Friday, December 14, 2012

ბეკონის ღილაკები




არის ერთი რესტორანი ნიუ-ორკში "ბალთაზარის" რესტორანი, სადაც მის ერთ-ერთ ფილიალში მსგავს ბეკონებს დიდი წარმატებით ყიდიან .. 
მე სულ მიმაჩნდა, რომ ეს ბეკონები მართლაც უგემრიელესი და შესანიშნავი იყო...
თუმცა ზუსტად მის ანალოგს ვერ შემოგთავაზებთ...
ამიტომ გადავწყვიტე ჩემეული ვერსია შემომეთავაზებინა, რომელიც ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდება...
ყოველ შემთხვევაში მე შევეცადე .. :)


ბეკონების ფორმა და სიმაღლე დამოკიდებულია შესაწვავ ფორმაზე, რაშიც მას შევწვავთ...
შეგვიძლია სხვადასხვაგვარი გამოვაცხოთ, შოკოლადის ან ჩვეულებრივი..
მე ორივე ძალიან მომწონს... :)

თუ გინდათ ახალ გამომცხვარი ბეკონები დილით საუზმეზე მიირთვათ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მასა (ცომი) შეინახოთ პლასმასის თასში და დილით გამოაცხოთ ისინი...


დარწმუნდით იმაში, რომ გამომცხვარი ბეკონები აუცილებლად 30-34 წუთის გამოღებული უნდა იყოს ღუმელიდან, სანამ მას მირთმევთ...
საუკეთესო ვარიანტია, თუ მას ოთახის ტემპერატურაზე გავაჩერებთ ამ ხნის მანძილზე...


ამ რეცეპტით თქვენ შეძლებთ 36 ღილაკის გამოცხობას:

30 გრ. თბილი რძე
7 გრ. (1 პატარა) პაკეტი საფუარი (მშრალი, აქტიური)
4 ჭიქა ფქვილი (მაღალი ხარისხის)
1/2 გრანირებული შაქარი
მარილი გემოვნებით
2 ცალი კვერცხი (ათქვეფილი, გამზადებული)
3/4 მდნარი კარაქი
1/2 ლიმონის კანი (გახეხილად)
ნახევრად ტკბილი შოკოლადის ჩიპსი (ეს შოკოლადის ბეკონისათვის)


ჩავყაროთ ფქვილი დიდ ჯამში..
მას დავასხათ თბილი რძე, ისე  რომ პატარა გუბე (ტბა) წარმოიქმნას ცენტრში..
(სასურველი იქნება თუ რძეს თუ შეათბობთ მიკრო ტალღოვან ღუმელში 1 წუთით) შემდეგ კი რძეს დაუმატეთ საფუარი 1 ჩ/კ შაქართან ერთად..

მოდით ვაცადოთ 5 წუთი სანამ გაიწოვს, ან არ შედედდება..
ხოლო შემდეგ კი ავურიოთ  ფქვილი და საფუარი ერთმანეთს..


შემდეგ კი ამ მასას დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი, გახეხილი ლიმონის კანი, მარილი, მდნარი კარაქი და დავუმატოთ შაქარი... ეს ყოველივე თანმიმდევრულად და ეტაპობრივად...

აუცილებელია ეს მასა მოიზილოს ძალიან კარგად (საკუთარი ხელებით ან მიქსერით),  ცომი უმნიშვნელოვანესია და დიდი ყურადღება ექცევა მის მდგრადობას... ის არც ძალიან სქელი უნდა იყოს და არც ძალიან თხელი..
ამას ფქვილის მეშვეობით გააკონტროლებთ..
(თუ მასა თხელია მაშინ ფქვილს ვუმათებთ, თუ სქელია მაშინ პირიქით)


ვაცდით პირველად როდის ამოფუვდება, შემდეგ კი ვუცვლით ჯამს და გადაგვაქ პლასმასის ქვაბში...
ვანთავსებთ თბილ ოთახში და ვუცდით 1 საათის განმავლობაში...


როდესაც ცომი გაორმაგდება ზომაში, აუცილებელია მოიზილოს 2 წუთის განმავლობაში და ასე გავაკეთოთ კიდევ 2 ჯერ. შემდეგ კი მოზელილი მასა გავაჩეროთ ზედაპირზე 10 წუთის განმავლობაში, რათა მოისვენოს...


ამასობაში ვიზრუნოთ ღუმელის ტემპერატურაზეც და გავახუროთ 400 გრადუსამდე..
დავიწყოთ ცომის პატარა ბურთულებად დაყოფა (მოვიშველიოთ ყავის ჭიქები) და გავამზადოთ ფორმაში ჩასადებად...


გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ ამ პატარა ბურთულების შუაგულში განათავსოთ 2-3 ნატეხი (ფილა) შოკოლადი...
მაგრამ შეგიძლიათ სხვა რამეც: ხილი, თხილი, ჯემი, პავილო...
მოკლედ ის რაც გიყვართ (მაგრამ ეს რაღაც აუცილებლად ტკბილი უნდა იყოს და არა მჟავე ან მწარე! ან ძალიან სქელი)
შემდეგ ამ მასა ისე უნდა მოვუხუროთ თავი ისე რომ არ გამოჟონოს შიგთავსმა.. :) 
მჭიდროთ დავხუროთ იგი...


სანამ ღუმელში განათავსებთ, მანამ ფუნჯით გადაუსვით თითოეულს მდნარი კარაქი....
მასა იწვის 15 წუთის განმავლობაში 400 გრადუსზე...


ღუმელიდან გამოტანის შემდეგ ისინი იღებენ ოქროსფერ ფერს, თუმცა კარგს იზამთ თუ კიდევ ერთხელ  გადაუსვამთ მათ ზედაპირზე ფუნჯით მდნარ კარაქს...


ამ პროცესის დამთავრების შემდეგ იგი მზადაა მირთმევისათვის >>> :))
პატარა საყვარელი და უგემრიელესი ღილაკები..


სასიამოვნოთ წასაუზმებას გისურვებთ ჩემი ღილაკის ბეკონებით.. :)))


08/07/2012

No comments:

Post a Comment

left a comment :