Saturday, May 21, 2016

VS Challenge ---> Georgian beauties and Famous models

1.

First one I wanna represent to u guys   beautiful Georgian model Ana Axvlediani...
I found the likeness with beautiful Bianca Balti.. model from Italia...

Ana Axvlediani VS Bianca Balti

Ana Axvlediani VS Bianca Balti

Ana Axvlediani VS Bianca Balti

I found likeness her with Gigi Hadid 

Ana Axvlediani VS Gigi Hadid

Ana Axvlediani VS Gigi Hadid

also with Jenny Watwood

Ana Axvlediani VS Jenny Watwood

Ana Axvlediani VS Jenny Watwood

Ana Axvlediani VS Jenny Watwood

2. 

I wanna represent the next Georgian Top Model Tako Natsvlishvili... I found likeness her with Kendall Jenner ... how u think about it? 

Tako Nastvlishvili VS Kendall Jenner

Tako Nastvlishvili VS Kendall Jenner

Somehow I found likeness also her with Monica Bellucci

Ana Axvlediani VS Monica Bellucci


Ana Axvlediani VS Monica Bellucci

3.

And last one is my favorite ... Miranda Shelia (Mimi Shelini) and her amazing likeness with Super Model Irina Shayk
Mimi Shelini VS Irina Shayk 

Mimi Shelini VS Irina Shayk 


well ... that's all I got it today... I'm not saying that they re copy but somehow they look alike to each other... Do u agree with me? tell me how u think about it in comments ...





'ბუნების დედა' .... ჩემი ახალი აღმოჩენა

არაამქვეყნიურად ლამაზი ფოტომოდელი... რომელმაც ერთი გავლა-გამოვლით დაჩრდილა ყველა მოდელი დედამიწაზე...

უნაკლო ქალი...  რომელიც გულგრილად ვერ ტოვებს გარშემომყოფებს...
მისი შემხედვარე მხოლოდ ერთი კითხვა მებადება: 'არსებობს კი კაცი.. ან უბრალოდ ადამიანი ვისაც შეიძლება ის არ მოეწონოს?'...

გაიცანით ჩემი ახალი აღმოჩენა... ჟენი ვეტვუდი...

სიმაღლე: 170 სმ.
წონა: 58 კგ.
ქვეყანა: იტალია/მილანი


სახტად დასარჩენათ უყურეთ ამ ვიდეოსაც...
https://www.youtube.com/watch?v=DOTrU09ah1Y
















Friday, May 20, 2016

ჩემი პირველი ეკრანული სიყვარული.......

როგორც ყველა თინეიჯერ გოგოს ემართება ხოლმე მეც მეწვია პირველი ეკრანული სიყვარული ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში ჰჰაჰაჰ (კარგით... თინეიჯერი არა ბავშვი ვიყავი ვაღიარებ) ...  მის გამო მინდოდა რაც შეიძლება მალე გავმხდარიყავი სრულწლოვანი..  ეს იყო ჩემი  სადარდებელი იმ ხანად.. გავმხდარიყავი გოგო, რომელიც თავბრუს დაახვევდა თავის კუმირს :დ 



ახლა ეს ყველაფერი იმდენად სასაცილოდ მეჩვენება, რომ ვპატიობ ჩემ თავს ამ ყველაფერს... თავს ასევე იმითაც ვინუგეშებ, რომ ჩემს ასაკში თითქმის ყველა გოგოს ემართება მსგავსი რამ ...


მაშინ ჯერ კიდევ ფირების... ე.წ. 'კასეტების' დროება იყო... 
ჩემი ამოჩემებული ფილმი კი იმ ხანად მხოლოდ და მხოლოდ 'ლოგანის შურისძიება' იყო... როგორც კი მსახიობი  ედი  სიბრიანი დავინახე მაშინვე ერთი დანახვით შემიყვარდა იგი... თავბრუ დამახვია მისმა ეშხმა... მივხვდი როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი "პრინცი"... ჰაჰჰა ძალიან მეცინება ახლაც ამაზე...  


ფილმი 'ლოგანის შურისძიება' გამოვიდა 1998 წელს...
ცოტას ამ ფილმის შესახებაც მოგიყვებით... ისეთი ფილმია... აი რომ იტყვიან 'ხანი ვერაფერს აკლებსო'... ასე რომ თამამად ვუწევ რეკომენდაციას :))) 






გამოშვების თარიღი: 1998 წ. 1 ნოემბერი
რეჟისორი და პროდიუსერი: ჩაკ ნორისი
მონაწილეობენ: ჩაკ ნორისი, ედი  სიბრიანი, ჯოე სპანო, ჯეფ კობერი და სხვები.



ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ:
https://www.youtube.com/watch?v=lyuDDdU2mKs








სიმართლე გითხრათ ძლივს გავიხსენე ეს ფილმი...
მაშინ მისი სახელიც არ ვიცოდი... კითხვაც არ შემეძლო ტიტრების... ინტერნეტი კი საერთოდ რა იყო არ ვიცოდი... მოკლედ უიმედოდ ვიყავი შეყვარებული...

ამასწინათ ... ვუყურე განმეორებით  ჩემს საყვარელ ფილმს "შეუჩერებელნი 3" ... სადაც ჩაკიც თამაშობს და გამახსენდა ჩემი პირველი ეკრანული სიყვარულის ისტორიაც... მოვინდომე ძალიან და მისი წყალობით ვიპოვე ჯერ ფილმი და შემდეგ გავიგე მის შესახებ ყველაფერი... რამდენი წლისაა... რომელ ფილმებში თამაშობს.. მისი კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ.. ჩემი ბავშობის კუმირი დღეს 42 წლისაა და ისევ ისეთი სიმპათიურია .. უბრალოდ მე გავიზარდე და მიყვარს ის ედი როგორიც შემიყვარდა მაშინ... როცა 1 გრამი ტვინი მქონდა.. :დ




ახლა წერისას გამახსენდა მეორე მსახიობი რომელზეც არანაკლებ ვგიჟდებოდი... 
თუმცა მას უკვე თინეიჯერობის დროინდელ სიყვარულს დავარქმევდი .. :დ

90-იან წლებში დაბადებულ გოგონებს გემახსოვრებათ... სერიალი 'კლონი'... 
თქვენ ალბათ მის მთავარ გმირზე გაიფიქრეთ მაგრამ არა ცდებით...
რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ჩემი ფიქრების მბრძანებელი იმ დროისათვის იყო ბრაზილიელი მსახიობი და მოდელი სერხიო მარონე... ^___^ 


დღეს ის 35 წლისაა და ჯერ კიდევ უცოლოა... ჰაჰჰა ხომ არ მეფიქრა რას იტყვით...
ახლააც ისეთვივე გასაგიჟებელია როგორც მაშინ ...
დღეს შევავლე მის ფოტოებს თვალი :)))


მოკლედ ეს პოსტი იმის დასტური მაინცაა საბოლოო ჯამში თუ რა გემოვნებიანი ვიყავი პატარაობიდანვეე... (ვიმატრაკვეცე კიდეც ) 
იმასაც შეამჩნევდით რომ შავგრემნები მომწონს :დდ

ძალიან მაინტერესებს თქვენ თუ გყავდათ ჩემს მსგავასად ეკრანული კუმირები...
ვინ იყვნენ ისინი და რატომ მოგწონდათ ასე ძალიან ...





Thursday, May 19, 2016

Meet Georgian Audrey Hepburn

Somehow you may think 'aww I've never seen this picture before..' you will be amazed when you see how strongly she looks likes to my favorite, most beautiful, talented and amazing actress... Audrey Hepburn ^___^

Wualaa.... Photo Model Tamuna Tabatadze
enjoy pics and share your opinion down the post... 


























FOLLOW TAMUNA TABATADZE ON INSTAGRAM:


Audrey Hepburn pictures / lookalike / model / Golden ages / Georgia / Beautiful / actress / unknown pics / amazing / Tamuna Tabatadze 




Wednesday, May 11, 2016

მარტა გრეჰემის ტექნიკა თანამედროვე ცეკვაში



" არავის ადარდებს ის, რომ შენ ცეკვა არ შეგიძლია. უბრალოდ ადექი და იცეკვე. დიდებული მოცეკვავეები არ გამხდარან დიდებულები თავიანთი ტექნიკის წყალობით, ისინი დიდიებულები თავიანთმა ემოციებმა გახადეს.."


ამერიკელი ქორეოგრაფი მარტა გრეჰემის შემოქმედება უამრავი ცნობილი მხატვარის, კომპოზიტორის შთაგონების წყარო გახდა. ის გახლდათ პირველი მოცეკვავე, რომელიც გამოვიდა თეთრ სახლში ნომრით. მან დაამკვიდრა თავისი სტილი 'გრეჰემის ტექნიკა' თანამედროვე საცეკვაო მიმდინარეობებში, მსოფლიოში მისი ტექნიკური შესრულება დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ახალი ერა ქორეოგრაფიაში 

1936 წელს გრეჰემმა შექმნა ქრონიკული კოლაჟი, სადაც წარმოადგინა თავისი დროების ავთენტური რეალობა და მან ეს დრამატიზმის დემონსტრირებით მოახერხა თავის დადგმებში. მისი ქორეოგრაფია დაფუძნებული იყო უპირველესად ემოციურ, დრამატულ ილუსტრაციებზე, რაც მაყურებელს გულგრილს ვერ ტოვებდა. მის ცეკვებში შერწყმული იყო ქალურობის, ტრაგიზმის, მანერიზმის და გრაციის უზადო სინთეზი. ფლობდა მისეულ ტექნიკას, რომელმაც შემდგომში 'გრეჰემის ტექნიკით' დამკვიდრდა ქორეოგრაფიულ მიმდინარეობებში. 

'არაფერი არ გიწვევს ისე, როგორც მოძრაობა..'

1938 წელს მარტას პირველად პარტნიორობას უწევს ერიკ ჰავკინსი, რომელიც 1 წლის განმავლობაში იკავებს გრეჰემის ქორეოგრაფიაში წამყვან პოზიციებს. მალე  პროფესიული ურთიერთობა გვირგვინდება ქორწინებით.  წყვილი დაქორწინდა 1948 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც მოხდა გრეჰემის დადგმის პრემიერა ნიუ ორკში, სახელწოდებით 'ღამის მოგზაურობა'. თუმცა მათმა პროფესიულმა ტანდემმა არ გაამართლა, 1951 წელს ერიკმა გრეჰემის დადგმებში მონაწილეობა აღარ მოისურვა, ხოლო 1954 წლისთვის წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.

1958 წელს მისი კარიერა ზენიტშია, გრეჰემმა მაყურებელს წარუდგინა შთამბეჭდავი საბალეტო დადგმა, სახელწოდებით  '
კლიტემნესტრა',
 რომელიც შექმნა ბერძნული ლეგენდების მოტივებზე და პირველსავე პრემიერამ დიდი ოვაციებით ჩაიარა. შემდგომში ბალეტი დაიხვეწა, როცა გრეჰემმა თანამშრომლობა დაიწყო წარმოშობით ეგვიპტელ კომპოზიტორთან, ჰალიმ ებ-დაბჰთან, რითაც ბალეტმა გაითქვა სახელი საყოველთაოდ. ბალეტი ითვლება მეოცე საუკუნის, ამერიკული მოდერნიზმის ყველაზე წარმატებულ დადგმად. 

გრეჰემი თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა უამრავ კომპოზიტორთან. იგი იყო მათი შთაგონების წყარო და პირიქით.  გრეჰემი ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარი ჩანაწერების პრაქტიკას და მიაჩნდა რომ ცოცხალ შესრულებაზე ზუსტად ამას ჩანაწერი ვერ გადმოსცემდა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სცენა. მას შევადარებდით იმ მსახიობებს, რომელებიც უპირატესობას ანიჭებენ სცენაზე, სპექტაკლებში მონაწილეობას ვიდრე კინოში. გრეჰემი ამ პროცესისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა. იგი ერიდებოდა ტელეფონით თავის დადგმებზე მითითებების გაცემას. გრეჰემი თანამშრომლობდა ასევე რამოდენიმე, მისთვის საყვარელ ფოტოგრაფთან.


1961 წელს მან უკანასკნელად მოირგო სცენაზე როლი და ბრწყინვალედ გამოვიდა სცენაზე. მისი ყოველი შესრულება გაჟღენთილი იყო სისადავით, სიბრძნით, გონიერებით. ის სცენის ლეგენდა იყო, სამსახიებო ოსტატობითა და სცენიური შარმით დამშვენებული გადმოსცემდა თავის სათქმელს უთქმელად, ჟესტებით. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ ცეკვა ეს იყო სულის უხმო მეტყველება, როცა სათქმელს სხეულით, მზერით და ხასიათით გადმოცემ.


 როცა გრეჰემა მიატოვა ცეკვა იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, სიცოცხლის ხალისი დაკარგა, სულიერად დასუსტდა და გაღარიბდა, ამ ყოველივეს თან ერთვოდა პირადი ცხოვრებაში პიასკოც და ჯამრთელობის გაუარესებაც. გერეჰემი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ რაც მან ცეკვაზე უარი განაცხადა ის სხვის შესრულებებსაც ვერ უყურებდა. სჯეროდა, რომ არ უნდა გაეხედა წარსულისკენ, არ უნდა მისძლეოდა ნოსტალგიას და მოგონებებს. თუმცა ამბობდა, რომ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება მაშინ, როცა ის უყურებდა სცენას, სადაც ხედავდა ახალგაზრდა მოცეკვავეს რომელიც ისე მოძრაობდა როგორც ის 30 წლის უკან, ცეკვას, რომელიც დადგა თვითონ და ასრულებდა იმ ადამიანთან ერთად რომელიც ქვეყნიერებას ერჩივნა. გრეჰემმა თქვა: 'როცა მე ცეკვას მოვრჩი იმ დროს გაქრა სურვილი მეცხოვრა. ვრჩებოდი სახლში მარტო, ვჭამდი ძალიან ცოტას და ვსვამდი ძალიან ბევრს. სახე წაშლილი მქონდა და ჩემი შემხედვარე ხალხი ამბობდა თუ რა უცნაურად გამოვიყურებოდი, ამაში კი მათ შემიძლია დავეთანხმო. საბოლოოდ სისტემა მომეშალა. დიდი ხმის განმავლობაში ვიწექი სავადმყოფოში, უმეტესად კომაში ვიყავი.' გრეჰემი იმ თვითმკვლელობის სტადიამდე მივიდა, თუმცა გადარჩა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ დაბრუნდა ახალი შემართებით თავის სტუდიაში 1972 წელს, თავი დაანება სმას, დაბრუნდა თავის სტუდიაში და შექმნა უამრავი საბალეტო დადგმა,მათ შორის უკანასკნელი 1990 წელს. 



მარტა გრეჰემი 1991 წელს, 96 წლის ასაკში, ნიუ ორკში, პნევმონიით გარდაიცვალა.