როცა ღამის სამ საათზე ჩემი >კომისებური ძილი <ამ სიტყვებმა დააფრთხო... + თითქმის ერთი საათია უკვე დაძინებას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის ,,, მინდა ამ ვითომ გამქრალ "ძველ ბიჭობაზე" ვთქვა ორი სიტყვა (იქნებ მერე მაინც ჩამეძინოს :დ)
"ბიჭო ვის უბედავ ამას ჩემი დედას *****!!!" "რაა ბიჭო!!!! შე *****!!" და მრავალი სხვაც, ალბათ თქვენც გესმით მსგავსი ცენზურული გამონათქვამები ... მაგრამ დამიჯერეთ, მე ისეთი სიხშირით მესმის ეს სიტყვები უკვე იმ ჭკუაზე ვარ გადაბარგებაზეც არ ვიტყვი უარს ( მიუხედავად იმისა რომ ეს უბანი მიყვარს, დადებით მხარეებსაც ხომ არ დავუკარგავ :დ) ჩემი უბანი ამითაც განსაკუთრებით გამორჩეულია .. ნევროზიანი უბნელები მყავს და ასეთ სპექტაკლებს ყოველ 2 დღეში ერთხელ აწყობენ, მაგრამ ის რაც 1საათის უკან მოხდა პიკი იყოო :0....
ანგარიშწორება! საზღვრების დადგენა! მუქარა! - სისხლიანი გარჩევები, ეს ის სიბინძურეა სადაც ეხლა ვიმყოფებით... ყველა თავისას აწვება და რომ გაისწორონ "კიდიათ" სხვა დანარჩენი... ! ეს ის სამყარო არაა... სადაც მე მინდა რომ ვიცხოვრო... სადაც კატეგორია ადმიანებისა თავად პროვოცირებს, ზემოთ ჩამოთვლილი მათვის ჩვეული ამბავია.. ისინი ჩვენი საზოგადოების შავ ლაქას წარმოადგენენ. უმრავლესობას კი ჭკუაც არ მოეკითხება თავის ნამოქმედარზე.. არ მინდა სულ ამას ვხედავდე, არ მინდა დილით უნიში წასვლისას ყოველ დილას მათი სახეები დავინახო... რადგან მძაგნან!! მათი დანახვისას თავს დაუცველად ვგრძნობ, ვიცი რომ ნებისმიერი შეიძლება აქციონ უსამართლობის ვაცად... (კანონის წინაშე, თორე ისე =))
ხო ..აღფრთოვანებული ვარ იმითაც, რომ ჩემ გარშემო "არავის არაფერი ესმის, ვერაფერს ხედავენ და არაფერს ამბობენ (საჯაროდ, ზურგს უკან მაგრები ვართ)" ესენი კი ამბობენ და ამბობენ.. თან იმ ლექსიკით რომ ან მათ ენაზე უნდა ილაპარაკო, ან ჟეჟვაზე უნდა გადახვიდე ან კიდე მარტივი გამოსავალი უნდა >>გაჩუმდე<<
იმ ზოგად დოგმებზე ხო აღარ ვსაუბრობ ,რაც გაბატონებულია ხელისუფლების ეშელონებში, მათაც არ ჯერაც ის რასაც გაიძახიან... ძალადობის ალი-კვალი რო აღარაა არსად, ყველა ბედნიერი და დაცული როა.. ისინი ჯოგადი სურათიდან აკეთებენ დასკვნებს და საზოგაბოებას აჯერებენ.. არა მართლა აჯერებენ იმაში რასაც თავად საზოგადოება ხედავს ყოველ დღე (ნუ ყოველ კვირა მაინც)...
მე იმის ილუზიით არ ვცხოვრობ რომ ოდესმე შეიძლება საერთოდ მოისპოს ძალადობა, არავინ აღარ მოუსწრაფებს სიცოცხლეს არავის , აღარავინ ეცდება არავის დაუპადიეზდოს და ა.შ.!! არა ეგ აბსურდია... უმაგისოდაც ვერ იარსებებს სოციუმი...მაგრამ მშვიდად ცხოვრების (მე დაძინების :დ) უფლებაც ხომ ჩევენი უფლებაა, რატომ უნდა გასდიოდეს ყველას ყველაფერი... კი გასცემენ ერთმანეთს პასუხს გვარიანადაც... მაგრამ შემდეგ ისევ ახალი დღე და ახლებურად ეს ყოველივე დ ა ვ ი ღ ა ლ ე !! სად არის ცივილიზებული სამყარო, სად არის ურთიერთობის კულტურა ....არის ალბათ სადღაც მაგრამ არა აქ... არა ჩემს უბანში... (ისე სხვა უბნებშიც არ არის უკეთესად საქმე, თუ უარესად არაა)...
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (მუხლი 1) ნათქვამია, რომ: "ყოველი ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით"...პრობლემაც ისაა რომ არ გვესმის და ვერ ვავლებთ ზღვარს ნების თავისუფლებასა და ადამიანის ქმედებებს შორის ...
აღარ გვინდა:::
>>ანგარიშწორება
>>მუქარა
>>სისხლიან გარჩევები
>>დუმილი
პასუხი უნდა მოგეთხოვებოდეს არა მარტო იმაზე რასაც ჩაიდენ არამედ ...შენს წარმოთქმულ სიტყვებზე...(პირად ანგარიშწორებას არ ვგულისხმობ რა საკვირველია) უნდა მოვნახოთ გარჩევის ალტერნატიული მეთოდი, მოდით ნუ შევაწუხებთ დანარჩენ სამყაროს ჩვენი არაადეკვატური ქმედებებით..რადგან ჩვენც დავიღალეთ!
ზოგი იტყვის რომ ასეთი ცხოვრება მოსაწყენია...უინტერესოა, როცა არაფერი არ ხდება... და გარკვეულწილად ვეთანხმები, მაგრამ გინებების მოსმენა ღამის 3 საათზე დამერწმუნეთ ცხოვრებას ნამდვილად არ მიხალისებს, არც ის მინდა კვირაში 4 დღე ბალიშებს ქვეშ შეყუჟვით გავატარო..=)))
"ამ ხნის მანძილზე ღმერთი მიმხვდარა, ეშმაკმა მისცა ცხოვრებას აზრი...
სწორედ ამიტომ ერთადერთია, ვისაც არ მისცა შენდობის შანსი..."
მომიტევეთ ზედმეტად ემოციური ვიყავი, ალბათ უძილობის ბრალია :დ
ძილინებისა <3
No comments:
Post a Comment
left a comment :