Monday, February 6, 2012

ჭაღზე გადმოკიდებული სინამდვილე..=((

ევრჯერ უნდა წავიქცე რომ რამეს მივხვდე.. ან  ზე-პიკში უნდა მოვექცე ისე, რომ გადახტომის გარდა სხვა გზა არ დავიტოვო.. ეხლაც ასე ვარ... მაგრამ არ ვხტები....

არ ან ვერ..... მაინც მიხარია... 

კარგია როცა დღე ჩვეულებრივ, უსიამოვნებების გარეშე იწყება.. როცა იცი რომ  გაღვიძებისას ინტუიციისა და პიჟამოს ამარა შეგიძლია თვალდახუჭულმა მიაჭრა აბაზანას... თანდათან იწყებ გამოფხიზლებას და  საძინებელში შემობრუნებულს მეტი სიხადისათვის ცდილობ ჭაღის ანთებას თუმცა  მალევე ხვდები რომ მაინც უკუნითია ჰორიზონტზე.. მეორედ აჭერ  გადასამოწმებლად თუმცა რეზულტატი არც ამ შემთხვევაში იცვლება..  ხვდები   რომ  ნათურამ დაასტუკა  და გაღვიძების ფაქტთან ისევ თავიდან იწყებ შეგუებას...


ალბათ  ჩემი ნათურებიც ისეთივე არასაიმედოები არიან როგორც ის ადამიანები რომლებიც მუდმივად გარს გვახვევიან... ისინი ჩვენს ცხოვრებას სიცხადეს და სინათლეს ანიჭებენ, თუმცა ნებისმიერ წუთს შეიძლება იგი სიბნელით ჩაანაცვლონ... ჭაღის დეკორაციას ჩვენ თვიონ ვირჩევთ ან  უკეთეს შემთხვევაში  თავად ვქმნით მას (ამ შემთხვევაში საიმედოობის პრინციპიც უფრო მაღალია)... ყოველი  "გადამწვარი ნათურა" დაკარგული მეგობარი და გაცრუებული იმედების მთელი  რახარუხია... გავდივართ მაღაზიაში და   ახალს ვიძენთ ჩვეულებრივ... რა პრობლემაა... 


ჩემს ჭაღს შევხედე და ბევრი  ვერაფერი  დავინახე... ისევ იმ სიმძლავრით ანათებს როგორც გუშინ ან იმის წინ.... 
მაგრამ რატომღაც არ მიხარია ... ალბათ იმიტომ რომ  ჭაღი ძველია  მაგრამ ყველა ნათურა ახალი (დასტუკების პერსპექტივით)... 


ილუზიასთან ბრძოლით დავიღალე, მეშინია მეც არ ვიქცე  მის ნაწილად..
ადამიანებს მივეცი შანსი შეექმნათ ჩემი სამყარო.. მაგრამ საბოლოოდ ამის რწმენით საკთარი "მე"-ს დეგრადირება დავიწყე.. ამას ეხლა ვხვდები.......!!
მათ მუდმივად შანსს ვაძლევ.. ყოველი იმედგაცრუებისას ყოველივეს თავიდან ვიწყებ და არ მბეზრდება არც დამზარებია  არასდროს.. რადგან მიყვარს ისინი და ვთვლიდი ამას იმსახურებდნენ... მათთან მიმართებაში ყოველთვის ვპოულდი  სწორ გადაწყვეტილებებს, ოღონდ მას შემდეგ რაც ყველა დანარჩენს მოვსინჯავდი... ვცდილობდი გამეგო, მომესმნა, საკუთარი თავი მათ ადგილას წარმომედგინა და ასე ვებრძოდი სინამდილეს... იმ სინამდვილეს რომელსაც  საგულდაგულოდ ვემალებოდი.. და ხელში მხოლოდ ფიასკო შემჩა... ღირსი ვარ რადგან ვერ  ვაცნობიერებ როგორ სამყაროში ვცხოვრობ... ბოლომდე ვენდობი მათ ვინც ამას ნაკლებად იმსახურებს.. ვუსმენ მათ ვინც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე  მოქმედებს და აზროვნებს... 
არ მინდა ვიყო კოლექციონერი, არ მინდა ახალი ჭაღი ... ეს რაღაცის დასაწყისი  აუცილებლად იქნება მაგრამ  დასასრულიც ამავე დროს...

უბრალოდ არ მინდა    ყოველი მცდელობისას  იმ შიშით ვანთებდე ჭაღს რომ იგი კიდევ ერთხელ მიმტყუვნებს...



l'm not a fanatic.. l just feeling that l'm very lucky... =)))
what a fucking feeling comes over me...!!!!





No comments:

Post a Comment

left a comment :