დილით, არავინ დამხმარებია გაღვიზებაში...
არც ჩემი ვაი საწყალი ბუდილნიკი.... არც ჩემი ძმის (წინა ღამით დავავალე გაღვიძება ) სასტიკი ხმა... არც მეზობლები (საერთოდ ისინი არიან ხოლმე ინიციატორები)... მოკლედ ჩემმა სინდისმა დამდო პატივი (მეგონა საერთოდაც არ გამაჩნდა :დ)... კამერას დავავლე ხელი და გავქანდი იაშვილის ბავშვთა კლინიკაში....
ადგილზე მისულს საათზე მეტი მომიწია ლოდინი ... შემდეგ დაცვის ზედმეტად გამკაცრებული კონტროლი... საიდან, როგორ და რატომ მოვედით და ვისთან და რა მიზნით გვინდა შეხვედრა... ეს გადარეკვები..და იმის მტკიცება რომ ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს... ყოველივე ეს ..დაღლილობა და ამდენი ლოდინი მაშინვე გადაგვავიწყდა, როცა შევაღეთ ბავშვთა განყოფილების კარები .... პატარა უსაყვარლესი ბავშვები, რომლებიც ანგელოზებს მაგონებდნენ იმდენად საყვარლები და უმანკოები იყვნენ... მათი საწყალი თვალები, გადაგლილი მზერა რომელთაც გაქცევა სურდათ, სირბილი,თამაში .... მაგრამ წვეთოვანები ამის უფლებას არ აძლევდნენ... რას არ გაიღებდნენ მათი ფეხები ოღონდ რომელიმე პალატაში დამალული თანატოლი ენახათ და გახარებულებს სირბილ-სირბილით მიესწროთ სახლში დასასმენათ (დასასყუკებლად).....
ზოგი მოზარდი რას არ აკეთებს, იმისათვის, რომ რაიმეთი განსხვავებული იყოს დანარჩენ სამყაროზე.... ფანტაზიას, ფინანსებს არ იშურებს მიზნის მისაღწევად და იმას რაც ბუნებითი.... ბუნებრივი უნდა იყოს ხელოვნურად სხვადასხვა რესურსების ხარჯზე ახერხებს...
ბევრი გვინახავს ... ხშირად გვსმენია.... მას შეუძლია... მას აქვს... მეც მინდა .... შემიძლია და ამას დავამტკიცებ... კი ბატონო =))))
მაგრამ ამ შემთხვევაში, მე მინდა იმათზე გელაპარაკოთ ვისაც არა თუ არ გააჩნია ამგვარი ამბიციები არამედ არც კი იციან საკუთარი შესაძლებლობებით მანიპულაცია რას ნიშნავს.... რადგან ჩვენ დახმარებას საჭიროებენ.... პატარები რომლებსაც სირბილი, თამაშიც კი აკრძალული აქვთ და ჩვენი დახმარების მოლდინში დღეებს საწოლებზე მიმაგრებული წვეთოვანებით ხელში ელოდებიან... =((((
პროექტი, რომელზედაც ჩემ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი გასულ კვირას სწორედ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე იყო ორიენტირებული... მათ დახმარებაზე...
ჩემი სიცოცხლე დღეს სხვას ვათხოვე ეს იყო სახელწოდება იმ ღონისძიებისა რომლის ორგანიზატორები მე და ჩემი თანაგუნდელები ვიყავით გასულ ხუთშაბათს 15 დეკემბერს თსუს მეხუთე კორპუსში...=)) ძალიან ვღელავდით , გვინდოდა რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა... ძალიან ვეცადეთ სტუდენტებისთვის გასაგებად აგვეხსნა პრობლემის არსი და ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს დონაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენი პატარებისათვის ...
მთავარი თემა სისხლის მარაგის დეფიციტი იყო.... აქცენტი უანგარო სისხლის დონორებზე გვქონდა გაკეთებული.... მათი რაოდენობა დღეს მხოლოდ 3%-ია საქართველოში სამწუხაროდ... ამ სფეროში სერიოზული კრიზისია... ჩვენ გვსურდა პრობლემის აგიტაცია სტუდენტთა იმ კატეგორიაში, რომლებიც დღეს, ნებსით თუ უნებლიედ, პასიურ პოზიციაში იმყოფება......
1 სტუდენტის მიერ ჩაბარებული სისხლი 3 პატარას გადაარჩენს... დონაცია თვითონ დონორისათვისაც ძალაინ სასარგებლოა...
ღონისძიება ჩავატარეთ ძალიან კმაყოფილები დავრჩით..=))) რადგან ინფორმაციის ზუსტად მოსმენის შემდგომ ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა სურვილი აქციაში მონაწილეობაზე და სიცოცხლის გადარჩენაზე....
აწმყოს ნუ დავაკარგვინებთ მომავალს....
ისე არაფერი არ გვამსგავსებს ღმერთს, როგორც ქველმოქმედება....
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს facebook-ზე http://www.facebook.com/pages/sisxlis-donorta-klubi/238760026186355
No comments:
Post a Comment
left a comment :