Tuesday, November 20, 2012

უსახელო თვისებები

როცა კარი შემოაღო და დავინახე მივხვდი, რომ მისი წესებით მომიწევდა თამაში...
თავი ოდნავ უსუსურადაც კი ვიგრძენი... ვიღაც გზად მეღობებოდა...
იმდენად შორს იყო კრიტიკა მისგან, რომ ეს რაღაც ჩვეულს არ გავდა...
სანუგეშოდაც ვერც გავიფიქრე  რამე... არა მსგავსიც არაფერი.... თუმცა იმედი არ დამიკარგავს... ვიცოდი ყველაფერი წინ იყო... და შევძლებდი მისი იდეალური ხატის ჩამორღვევას...




დრო გადიოდა მე კი ადგილს ვერ ვპოულობდი... შემეძლო ყველაფერი დამეთმო ოღონდ რაღაც ისეთი ეთქვა ან გაეკეთებინა რომ მქონოდა საბაბი დამემსხვრია მისი ეს უზადო ხატი...... უცნაური იყო მისი გადაჭარბებული იდეალურობა... ვიტყოდი საეჭვოც  კი... ყველა მოხიბლული იყო მისით... სახეები რომლებით გამუდმებით ცნობისმოყვარეობისაგან ათასნაირად იღუნებოდნენ... და ეს ბანალური ფრაზები... "ღმერთო რა კარგია... ნამდვილია??:დ:დ:დ   არ მეჯერა რომ შენნაირები არსებობენ.. რა ვაკაცური.. საყვარელი .. ხარ!!! " ...  ბოლო 10 წუთი აკვიატებად მექცა... ბოლოს  კონტროლი დავკარგე ... 


თითქმის მოვიხიბლე...  რკინის ნამდვილად არ ვარ... თუმცა ეს უნაკლოობა, რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი არ მაძლევდა საშუალებას მეფიქრა რომ ბუნებაში მაინც არსებობენ ადამიანები რომელთა გამოცნობაც შეუძლებელია....
ეს მე არ მგავდა... ნუთუ ჩემთვის ზედმეტად რთული ამოცანა იყო... ნუთუ მე არ ვიყავი ის ადამიანი ვინც ასე  იოლად დაიჯერებდა ამ ზღაპარს....
რა თქმა უნდა არა!!
არ არსებობენ იდეალური ადამიანები... არსებობენ ადეკვატური ადამიანები....

 ძალიან სანდომიანი იმიჯი... იდეალური სახე... სახის ნაკვთები.... ფიგურა... სხეულის თითოეული დეტალი, რომელიც გულგრილს ვერცერთ მანდილოსანს ვერ დატოვებდა.... მეტიც ეს იდეალური ღიმილი.... მზერა... მანერიზმი... ხმა.... ინტრიგა... ღმერთო ... !! 

ეს იყიდება ... ნათქვამია თვალი ჭამს თვალი სვამსო... პირველადი ეფექტი რაც შეიძლება გარეგნულმა მხარემ დაგიტოვოს მანდილოსანს როცა ბიჭს ეცნობი.. ეს მას ნამდვილად გამოუვიდა...

ეს საკმარისი არ იყო... თუმცა ვისთვის როგორ.... გარშემო ყველა გოგონა გააქტიურდა.. ზოგი შეფარვით ზოგიც ღიად იბრძოდა.... ეს მანჭვა- გრეხვები!!
ამას დიდხანს ვერ გაუძლებდი და რამე უნდა მეღონა სასწრაფოდ..

ჩაყოლას ჩათევა ვამობინე... როცა დინების საწინააღმდეგოდ ვერ ცურავ სხვა გზა აღარ გრჩება დინების მიმართულებით უნდა იცურო... მე სხვანაირ ტაკტიკას ვიყავი  მიჩვეული მაგრამ კარგად მივხვდი ბოლო 30 წუთი რომ  გაჯიუტება არ ივარგებდა...


ისიც კი გავიფიქრე ნარცისიზმთან ხომ არ მქონდა საქმე?!
თუმცა არა...  საუბარში კრიტიკულობაც შვატყვე... თვითკრიტიკული ადამიანი ვერ იქნება შეპყრობილი ნარცისიზმით.... ეს ძალიან მომწონდა.. თუმცა არ ვჩქარობდი...

არც ტრაბახობდა... არც სხვების დისკრიმინაციით იყო დაკავებული.... არც გაყეყეჩებული იყო  თავისი არც თუ ურიგო კომფორტული ცხოვრებით... არც თაკილობდა პირიქით ამაყობდა რომ ბევრი განსხვავებული შეხედულების, აზროვნებისა და დონის (სოციალური მხარე ამ შემთხვევაში) ადამიანებთან ქონდა ურთიერთობა... არც რასისტი იყო... ჰუმანური დამოკიდებულებაც შევატყვე და ძალიან უშუალო და თავისუფალი აზროვნებაც... 
ჯანსაღი კრიტიკის უნარი... ადეკვატური მსჯელობა.. მიხვედრილობა... ყურადღებიანი და თავაზიანი იყო... იუმორთანაც გადასარევად იყო.... ძალიან გონიერი და ნაკითხი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა... სტილს გრძნობდა.. "გამოსული" ტიპი იყო...  ხელოვნება უყვარდა.. პოლიტიკაშიც მგონი ერკვეოდა (აშშ-ერაყის დაძაბლ ურთიერთობაზე თავისი აზრი გამოთქვა)..  მუსიკა გართობა და სპორტი ხო... აი არ ვიცი.. როგორც შეეძლო დამაბნია!!

ხელები უნდა ჩამომეყარა?!


გარკვეული დროით დამავიწყვდა მისი არსებობა.. თუმცა დამეთანხმებით ძალიან რთულია თითქმის იდეალური ბიჭის დავიწყება =))... 
ჰიპერ "დასტოინი" გოგოები უცებ ისეთი ხელმისაწვდომები გახდნენ .. რომ დაავიწყდათ თავიანთი "უკარება" იმიჯები... 
ეს ერთადერთი შემთხვევა იყო რომ ბიჭით ისე დავინტერესდი (არა პირადი მიზნების გამო)... რომ მინდოდა აბსოლიტურად ყველაფერი მცოდნოდა... თუ რამეს ახალს შევიტყობდი.. ჭორს ან მართალ ამბავს ვცდილობდი გამომეტანა დასკვნები... 
აზარტში შევედი!! ისე გამიტაცა მისმა პიროვნებამ რომ  სულ გადამავიწყდა რომ პრინციპში ეს ის ბიჭია რომელიც ჩემ გემოვნებაში ჯდებოდა და სულ ადვილად შეეძლო მას ჩემი მოხიბლვა... ნუ თუ მოინდომებდა
მაგრამ არც ის გააქტიურებულა... და  მეც სულ სხვა მიზნები მამოძრავებდა=))


ამ ისტორია გაგრძელება არ ქონია რადგან ვერც ექნებოდა ... (თურმე =)
პირველად შვხვდი ისეთ ბიჭს რომ მასზე ვერაფრით იფქრებდი რომ იგი არატრადიციული ორიენტაციის იყო... ასეთი ვაჟკაცური და სასურველი... გულგასაწყვეტი იყო...როგორც ფაქტი..
ბევრი გოგო მის გარშემო ვერც ხვდება დღესაც... და იკლაკნება ათასნაირად მისი ყურადღების დამსახურებისთვის ... (რიკი მარტინი გამახსენდა რატომღაც... მასზე როგორც დაწყდათ გული თავის დროზე ისე მოხდა ამ შემთხვევაშიც).. მეც დამწყდა გული...
თუმცა ეს ძალიან ცოტამ იცოდა და იცის...(მის შესახებ)..
 საქართველოში რთულია ამ ორიენტაციით ცხოვრება... მე თავისუფლად ვამბობ რომ ჩემთვის მიუღებელია! ..



მაგრამ აქ ასეთ უმცირესობებზე არ მექნება საუბარი... 

უსახელო თვისებები... 
რატომ უსახელო?... ამაზე დღეს მგზავრობისას დავფიქრდი.. როცა ჩემმა მეგობარმა მკითხა ჩვენს საერთო მეგობარზე... თუ რატომ მომწონდა ან საერთოდ რა მომწონდა  მასში... ორივემ შევატყვეთ რომ ვერ ავხსენი... ვერ ვუპასუხე... მაგრამ ასეთი რამ ვუთხარი:" იცი ვერ გეტყვი და ვერ შევძლებ სავარაუდოთ გითხრა.. რა მომწონს მასში თუმცა არსებობს თვისებები რომელთაც სახელი არ აქვთ ... ვერ დაარქმევ სახელს თუმცა იცი რომ კარგი თვისებებია და ამიტომ მოგწონს ეს ადამიანი.."... მსგავსად ცუდისა.. რომელსაც კონკრეტულად ვერ დაასახელებ თუმცა  გგონია რომ ცუდი ადამიანია...  მას აქვს ეს უსახელო თვისებები..

ეს ხშირად მაშინ ხდება როცა პიროვნება შენთვის გამოუცნობია ... არ იცნობ ბოლომდე და ზოგადი მახასიათებლებიდან აკეთებ დასკვნებს...

მეც და  საერთოდ ყველას გვაქვს ჩვენი უსახელო თვისებები რის გამოც მოვწონვართ ან პირიქით ცუდ შთაბეჭდილებებს ვტოვებთ გარშემომყოფებში... ეს არც ისე კარგია... რა თქმა უნდა უკეთესია როცა ვინმეს შეუძლია შენზე თქმა რომ მას მოსწონხარ იმიტომ რომ სიტყვაზე ხარ.. პირდაპირი, გულწრფელი, თამამი, ჯიუტი, ერთგული და სხვა... ვიდრე მდგარმა იმარჩიელოს... და გითხრას იცი არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც მომწონხარო..

მე მიყვარს ადამიანები... თუმცა ხშირ შემთხვევებში არა მათი თვისებებისდა გამო 


და ნუ გავიწყდებათ რომ თქვენც არ ხართ იდეალურები... სურვილი ერთია რეალობა მეორე...

No comments:

Post a Comment

left a comment :