Friday, May 20, 2016

ჩემი პირველი ეკრანული სიყვარული.......

როგორც ყველა თინეიჯერ გოგოს ემართება ხოლმე მეც მეწვია პირველი ეკრანული სიყვარული ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში ჰჰაჰაჰ (კარგით... თინეიჯერი არა ბავშვი ვიყავი ვაღიარებ) ...  მის გამო მინდოდა რაც შეიძლება მალე გავმხდარიყავი სრულწლოვანი..  ეს იყო ჩემი  სადარდებელი იმ ხანად.. გავმხდარიყავი გოგო, რომელიც თავბრუს დაახვევდა თავის კუმირს :დ 



ახლა ეს ყველაფერი იმდენად სასაცილოდ მეჩვენება, რომ ვპატიობ ჩემ თავს ამ ყველაფერს... თავს ასევე იმითაც ვინუგეშებ, რომ ჩემს ასაკში თითქმის ყველა გოგოს ემართება მსგავსი რამ ...


მაშინ ჯერ კიდევ ფირების... ე.წ. 'კასეტების' დროება იყო... 
ჩემი ამოჩემებული ფილმი კი იმ ხანად მხოლოდ და მხოლოდ 'ლოგანის შურისძიება' იყო... როგორც კი მსახიობი  ედი  სიბრიანი დავინახე მაშინვე ერთი დანახვით შემიყვარდა იგი... თავბრუ დამახვია მისმა ეშხმა... მივხვდი როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი "პრინცი"... ჰაჰჰა ძალიან მეცინება ახლაც ამაზე...  


ფილმი 'ლოგანის შურისძიება' გამოვიდა 1998 წელს...
ცოტას ამ ფილმის შესახებაც მოგიყვებით... ისეთი ფილმია... აი რომ იტყვიან 'ხანი ვერაფერს აკლებსო'... ასე რომ თამამად ვუწევ რეკომენდაციას :))) 






გამოშვების თარიღი: 1998 წ. 1 ნოემბერი
რეჟისორი და პროდიუსერი: ჩაკ ნორისი
მონაწილეობენ: ჩაკ ნორისი, ედი  სიბრიანი, ჯოე სპანო, ჯეფ კობერი და სხვები.



ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ:
https://www.youtube.com/watch?v=lyuDDdU2mKs








სიმართლე გითხრათ ძლივს გავიხსენე ეს ფილმი...
მაშინ მისი სახელიც არ ვიცოდი... კითხვაც არ შემეძლო ტიტრების... ინტერნეტი კი საერთოდ რა იყო არ ვიცოდი... მოკლედ უიმედოდ ვიყავი შეყვარებული...

ამასწინათ ... ვუყურე განმეორებით  ჩემს საყვარელ ფილმს "შეუჩერებელნი 3" ... სადაც ჩაკიც თამაშობს და გამახსენდა ჩემი პირველი ეკრანული სიყვარულის ისტორიაც... მოვინდომე ძალიან და მისი წყალობით ვიპოვე ჯერ ფილმი და შემდეგ გავიგე მის შესახებ ყველაფერი... რამდენი წლისაა... რომელ ფილმებში თამაშობს.. მისი კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ.. ჩემი ბავშობის კუმირი დღეს 42 წლისაა და ისევ ისეთი სიმპათიურია .. უბრალოდ მე გავიზარდე და მიყვარს ის ედი როგორიც შემიყვარდა მაშინ... როცა 1 გრამი ტვინი მქონდა.. :დ




ახლა წერისას გამახსენდა მეორე მსახიობი რომელზეც არანაკლებ ვგიჟდებოდი... 
თუმცა მას უკვე თინეიჯერობის დროინდელ სიყვარულს დავარქმევდი .. :დ

90-იან წლებში დაბადებულ გოგონებს გემახსოვრებათ... სერიალი 'კლონი'... 
თქვენ ალბათ მის მთავარ გმირზე გაიფიქრეთ მაგრამ არა ცდებით...
რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ჩემი ფიქრების მბრძანებელი იმ დროისათვის იყო ბრაზილიელი მსახიობი და მოდელი სერხიო მარონე... ^___^ 


დღეს ის 35 წლისაა და ჯერ კიდევ უცოლოა... ჰაჰჰა ხომ არ მეფიქრა რას იტყვით...
ახლააც ისეთვივე გასაგიჟებელია როგორც მაშინ ...
დღეს შევავლე მის ფოტოებს თვალი :)))


მოკლედ ეს პოსტი იმის დასტური მაინცაა საბოლოო ჯამში თუ რა გემოვნებიანი ვიყავი პატარაობიდანვეე... (ვიმატრაკვეცე კიდეც ) 
იმასაც შეამჩნევდით რომ შავგრემნები მომწონს :დდ

ძალიან მაინტერესებს თქვენ თუ გყავდათ ჩემს მსგავასად ეკრანული კუმირები...
ვინ იყვნენ ისინი და რატომ მოგწონდათ ასე ძალიან ...





No comments:

Post a Comment

left a comment :