"სიკვდილზე ფიქრი უფრო საზარელია ვიდრე თავად სიკვდილი...!"
ნუ დატოვებ მათ ამ განსაცდელში..
ნუ იქნები ეგოისტი...
არ დაიზარო..
და ნუ იტყვი ამ ნაბიჯზე უარს შიშის გამო...
რადგან...
უწმინდესი და უნეტარესი ილია II
"არაფერი ისე არ გვამსგავსებს ღმერთს, როგორც ქველმოქმედება"
წმ. იოანე ოქროპირი
დონორობა ადამიანური ერთსულოვნების ერთერთი მთავარი გამოვლინებაა: დღეს თქვენ გადაარჩინეთ სხვისი სიცოცხლე, ხვალ შეიძლება სხვამ გადაარჩინოს თქვენი...
ძალიან რთულია საკუთარ თავს აჯობო...
ბევრჯერ უწევს ადამიანს იმის გაკეთება რაც არ სურს ან ჰგონია რომ არ შეუძლია...
აჯობო შიშს, ეჭვს..
დასძლიო ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური შესაძლებლობები...
ამ ყველაფერს ან რაღაცისთვის (ვიღაცისთვის) აკეთებ ან სააკუთარი თავისათვის...
ეს უკანასკნელი ეგოისტობაზე სულაც არ მეტყველებს, მაგრამ თუ ამის გაკეთება უცნობი ადამიანისთვის გინდა ყოველგვარი საზღაურის გარეშე... ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველბს...
ჩემს შემთხვევაში ცოტა სხანაირად იყო საქმე...
ჩემდა სამარცხვინოდ ვარიდებდი ამ პროცედურას თავს...
მშიშარა არ ვარ..
უბრალოდ იმის გაკეთება რაც არასდროს გამიკეთებია ცოტათი
თავდაჯერებულობას მაკარგვინებდა...
უცნაური გრძნობა დამეუფლა..
როცა საქმე საქმეზე მიდგა...
მეგონა პატარა ნემსი ქვეყანას დაანგრევდა...
და ისე ავნერვიულდი გეგონებოდა ამას ეხლა ნარკოზის გარეშე უკეთებენ ოპერაციასო..
ხუთიოდე წუთის შემდეგ შემრცხვა ჩემი გადამეტებული პანიკის გამო, რომელიც მართლაც რომ უადგილო იყო...
გამოსულს მივხვდი, რომ ეს არც იმსთვის გამიკეთებია რომ უფალმა კეთილ საქმედ მიმიღოს ან პაციენტებმა მადლიერების გამო სულ მლოცონ, ან იმიტომ გავაკეთე რომ საქმეს სჭირდებოდა...
დიდი როლი პატარებზე ფიქრმა ითამაშა რომლებმაც ეგრევე შემაყვარეს თავი.....
გამოსულს მივხვდი, იმას რომ რაც გავაკეთე სრულიად ჩვეულებრივი რამ იყო, რაც ყველა ჯამრთელმა ადამიანმა უნდა გააკეთოს.....
არ არის საჭირო ამაზე ბევრი ფიქრი ან საუბარი ..
ჩვენი სისხლით შეგვიძლია სამ პატარას შევუნარჩუნოთ სიცოცხლე..ნუ დატოვებ მათ ამ განსაცდელში..
ნუ იქნები ეგოისტი...
არ დაიზარო..
და ნუ იტყვი ამ ნაბიჯზე უარს შიშის გამო...
რადგან...
ყოველივე უხერხულობა, დროის დაკარგვით ან შესაძლებელი არასასიამოვნო შეგრძნებებით გამოწვეული, არარაობაა იმასთან შედარებით, როდესაც იცით: თქვენმა სისხლმა სიცოცლე შეუნარცუნა ადამიანს...
"ჭეშმარითად ქველმოქმედია ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც დიდი მადლია ღვთის წინაშე; მითუმეტეს, დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი."
"არაფერი ისე არ გვამსგავსებს ღმერთს, როგორც ქველმოქმედება"
წმ. იოანე ოქროპირი
No comments:
Post a Comment
left a comment :