Tuesday, November 6, 2012

კავკასიური ტყვე-ცხვირი

.................როცა ნაცნობებისათვის უცნობი ხდები


ქართველები, როგორც ძირძველი კავკასიელები უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მემკვიდრე ხალხი ვართ.. სხვა ერთაგან ჩვენ ვიზუალური მახასიათებლებიც განგვასხვავებს... ესეც,  ავათ თუ კარგად ჩვენი (კავკასიური) მემკვიდრეობაა, რომლითაც არც თუ დიდი ხნის წინ ვამაყობდით და თავიც მოგვქონდა.. (თუმცა დღესაც არიან ესეთები)...
"კავკასიური ცხვირი" ცნება, რომელიც დამახასიათებელი კეხით და  ცხვირის წვერით გამოირჩევა უკვე დიდი ხანია აქტუალობით აღარ სარგებლობს.. პირიქით სულ უფრო და უფრო აღარ მოგვწონს და ბევრს კომპლექსებს უჩენს. .. და ამიტომ  საქართველოში და, ზოგადად  კავკასიაში უდიდესი წილი რინოპლასტიკას უკავია..
რა ხდება?

არაფერი ეს მხოლოდ დღევანდელი სტანდარტებია... !! 

მაგრამ ბევრი მიიჩნევს , რომ არა მხოლოდ...
ბევრისათვის ესთეთიური სილამაზე იმდენად მნიშვნელოვანია რომ ამის გამო ნებისმიერ მსხვერპლზეც კი მიდის...
არსებობს მრავალი ფორმისა და ზომის ცხვირები, რომლებიც თავისი ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევიან... 
მაგალითად 
დიდი ცხვირი პატრონი მძიმე და რთული ხასიათის ადამიანია.
სწორი და ზომიერი ცხვირი სიკეთის ნიშანია.
კეხიანი ცხვირი უშიშარობაზე, იმპულსურობაზე, სიფიცხეზე და შურისმაძიებლობაზე მიანიშნებს.
წითელი ცხვირი თამამ ადამიანებს აქვთ.
განიერი და ფართო ცხვირი მრუშობას ნიშნავს.
ვიწრო ცხვირის პატრონი მსუბუქი ხასიათის ადამიანი იქნება.
კაუჭა და კეხიანი ცხვირი დიდსულოვნებაზე და ხელგაშლილობაზე მიანიშნებს (თუმცა, მას სიბოროტის ჩადენაც შეუძლია).
ცხვირი დიდი ნესტოებით ვნებიანობის ნიშანია.

ეს რა თქმა უნდა პირობითია და დღეს ცხვირის შეფასებაზე რო დგება საქმე რადიკალურ პასუხებს ვიღაბთ...
თუ საშუალო სიდიდის ცხვირი აქვს ადამიანს და ოდნავი კეხი.. უმეტესად იგი პრობლემას არ წარმოადგენს და პირიქით მეტ ინდივიდუალურობას მატებს მას... განსაკუთრებით შავგრემნებს (მეც თავად ბევრი მინახავს ისეთი, რომელიც თავისი სილამაზით ბევრ ბარბი გოგონას ჯობია). მათ სხვანაირი ეშხი აქვთ.. "პეწი" როგორც ამბობენ ხოლმე..

არის ცხვირის შემდეგი ფორმა.. როცა ცხვირის სიდიდეს კეხის ზომა განაპირობებს.. ანუ როცა კეხი  შედარებით დიდი და შესამჩნევია.. ცხვირის ფორმაც სიდიდეში გამოიხატება და ბევრი ამ შემთხვევაში მიმართავს რინოპლასტიკას...ითხელბს და იცილებს კეხს... უნდა აღინიშნოს რომ ცხვირი საკმაოდ კარგ ფორმას იღებს ოპერაციის შემდგომ..  ამ ტიპის ცხვირის რინოპლასტიკას ძირითადად გოგოები მიმართავენ, რადგან ბიჭებისათვის ეს საგანგაშო სტადია ნამდვილად არ არის... ბევრი მათგანი პირიქით ამაყობს და მოსწონს თავისი ცხვირი და ამბობს რომ იგი "მამაკაცურია"...=)

რაც შეეხება უშუალოდ ქართულ, კავკასიურ ცხვირს, თავისი კეხითა და ჩამოწეული წვერით ეს უკვე სულ სხვა ფენომენია.. იშვიათია ადამიანი ვისაც მსგავსი მოყვანილობის ცხვირი უხდება... იგი თვალშისაცემია და გარკვეულ დისქომფორტს უქმნის ადამიანს... ვერავინ იტრაბახებს ამით, რაც არ უნდა ისეთი ძლიერი მიზეზ-შედეგობრივი არგუმენტები მოყვანოს, როგორიცაა კავკასიური მემკვიდრეობა...
თუმცა აქ მეორე პრობლემასაც ვაწყდებით, მგავსი ნიშნების მატარებელი ბევრნაირი ცხვირი არსებობს რომლებიც განსხვავდებიან სიგრძესა და სიმაღლეში... ეს უკანასკნელი სომეხი ერისთვისაა დამახასიათებელი.. კეხი, ჩამოწეული წვეტით, ნესტოებით რომელსაც მისი სიმაღლეც ემატება და მას ისეთ ვეებას ხდის რომ ადამიანი უბრალოდ "მხოლოდ ცხვირი" ხდება.. ეს ესთეტიურად ისეთი ულამაზოა რომ ხშირად ამბობენ რომ ასეთ ადამიანს ვერანაირი რინოპლასტიკა ვერ უშველის...
მოდით ნუ ვიტყვით ასე, უშველის ოღონდ ნაწილობრივ და ეს სულაც არაა ცოტა.. უბრალოდ ამ კატეგორიას სხვასთან შედარებით ყველაზე მეტაად არ გაუმართლა.. 
ნაკლებად რთულ მდგომარეობაში არ არიან ჩამოგრძელებული ცხვირები.. რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან იღებენ სათავეს.. 
მათი რინოპლასტიკის შედეგი პირველისგან იმით განსხვავდება და ოდნავ უკეთესიც კია, რადგან მათ სირთულეს წვერი წარმოადგენს და მისი დამაგრება და დაპატარავება .. განსხვავებით პიველი შემთხვევისგან სადაც მთავარი ყურადღება ექცევა ფორმას, რომელიც მიუხედავად რინოპლასტიკისა მაინც ვერ აღწევს სასურველ შედეგს...
მეორე შემთხვევაში ფორმირება უფრო უკეთ ხდება.. თუმცა ესეც ინდივიდუალურია რა თქმა უნდა..


ცხვირი, ცენტრალურ  "ფიგურას" წარმოადგენს  ადამიანის სახეზე.. და ყურადღებაც ხშირად მასზეა ორიენტირებული...ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს  ადამიანის ინდივიდუალიზმს ... იგი სახეში უნდა ჯდებოდეს სახისათვის დამახასიათებელ  ნაკვთებს უსვამდეს ხაზს და არა პირიქით მას უკარგავდეს თავის ხიბლს...
ანუ იმის თქმა მინდა რომ არ არსებობს რაიმე სტანდარტი რომელზეც ვიტყვით რომ " მორჩა ვიპოვეთ".. ეს ფიზიკის რომელიმე კანონი როდია... !
ყველაფერი ინდივიდუალურია... მაგალითად ყველას მოსწონს კოპწია და დახვეწილი ცხვირი.. მაგალითად აი ასეთი...(ანუ შედარებით ყველასათვის მისაღები ვარიანტი)..


გადასარევია!! მაგრამ  არ უნდა დაგვავიწყდეს რომ  ეს ქალბატონი ინდივიდია    ჩვენ ყველას მსგავსად ...და  მას რომ აქვს ასეთი ცხვირი  ვერ მოუხდება ნებისმიერს.. ვიტყოდი ძალიან ცოტას.... ყველას განსხვავებული სახის მოყვანილობა და ნაკვთები აქვს ...
რინოპლასტიკაშიც ასეა.. ქირურგი პაციენტის ცხვირს ინდივიდუალურად უდგება, ცდილობს იგი ბუნებრივი და სახესთან ჰარმონიული იყოს...

ლამაზი ... ვიტყოდი "სიმპათიური" ცხვირი ნამდვილად "კარგი ვეშია" :დ
ძალიან ბევრი თავს იკავებს და გამართლებულიცაა, რადგან არგუმენტად მოყავთ ის, რომ "ღმერთმა როგორიც შექმნა ადამიანი, ისეთად უნდა მოკვდეს"... მე  ვურჩევ ყველა მართმადიდებელ, ქრისტიან ადამიანს თუ ამ ნაბიჯის გადადგმას დააპირებთ აუცილებლად მოინანიეთ განზრახული ცოდვა.... ამას თქვენი მოძღვარიც გირჩევთ =)

მაგრამ.... თუ ადამიანს თავისი ცხვირი დისკომფორტს უქმნის მან აუცილებლად უნდა გაიკეთოს რინოპლასტიკა... შედეგით კმაყოფილი თუ იქნება კიდევ უკეთესი (ვგულისხმობ რომ ამის 100% გარანტია არავის აქვს).. ესეც რინოპლასტიკის სირთულეზეა დამოკიდებული...



თუ ისტორიას გადავხედავთ არ შეიძლება არ გავიხსენოთ რომი და რომაელი კეისრებისათვის  დამახასიათებელი ცხვირები... რომლებიც გარკვეულ სტანდარტად იყო ქცეული .. იგი გაიგივებული იყო კეისრის  სიდიადესთან რატომღაც....და თავიც კი მოჰქონდა ბევრ მათგანს თავიანთი გრამნდიოზული ფორმის ცხვირებით..

მეოცე საუკენეშიც ბევრი მოიძებნება ისეთი, ვისთვისაც ცხვირი სავიზიტო ბარათადაც კი ქცეულა... მაგალითად, რგორიც იყო ---ბარბარა სტრეიზანდი...
ეს არის ქალბატონი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ აღფრთოვანებული არასდროს ყოფილა თავისი ცხვირით.. აღიარა რომ ... მისი ცხვირი რომ არა იგი ასეთი წარმატებულ პიროვნებად ვერ შედგებოდა, როგორც კარიერაში ასევე მის პირად ცხოვრებაშიც...


და ბევრი სხვაც... ასე რომ ეს ტრაგედია სულაც არ არის... უბრალოდ როგორც სხვა მომადლებული  ნიშან-თვისებები სათავისოდ უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ საკუთარი თავის ამ ზიზეზით დეგრადირება...
რისი შეცვლა გვინდა გულით და ვფიქრობთ რომ იგი მეტ თვითდაჯერებას შეგვმატებს და ჩვენთვის აუცილებელია ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადავდგათ რადგან მოვა დრო და ამას ვინანებთ...

"მედალს ორი მხარე აქვს"-- ეს ორივე შემთხვევას მიესადაგება.. ჯერი თქვენზეა... სწორად განსაჯეთ და გაანალიზეთ დარწმუნდით ნებისმიერ დეტალში და გადაწყვეტილება ცივ გონებაზე მიიღეთ...

ძლიერი სურვილი ეს შედეგის გარანტიას ვერასდროს ვერ მოგცემთ ..დაიმახსოვრეთ =)


იცით "ცხვირზე" პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, უფრო სწორად იმ დროისთვის ვინახავდი როცა რინოპლასტიკას გავიკეთებდი და შევძლებდი ნანატრი პროფილის ქონას.. მაგრამ  გუშინ ჩამოვედი თბილისში რაიონში ვიყავი წასული.. თავს გადასარევად ვგრძნობდი.. გარშემომყოფებისასგან არასდროს მიგვრძნია ჩემი ცხვირის გამო დისკომფორტი (ისე ადრე ღრმა ბავშობაში ორადორი შემთხვევა, რომლის გამო ისე მიტირია, რომ გავმწარებულვარ)... :დ ღიმილით მახსენდება... 
თუმცა როგორც ვამბობდი ისევ ავღმოჩნდი უხერხულ სიტუაციაში ....
როცა ვაგონი იცლებოდა ..გასასვლელად მოვემზადეთ  მგზავრები, ისე მოხდა, რომ  ჩემს გვერდით უაზროდ სიმპათიური ახალგაზრდა ჭაბუკი აღმოჩნდა და ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა... იმდენად დაჟინებული, რომ  გადავწყვიტე შენიშვნა მიმეცა... მაგრამ საქმე ის იყო, რომ მე პროფილით ვიდექი და ვერ გავბედე ესე პირდაპირ... ასე ვთქვათ,  გავატარე და არ შევიმჩნიე... შედეგ, როგორც ჩვევიათ ხოლმე  ამ "იდეალურ ცხვირა" ბიჭებსა და გოგოებს გამაქილიკეს...


ბიჭმა მის  ორ  თანხლებ გოგონას ჩუმად ჩაჩურჩულა (თუმცა ისე ჩუმადაც ვერა ... რომ არ გამეგო =)) და ასეთი დიალოგი წარიმართა... რაღა თქმა უნდა ბოლოში ჩაკისკისებით ...."შეხედე რამხელა ცხვირი აქვსო".. " გაიწიე შემახედეო " (ეს უკანასკნელები ჩემს უკან იდგნენ)..." რათ უნდა გაწევა იქედანაც ჩანს ალბათო"... ბოლოში სიცილი და მორჩა...

ეს 2 წლის წინ რომ გადამხდენოდა 2 დღე სახლიდან არ გავიდოდი და არაფერს შევჭამდი და დეპრესიაშიც ჩავავარდებოდი... მაგრამ არა გამაოცა ჩემმა თავმა.. ისე მშვიდად მივიღე რომ ეგრევე დამავიწყდა ..არ განმიცდია საერთოდ... თუმცა როგორც უსიამოვნო  ფაქტი მაინც შემორჩა ჩემს მეხსიერებას...

                                                               იყავი თავისუფალი

მოდით ვიმოქმედოთ და გავაკეთოთ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გვინდა და არა მათ გამო " ვისაც დავრთეთ ნება გადაწყვიტონ  ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ, ჩვენი შეხედულებით, ქცევებით და ვიზუალური მახასიათებლებით".... გვიყვარდეს საკუთარი თავი ისეთებად როგორებიც ვართ და სხვებიც შეგვიყვარებენ ისეთებს როგორებიც სინამდვილეში ვართ და არა ისეთები როგორებიც ყოველი მეორეა დღეს... ვითომ კეთილები.. ვითომ სწავლულები.. ვითომ ლამაზები... ვითომ  "გამორჩეულები... და საერთოდაც "ვითომ ადამიანები"... რომლებმაც "მე" დაკარგეს  და ახლა ვიღაცის ჩრდილს წარმოადგენენ...

                                                იგივე ვიგულისხმე ცხვირზეც =)))

არ ვეთანხმები, არც ვინმეს გაფანატებას... კი ბატონო, ვღიაროთ მათი ნიჭი, მათი სილამაზე და მათი "ის ", რის გამოც დარჩნენ ისტორიას,  მაგრამ ნუ გავაღმერთებთ ..ანუ  ნუ შევიქმნით  მათ კერპებს.. უბრალოდ გვიყვარდეს ისინი...და დავაფასოთ ისინი ... ნუ ვიტყვით ნურასდროს!!  რომ "მე ისეთი მინდა ვიყო როგორიც ისაა..." რადგან ისეთი როგორიც უკვე ყოფილა აღარასდროს იქნება... ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ისტორია ჩვენივე ხელებით... 



"ხომ დაიბადე ორიგინალად ნუ მოკვდები როგორც ასლი"...
.. 

No comments:

Post a Comment

left a comment :