Tuesday, January 8, 2013

შეუმჩნეველი მონაკვეთი

მოიცა..... ეს ის დღეები ხომ არაა შემთხვევით არც ერთი რომ არ უნდა გავდეს ერთმანეთს ან ის... დღე, რომელსაც ისე ატარებ თითქოს ცხოვრების უკანასკნელი მონაკვეთია..
- =)) არა!!
-კიდევ ერთხელ არა... და კიდევ ბევრი ასეთი არა!! ((




- რატომ უნდა ვისიამოვნო დღევანდელი ცხოვრებით, დღით, წუთით ამ წამით, როცა არსებობს წარსული... თავისი შეცდომებით... მერე მაგათზე დარდი? =) ნერვების მოშლა (რადგან პირველ ჯერზე არ იყო საკმარისი)... სხვისი პერსონის ... ცხოვრების განხილვა... რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას გვანიჭებს... იმ პრობლემებზე ფიქრი, რომელიც არ მოგვარდება ან თავისითაც მოგვარდება... წინასწარი მარჩიელობები...ან წუწუნი იმაზე რა შეიძლება მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ არ მომხდარა.. იმის გაფიქრება, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უარესი იქნება... თუმცა სანუგეშოდ ვიტოვებთ იმას, რომ  დაღმართს აღმართი მოყვება და ავტომატურად ზეგინდელ დღეს ველოდებით... რომელიც შეიძლება არც არასოდეს დადგეს...





ყოველი მომდევნო წელიწადი ერთმანეთის ანალოგია.... თითქოს წარსულში მოგზაურობ... დეჯავიუ...::: კვირეების... დღეების.. საათების & წუთებისაც კი...

ყოველი სუნთქვა შეუმჩნეველი რჩება... მხოლოდ ახლებული ინტერპრეტირება... და საკმარისია ჩვენი გონებისათვის თვალის ასახვევად... გული კი ყველაფერს გრძნობს და მოწყენილია... ახალი ჯანგბადი ჭირდება და არა ის, რომლითაც იკვებება მუდმივად... 




ყველა დღე ერთმანეთს გავს... აღარ გვახსოვს შობა გუშინ იყო თუ იმის წინ... (როგორც შვებულებისას ან საზაფხულო არდადეგებისას არ გვახსოვს კვირის რომელი დღეა სამშაბათი თუ კვირა)...

-კი, გეთანხმები... ბლოგები (მრავალი ჩემის მსგავსი), სადაც ანალოგიურ პოსტებს კითხულობ (ან არ კითხულობ ჩემსავით=)) უკვე ყელშია ამოსული თუ კიდევ შუბლისკენ არაა წასული .. ) შენ კი, თუ ამის თავი გექნება მომიტრიალდები და მკითხავ :
- "ჰეი...! ჭკუის კოლოფო განა შენც ერთ-ერთი ჩვენგანი არ ხარ-?"ო..
- "რა თქმა უნდა, ზოგადად არაფრით განვსხვავდები არსებული სოციუმისგან.. მეც მაქვს ეს ბანალური ცხოვრება... ვიტყოდი დაკარგული დრო, რომელსაც მივსტირით ხოლმე სიკვდილის წინ.. სიბერეში ... გახუნებული ფრაზით "წამია ადამიანის ცხოვრებაო".. მე კი მინდა რაღაცის გამო კი არ ვცხოვრობდე და არც ვიღაცის გამო... არამედ ვინმესთან (მეგობარი, საყვარელი ადამიანი) ერთად... !რატომ? - არ მჯერა მარტოული ბედნიერების.. არც მიზნით და არც შედეგით გამოწვეული... მე მინდა ბედნიერება მიზეზით გამოწვეული, რომელსაც კონკრეტული პიროვნება განაპირობებს...მჭირდება ემოციები და ენერგია... მინდა უკვდავების და ბედნიერების განცდა ერთბაშად დამეუფლოს...! მე უკვდავებას არ ვეძებ... მე მინდა ვიგრძნო იგი  "




ალბათ გაგიკვირდებათ მუდმივად როგორ შევძლებთ მის ქონას...

ძალიან მარტივია... მე მაგალითად, როცა სიმარტოვის მოახლოებას ვგრძნობ ან ვგრძნობ რომ ვმარცხდები და ამ ბანალური ცხოვრებისეული პრობლემებით მევსება გონება და თავი რომელიც  ნებისმიერ წამს შეიძლება გამისკდეს... ჩემს საყვარელ folder-ს ვხსნი და ეს ადამიანები და ის ბედნიერი წუთები ცოცხლდებიან... იცით ამ დროს ჩემს პრობლემებს რა ემართებათ? 
ისე პატარავდებიან... ისე ძალიან, რომ მათი შემჩნევაც კი მიჭირს ხშირ შემთხვევაში =)))



გააჩნია... ვისთვის როგორ !
შეიძლება ძალიან მარტივად ვსაუბრობ და ასე ადვილად არ გეჩვენებათ ეს ყველაფერი მაგრამ... მენდეთ იმიტომ გიჭირთ, რომ მას იმაზე მეტ მნიშვნელობას ამიჭებთ ვიდრე ამას იგი რეალურად იმსახურებს.... =) დადექით მასზე მაღლა ... იცხოვრეთ სიმძიმეების გარეშე (ორსულებმა განსაკუთრებით :DDDD)....და ყველაფერი თავისით მოგვარდება, როგორც ეს თქვა აშშ პრეზიდენტმა კულიჯმა 20-იან წლებში... ყველაზე ზარმაცმა პრეზიდენტმა აშშ-ს ისტორიაში თუ არ ვცდები ))


ეცადეთ.. ცდა ხომ ბედის მონახევრეა..
იქნებ უკვდავებად მოკვდეთ =))

No comments:

Post a Comment

left a comment :