Thursday, December 8, 2011

ჯანმრთელი ინვალიდი

გუშინ  მიწვეულ  ღონისძიებაზე ყოფნისას, რომელიც "შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს" ეძღვნებოდა, კიდევ ერთხელ დავნწმუნდი  ჩემს უსუსურობაში....


"როგორ ინგრევა კედელი" ეს სახელწოდებაა იმ დოკუმენტური ფილმისა, რომელსაც  გუშინ ღონისძიებაზე ვუყურეთ.. ფილმის ნახვამდე  ვფიქრობდი ახალს რაღას გავიგებ, უბრალოდ ახლებურად დავინახავ გადმოცემულს ეგ იქნება და ეგმეთქი და სწორედ მანდ შევცდი... 

....ველოდი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანთა ინტერვიუებს და სრულიად საპირისპირო დავინახე... მართლა გავოცდი იმდენად ძლიერები და შეუპოვრები არიან.. და კიდევ უფრო გამიცრუვდა იმედი.. არა მათი მისამართით ...არა.... ჩვენი საზოგადოების უმოქმედობით, გულცივობით.. დავიღალე მუდამ იმ პოზიციაში ყოფნით, როცა "არც ხელს ვუშლით და არც ვეხმარებით"... დამღალა ამ მოჩვენებითმა სოლიდარობამ, რატომ  არის ქართველი  ადამიანის გონება მოწყობილი ისე, რომ სანამ მის ახლობელს არ გაუჭირდება მანამდე არ  შეიწუხებს თავს... არა სიტყვიერი სოლიდარობა "პრობლემა არაა" ამაში მაგრები ვართ, მეტიც შეუდარებლები ... აღარაფერს ვამბობ იმ კატეგორიაზე , რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ  ხელს უშლის მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში...


არ ველოდი ამ სიტყვების გაგონებას: "მერე რა, რა მოხდა...."  
გოგონა (ინვალიდის სავარძელში): "არ აქ მნიშვნელობა ზიხარ თუ დგახარ, ეს ვერ შეგზღუდავს, ამის გამო არ უნდა შექმნა ტრაგედია.... რადგან ეს მდგომარეობა ტრაგედია როდია, პირიქით , იგი გაძლიერებს...! ხოლო ის ვინც ამისგან  ტრაგედიას ქმნის იგი ცხოვრების საუკეთესო წლებს კარგავს".
მამაკაცი (ინვალიდის სავარძელში): "არც იმას აქვს მნიშვნელობა დანიშნულების წერტილამდე როგორ მიხვალ, ეს ადამიანის განსასაზღვრია მჯდომარე მივა, მწოლიარე თუ ფეხზე მდგომი... მთავარია მივა.. სხვას არაფერს აქ მნიშვნელობა."
აღფრთოვანებული დავრჩი მხედველობა დაქვეითებული გოგონას ისტორიით, მისი მიზანსწრაფულობით...მათ ცხოვრებისეული ბარიერები კი არა ის მენტალური ბარიერები უშლით ხელს ცხოვრების ნონმალურად გაგრძელებაში.... 

გამიჩნდა პროტესტი...ძლიერი პროტესტი.... მაგრამ  ეს მას შემდგომ რაც შემრცხვა...შემრცხვა საკუთაი თავის, დავფიქრდი მე რა გამიკეთებია მათთვის....არც არაფერი ..!!!!.მეც იმ კატეგორიას განვეკუთვნებოდი, რომელსაც ეხლა ვაკრიტიკებ..... იმას რასაც დღეს ჩვენ სოლიდარობას ვეძახით განვითარებულ ქვეყნებში სულაც სხვა სახელი ქვია.... >>კულტურა<<

ერთ რამეს მივხვდი, შეიძლება  ადამიანს არაფერი აწუხებს, სრულიად ჯამრთელი და საღ გონებაზეც აზროვნებდეს, მაგრამ  ეს იმას სულაც არ  ნიშნავს, რომ იგი ინვალიდი (შ.შ.მ.)არაა. ჯამრთელი ადამიანი ინვალიდია  იმ შემთხვევაშიც თუ მას არ აქ  სიმღერის , ხატვის, მათემატიკის, კულინარიის ნიჭი ანუ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.. ნუ ვიფიქრებთ იმას, რომ ჩვენ სრულყოფლიბელი ვართ, მარტო იმიტომ რომ არაფერი გვაწუხებს.... მოცარტი ყრუ იყო მაგრამ  მისი გენიალური ნაწარმოებები მუსიკის სფეროში დღესაც უმაღლეს მწვერვალზე დგას და მასთან გატოლება ვერავინ შესძლო და ვერც შესძლებს... 

ბოლოს დავინტერესდი იმით თუ რა შეიძლება მოიმოქმედოთ ამ ადამიანთა დასახმარებლად, როგორ შევუწყოთ ხელი მათ ინტეგრირებას საზოგადოების დოგმარირებულ ფენებში... ბევრი აზრი გამოითქვა სტუდენტების  მიერ... მაგრამ  მე მიმაჩნია, რომ საზოგადოების დაინტერესენისათვის უფრო ქმდითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას...  ყოველთვის ამართლებს პრინციპი: "ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო"... ანუ აგიტაციები, მეტი ჩართულობა ასეთი ადაიანების საზოგადო ღონისძიებებში... ნუ დავსვამთ მათ სახლში, ნუ იცხოვებენ გარიყულად, მათი პრობლემა ჩვენი პრობლემაა... გაიზრდება სიხშირე ურთიერთობების და ისინიც ჩვენი ცხოვრების ნაწილები გახდებიან..

"არსებითად ადამიანი ნებისმიერ პრობლემაზე მაღლა დგას, მისი ნებაა მის ქშეთ მოექცევა თუ  გაიმარჯვებს მასზე..." საქმე ინდივიდუალიზმთან გვაქვს..

და მაინც.....ადამიანთა უმრავლესობა ცუდია..!




1 comment:

  1. l like how people can get some things real...
    l saw it and l'm hoping it'll continue...
    may l mistake but... l hope l'm not...=))

    ReplyDelete

left a comment :