Sunday, May 6, 2012

ექო წარსულიდან ...


ექო წარსულიდან ...
        
        ო
        ო
        ო
     რს არც წავალ... ეს ჩემთვის ნაცნობი გრძნობაა.........


არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ მე ადამიანებში ვერ ვერკვევი.. ამას ჩემი წინა პოსტიდანაც დაასკვნიდით... >>>>>ჭაღზე გადმოკიდებული სინამდვილე..=((
ალბათ მიხვდით, რომ ამ მხრივ საამაყო და თავისმოსაწონებელი არაფერი მაქ...
ჩემნაირებისთვის ეს ძალიან ცუდია.. რადგან თანდათან ვხვდები რომ საკუთარ თავში თვითდაჯერებული სულ ნაკლებად ვარ... 



თუმცაღა ეს ბოლო შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ ჭკუა მესწავლა [იმედი მაქ საბოლოოდ, თუმცა  შემიყვარებისას ეს პრინციპი ავტომატიურად უქმდება =)]... 


არ ვიცი დღევანდელობის ბრალია თუ არა მაგრამ გულუყვილო ადამიანი ძალიან დაჩაგრულია ნუ შეიძლება ითქვას >>ცოდვაა.. ალბათ შეიძლება ბევრს გაეცინოს... ეგეთები სადღა არიანო... მაგრამ ... მაგრამ.. =))  ალბათ, რაღაც მომენტში ეგ კარგია ... რადგან იგი ადამიანის გულახდილობაზე მეტყველებს და შესაბამისად გულწრფელ ადამიანთნ ურთიერთობაც მუდამ სასურველია... პრობლემა ისაა რომ ამით ბევრი სარგებლობს და საბოლოოდ ნადგურდება ეს წმინდა სახეც... 


საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა დღესაც ვცდილობ ჩემი ეს სახე შევინარჩუნო, მაგრამ მე ისეთი როგორიც ამ რამოდენიმე თვის წინ ვიყავი დარწმუნებული ვარ აღარასდროს ვიქნები... რა თქმა უნდა მწყდება გული.. მაგრამ ამაში მხოლოდ  ჩემ თავს ვადანაშაულებ... 


ალბათ პრობლემა ისაა, რომ სულ ვცდილობდი ამა თუ იმ ადამიანის სახე შემექმნა ისეთი როგორიც მე მსურდა მყოლოდა.. ან ვთვლიდი, რომ იგი კონკრეტულად ისეთი იყო როგორსაც ვიცნობდი და თავს ვდებდი მისთვის.. უბოროტო, კეთილი, ერთგული და სანდო.. და არ მიფიქრია.. მეტიც არც კი დამიშვია, რომ შეიძლებოდა ის სულაც არ ყოფილიყო ისეთი როგორიც მეგონა რომ იყო სინამდვილეში... რა თქმა უნდა ეს სრული სისულელეაა...

"მე შევხვდი მტერს და ეს სხვა ადამიანების თვალები იყო" 
                                                                                          
                                                                                           ბენჟამინ ფრანკლინი



შეიძლება მეც არ ვარ ზოგჯერ ისეთი როგორი წარმოდგენაც აქვთ ჩემზე ან ფიქრობენ რომ ვარ... შეიძლება მეც გავხდარვარ ბევრის იმედგაცრუების ობიექტი... ხო ეს ასეა ....მაგრამ მე არ ვქმნი სახეს...  
ამ ყველაფრისგან კი მე ის  გაკვეთილები მივიღე, რაც რეალურად მაკლდა და  ვთვლი, რომ ცოტა დაგვინებულიც კია  ამის გაცნობიერება...
აღარ ვენდობი არავის [განსაკუთრებით მეგობარ ბიჭებს[და არა ბოიფრენდს]]
გავხდი დაკვირვებული>>> ანუ თუ ადრე ინსტიქტურად ვმოქმედებდი ახლა გონებით ვმოქმედებ უმეტესწილად... არ ვარ [ნუ შედარებით რაც ვიყავი] გულუბრყვილო>> ანუ ნებისმიერი ვერ დამაბოლებს ვაშააა =)) და ნუ ფიქრი დავიწყე მეტი.. ვფიქრობ ჩემს ქმედებებზე და არამარტო...



ცხოვრება ჭადრაკივითაა ... ჭკვიანი მოთამაშე ისაა ვინც ფიქრობს არა მოსაკლავად განზრახულ ფიგურაზე  არამედ იმაზე თუ მისი მოკლული ფიგურის შემდეგ რა მოხდება დაფაზე.. ანუ მოთამაზე როცა აანალიზებს თავის ყოველ სვლას... რა შეიძლება მოყვეს მის ყოველ მოქმედებას რაც პრინციპში წყვეტს კიდევაც თამაშის ბედს.. ცხოვრებაშიც ასეაა..=))



"თუ თავს მტვრად თვლით, მტვერი ხართ. თუ თავს ღმერთად თვლით, ღმერთი. თქვენ ქმნით თქვენს რეალობას საკუთარი აზრებით......"
                                                                                    
                                                                                  შრი სატია საი ბაბა





No comments:

Post a Comment

left a comment :