაში ხშირად ვარდებიან ხოლმე... როგორ გითრა ეს ინდივიდუალური მომენტია.. ჩვენგან გამორიცხულია გაიგოს დედამ მამის ვინაობა... ეს უბრალოდ შეუძლებელია! შეგიძლიათ ეს ვარიანტი თავიდანვე გამორიცხოთ.. თუ გონებაში აქამდეც გქონდათ...)))
-         )))))
-         საერთოდ ორი ვარიანტია.. ან საერთოდ არ ახსენებენ მას და რაიმე  ისტორიას იმიზეზებენ დედები რის გამოც „ვითომ“ არ უნდათ შვილებმა გაიგონ მათი ნაძირალა მამის ვინაობა და არ სურთ მისი ხსენებაც კი... ეს ძალიან ცუდი ვარიანტია)) ან იგონებენ რაიმე სახელსა და გვარს და ეუბნებიან რომ გარდაცვლილია... მე კი გირჩევ რომ როგორც ნებისმიერი გიჩევდა ჩემს ადგილას.. ყველა ზრდასრულ ადამიანს აქვს სიმართლის ცოდნის უფლება და ჯობია გაუმხილო საჭირო დროს სრული სიმართლე, რადგანაც ისიც გახდება ერთ მშვენიერ დღეს ზრდასრული ადამიანი და არ ღირს ტყუილში აცხოვრო..ამას უფრო არ გაპატიებს...))
-         არ ვიცი... ალბათ ასეც მოვიქცევიი..
-         დიახ! უმჯობესიაა... თან ამაში დასაძრახი არაფერია... ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იქნება და იმედია ადეკვატურ ადამიანად აღზრდი.. რათა მოვლებენი ადეკვატურად შეაფასოს..
-         რა თქმა უნდა ))) ამის არ მეშინია... უბრალოდ ხო .. მაინც არ არის... რაღაცნაირად სასიამოვნო ის ფაქტი რომ სიყვარულის ნაყოფი კი არა არამედ ქირურგიული ჩარევების და ტექნოლოგიების შედეგად გაჩენილი ხარ... ცუდად  ჟღერს მაგრამ ალბათ თავდაპირველად ასედაც აღიქვამს ალბათ..
-         შენ ამაზე არ იღელვო)))  მთავარია მართალი იყო მასთან... მას მაინც ეყვარები... ეს შენი გადასაწყვეტია
-         ))))))) კარგით მაშინ ჩემი შვილის მამას შევარქმევ დათოს )
-         ))))კეთილი...  ვუწოდოთ დათო კი ბატონო J
-         და სუროგატ დედაზე რა შეიგიძლიათ მითხრათ?
-         ა ხომ დიახ.. სულ გადამავიწყდა .. კარგი ქენი რომ შემახსენე)).. ეს პროცესი ძალიან ძვირი დაგიჯდება ალბათ კურსში ხარ... მაგრამ მაინც მე გირჩვ ინდოეთში გავიაროთ  ეს პროცედურები.. იქ საერთოდ შედარებთ ბევრად ხელმისაწვდომი ფასებია... 
-         ანუ ინდოეთში მომიწევს წასვლაა.. ??
-         დიახ.. საერთოდ სასურველია)) თუმცა აუცილებელი არაა..
-         არა წავალ რა თქმა უნდა.. თან იმ ქალსაც ვნახავ და ფულს გადავუხდი დამატებით ჩემი ბავშვს მუცლად ყოფნის დროს არაფერი მოაკლოს..
-         კიდევ ერთი რამ... უნდა გავითვალისწინო.. და მაინც გაფრთხილებ წინასწარ..
-         რა ხდება? რის შესახებ..
-         საერთოდ განაყოფიერება ადვილი პროცესი არაა... ანუ ძალიან ხშირად მუცელი ეშლება სუროგატ დედას.. ძალიან სათუთია ეს პროცესი...
-         ანუ... შეიძლება ვერ მოხერხდეს?? რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს?
-         შეიძლება სპერმის  მარაგი ამოიწუროს თუ ყველა მცდელობა კრახით დამთავრდება... სხვა დონორის შერჩევის აუცილებლობა დადგება.. და კვერცხუჯრედებიც რაოდენობაც უნდა განვსაზღვროთ..
-         კარგით.. იმედია არ მოხდება ესეთი რამ და ღმერთი არ გამწირავს ესე ძანაც ((
-         დიახ ყველაფრისთვის მზად იყავი...
-         კარგით)
-         აი ეს მომწონს.. ნუ ღელავ!!! უბრალოდ მე ყველაფერი უნდა მეთქვა ეს ჩემი როგორც ექიმის მოვალეობაა .. ძალიან შემიყვარდით ამ ხნის მარძილზე და თქვენს ამბებს ისე განვიცდი როგორც საკუთარი შვილისას... )))
ხელები ჩამკიდა და თვალებში შემოხედვა მთხოვა..
-         ჰელე..!! ყველაფერი კარგად იქნება და აი ნახავ სულ რაღაც 9 თვეში შენი პატარით ხელში გიხილავ..)) დედიკოსავით ლამაზი გოგო იქნება დარწმუნებული ვარ.. თუმცა იქნებ ბიჭიც იყოს..
-         )))))))))))))))) თქვენ რომელი გგონიათ?
-         მე გოგონები უფრო მიყვარს... თავად გოგონა არ მყავს და გული მწყდება.. იმედია შვილიშვილი მეყოლება გოგო... ასე მგონია შენი შვილი შვილიშვილივით მეყვარება ))) მართლა გეუბნები ჰელე შვილო ... ))
მამისეული თვალებით შემომხედა  და შუბლზე მაკოცა... ისეთი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი რომ ყოველგვარი შიშის, უსუსურობის მომენტი გამიქრა...
-         დროებით, და შემატყობინე ინდოეთში გასაფრენად მზად როდის იქნები) რაც უფრო მალე მოვრჩები ეს პროცესი მით უფრო მალე მორჩება...
-         კარგით როგორც თქვენ მირჩევთ))



გადავეხვიე და წამოვედი... იმედებით აღსავსე და ბედნიერიი...