Sunday, November 11, 2012

ნაძვის ხის საჩუქარი

სპექტაკლი დამთავრდა ....
ოვაციების, აპლოდისმენტების, მხურვალე ტაშის, უმისამართო შეძახილების ეპიცენტრში ვიჯექი..
თუმცა ნაკლებად მესმოდა რატო ხარჯავდა აუდიტორია თავის გამოზოგილ ენერგიას იმის დემონსტრირებისათვის, რომ ყოველივე ნანახი შთამბეჭდავი და ფანტასტიური იყო... 
როგორ ძალიან არ მომწონდა ეს სურათი... მქუხარე დარბაზი ... და უნიჭო აკრობატები, მსახიობები რომლებიც დაუმსახურებლად იღებდნენ სხვისთვის კუთვნილ აპლოდისმენტებს...(((


მე ხომ მაშინ მარტომ იმიტომ მივედი სპექტაკლზე, რომ ბანერზე გამოსახული ჩემი საყვარელი თოვლის პაპა ვნახე...!!  ძალიან მინდოდა შევხებოდი და მთელი ქვეყნიერებისთვის დამემტკიცებინა, რომ იგი არსებობდა... ყველაზე მეტად კი ჩემი მშობლებისათვის...(რომლებიც თავად ასრულებდნენ ამ ფუნქციას, მე კი ვერ ვხვდებოდი :D :D )



და როცა ჩემი ფიქრები მხოლოდ მის გარშემო ტრიალებდა... სკამზე შებრუნებული მჯდომიარე ჩემმა ძამიკომ მომატრიალა და ხელში ე.წ. სანტას საჩუქარი შემაჩეჩა... "აიღე დაიკო სანტამ მოგიტანაო.."
ერთბაშად გამოვცოცხლდი.. თუმცა სულ ტყუილად... სანტა წასული დამხვდა..
ერთბაშად დამეუფლა სიბრაზისა და იმედგაცრუების გრძნობა...
საჩუქრისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევიაა... მხოლოდ სანტას დანახვა თუ მომიყვანდა ხასიათზე... მაგრამ არ გამოჩნდა.. ((


მეორე დილას... თოვლით გადაპენტილი იყო არემარე... სახლში მადის აღმძვრელი სურნელი ტრიალებდა, რომლისგანაც დაძინებას ვერ ვახერხებდი... თუმცა ყველაზე მეტად ჩემი უზარმაზარი ნაძვის ხის დანახვა მამხიარულებდა...  რომლსაც ჩემთვის უნდა დაეხვედრებინა სანტას მიერ დატოვებული საჩუქრები...


ყოველი დღე დღესასწაული იყო... )) 
რადგან მჯეროდა სანტას არსებობის...
თუ გინდათ რომ თქვენს შვილებს, დაიკოებს ან ძამიკოებსაც ასეთი დაუვიწყარი მოგონებები აკავშირებდეთ შობა-ახალ წელთნ მაშინ ნუ წაართმევთ მათ ამ შესაძლებლობას.... ბავშობა ხომ ყველაზე თკბილი მოგონებებია.. რომლებიც გვიფერადებს ცხოვრებას.. =))



გილოცავთ მეგობრებო ახალ წელს.!!. მრავალს დაგასწროთ უფალმა, გადღეგრძელოთ და მფარველობა არ მოგაკლოთ...))  ბედნიერებასა და კეთილდრეობას გისურვებთ მთელი გულით.. სითბოს და სიყვარულს <3


No comments:

Post a Comment

left a comment :