Monday, December 19, 2011

"ჩემი სიცოცხლე დღეს სხვას ვათხოვე"

დილით, არავინ დამხმარებია გაღვიზებაში... 
არც ჩემი ვაი საწყალი ბუდილნიკი.... არც ჩემი ძმის (წინა ღამით დავავალე გაღვიძება ) სასტიკი  ხმა... არც მეზობლები (საერთოდ ისინი არიან ხოლმე ინიციატორები)... მოკლედ ჩემმა სინდისმა დამდო პატივი (მეგონა საერთოდაც არ გამაჩნდა :დ)... კამერას დავავლე ხელი და გავქანდი იაშვილის ბავშვთა კლინიკაში....
ადგილზე მისულს საათზე მეტი მომიწია ლოდინი ... შემდეგ დაცვის ზედმეტად გამკაცრებული კონტროლი... საიდან, როგორ და რატომ მოვედით და ვისთან და რა მიზნით გვინდა შეხვედრა... ეს გადარეკვები..და იმის მტკიცება რომ ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს...  ყოველივე ეს ..დაღლილობა და ამდენი ლოდინი მაშინვე გადაგვავიწყდა, როცა შევაღეთ ბავშვთა განყოფილების კარები .... პატარა უსაყვარლესი ბავშვები, რომლებიც ანგელოზებს მაგონებდნენ იმდენად საყვარლები და უმანკოები იყვნენ... მათი საწყალი თვალები, გადაგლილი მზერა რომელთაც  გაქცევა სურდათ, სირბილი,თამაში .... მაგრამ წვეთოვანები ამის უფლებას არ აძლევდნენ... რას არ გაიღებდნენ მათი ფეხები ოღონდ რომელიმე პალატაში დამალული თანატოლი ენახათ და გახარებულებს სირბილ-სირბილით მიესწროთ  სახლში დასასმენათ (დასასყუკებლად).....


ზოგი მოზარდი რას არ აკეთებს, იმისათვის, რომ რაიმეთი განსხვავებული იყოს დანარჩენ სამყაროზე.... ფანტაზიას, ფინანსებს  არ იშურებს  მიზნის მისაღწევად და იმას რაც ბუნებითი.... ბუნებრივი უნდა იყოს ხელოვნურად სხვადასხვა რესურსების  ხარჯზე ახერხებს... 
ბევრი გვინახავს ... ხშირად გვსმენია.... მას შეუძლია... მას აქვს... მეც მინდა .... შემიძლია და ამას დავამტკიცებ... კი ბატონო =))))
მაგრამ ამ შემთხვევაში, მე მინდა იმათზე გელაპარაკოთ ვისაც არა თუ არ გააჩნია ამგვარი ამბიციები არამედ  არც კი იციან საკუთარი შესაძლებლობებით მანიპულაცია რას ნიშნავს.... რადგან  ჩვენ დახმარებას საჭიროებენ.... პატარები რომლებსაც სირბილი, თამაშიც კი აკრძალული აქვთ და ჩვენი დახმარების მოლდინში დღეებს საწოლებზე მიმაგრებული წვეთოვანებით ხელში ელოდებიან... =((((


პროექტი, რომელზედაც ჩემ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი გასულ კვირას სწორედ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე იყო ორიენტირებული... მათ დახმარებაზე...
ჩემი სიცოცხლე დღეს სხვას ვათხოვე ეს იყო სახელწოდება იმ ღონისძიებისა რომლის ორგანიზატორები  მე და ჩემი თანაგუნდელები ვიყავით გასულ ხუთშაბათს 15 დეკემბერს თსუს მეხუთე კორპუსში...=)) ძალიან ვღელავდით , გვინდოდა რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა... ძალიან ვეცადეთ სტუდენტებისთვის გასაგებად აგვეხსნა პრობლემის არსი და ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს  დონაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენი  პატარებისათვის ...



მთავარი თემა სისხლის მარაგის დეფიციტი იყო.... აქცენტი უანგარო სისხლის დონორებზე გვქონდა გაკეთებული.... მათი რაოდენობა დღეს მხოლოდ 3%-ია საქართველოში სამწუხაროდ...  ამ სფეროში სერიოზული კრიზისია... ჩვენ  გვსურდა  პრობლემის აგიტაცია სტუდენტთა  იმ კატეგორიაში, რომლებიც დღეს, ნებსით თუ უნებლიედ, პასიურ პოზიციაში  იმყოფება......  
1 სტუდენტის მიერ ჩაბარებული სისხლი 3 პატარას გადაარჩენს... დონაცია თვითონ დონორისათვისაც ძალაინ სასარგებლოა...

ღონისძიება ჩავატარეთ ძალიან კმაყოფილები დავრჩით..=))) რადგან ინფორმაციის ზუსტად მოსმენის შემდგომ ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა სურვილი აქციაში მონაწილეობაზე და სიცოცხლის გადარჩენაზე....
 აწმყოს ნუ  დავაკარგვინებთ მომავალს....

ისე არაფერი არ გვამსგავსებს ღმერთს, როგორც ქველმოქმედება....

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს  facebook-ზე  http://www.facebook.com/pages/sisxlis-donorta-klubi/238760026186355





Thursday, December 8, 2011

ერთი ნაბიჯით წინ ::: მოიცა დაგიპადიეზდო

როცა ღამის სამ საათზე ჩემი >კომისებური ძილი <ამ სიტყვებმა დააფრთხო... + თითქმის ერთი საათია უკვე დაძინებას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის ,,, მინდა ამ ვითომ გამქრალ  "ძველ ბიჭობაზე" ვთქვა ორი სიტყვა (იქნებ მერე მაინც ჩამეძინოს :დ)



"ბიჭო ვის უბედავ ამას ჩემი დედას *****!!!"  "რაა ბიჭო!!!!  შე *****!!"  და მრავალი სხვაც, ალბათ თქვენც გესმით მსგავსი ცენზურული გამონათქვამები ... მაგრამ  დამიჯერეთ, მე ისეთი სიხშირით მესმის ეს სიტყვები  უკვე  იმ ჭკუაზე ვარ გადაბარგებაზეც არ ვიტყვი უარს ( მიუხედავად იმისა რომ  ეს უბანი მიყვარს, დადებით მხარეებსაც ხომ არ დავუკარგავ :დ) ჩემი უბანი ამითაც განსაკუთრებით გამორჩეულია .. ნევროზიანი უბნელები მყავს და ასეთ სპექტაკლებს ყოველ 2 დღეში ერთხელ აწყობენ, მაგრამ ის რაც 1საათის უკან მოხდა პიკი იყოო :0.... 



ანგარიშწორება! საზღვრების დადგენა! მუქარა! - სისხლიანი გარჩევები, ეს ის სიბინძურეა სადაც ეხლა ვიმყოფებით... ყველა თავისას აწვება და რომ გაისწორონ "კიდიათ" სხვა დანარჩენი... ! ეს ის სამყარო არაა... სადაც მე მინდა რომ ვიცხოვრო... სადაც კატეგორია ადმიანებისა თავად პროვოცირებს, ზემოთ ჩამოთვლილი მათვის ჩვეული ამბავია.. ისინი ჩვენი საზოგადოების შავ ლაქას წარმოადგენენ. უმრავლესობას კი ჭკუაც არ მოეკითხება თავის ნამოქმედარზე.. არ მინდა სულ ამას ვხედავდე, არ მინდა დილით უნიში წასვლისას ყოველ დილას მათი სახეები დავინახო... რადგან მძაგნან!! მათი დანახვისას თავს დაუცველად ვგრძნობ, ვიცი რომ ნებისმიერი შეიძლება აქციონ უსამართლობის ვაცად... (კანონის წინაშე, თორე ისე =)) 

ხო ..აღფრთოვანებული ვარ იმითაც, რომ ჩემ გარშემო "არავის არაფერი ესმის, ვერაფერს ხედავენ და არაფერს ამბობენ (საჯაროდ, ზურგს უკან მაგრები ვართ)" ესენი კი ამბობენ და ამბობენ.. თან იმ ლექსიკით რომ ან მათ ენაზე უნდა ილაპარაკო, ან ჟეჟვაზე უნდა გადახვიდე ან კიდე მარტივი გამოსავალი  უნდა >>გაჩუმდე<<



იმ ზოგად დოგმებზე ხო აღარ ვსაუბრობ ,რაც გაბატონებულია ხელისუფლების ეშელონებში, მათაც არ ჯერაც ის რასაც გაიძახიან... ძალადობის ალი-კვალი რო აღარაა არსად, ყველა ბედნიერი და დაცული როა.. ისინი ჯოგადი სურათიდან აკეთებენ დასკვნებს და საზოგაბოებას აჯერებენ.. არა მართლა აჯერებენ იმაში რასაც თავად  საზოგადოება ხედავს ყოველ დღე (ნუ ყოველ კვირა მაინც)...
მე იმის ილუზიით არ ვცხოვრობ რომ ოდესმე შეიძლება  საერთოდ მოისპოს ძალადობა, არავინ აღარ მოუსწრაფებს სიცოცხლეს არავის , აღარავინ ეცდება არავის დაუპადიეზდოს და ა.შ.!! არა ეგ აბსურდია... უმაგისოდაც ვერ იარსებებს სოციუმი...მაგრამ მშვიდად ცხოვრების (მე დაძინების :დ) უფლებაც ხომ ჩევენი უფლებაა, რატომ უნდა გასდიოდეს ყველას ყველაფერი... კი გასცემენ ერთმანეთს პასუხს გვარიანადაც... მაგრამ შემდეგ ისევ ახალი დღე და ახლებურად ეს ყოველივე  დ ა ვ ი ღ ა ლ ე  !! სად არის ცივილიზებული სამყარო, სად არის ურთიერთობის კულტურა ....არის ალბათ სადღაც მაგრამ არა აქ... არა ჩემს უბანში... (ისე სხვა უბნებშიც არ არის უკეთესად საქმე, თუ უარესად არაა)...


ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (მუხლი 1) ნათქვამია, რომ: "ყოველი ადამიანი  იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით"...პრობლემაც ისაა რომ არ გვესმის  და ვერ ვავლებთ ზღვარს ნების თავისუფლებასა და ადამიანის  ქმედებებს შორის ...





აღარ გვინდა:::

>>ანგარიშწორება
>>მუქარა
>>სისხლიან გარჩევები
>>დუმილი





პასუხი უნდა მოგეთხოვებოდეს არა მარტო იმაზე რასაც ჩაიდენ არამედ ...შენს წარმოთქმულ სიტყვებზე...(პირად ანგარიშწორებას არ ვგულისხმობ რა საკვირველია)  უნდა მოვნახოთ გარჩევის  ალტერნატიული მეთოდი, მოდით ნუ შევაწუხებთ დანარჩენ სამყაროს ჩვენი  არაადეკვატური ქმედებებით..რადგან ჩვენც დავიღალეთ! 

ზოგი იტყვის რომ ასეთი ცხოვრება მოსაწყენია...უინტერესოა, როცა არაფერი არ ხდება... და გარკვეულწილად ვეთანხმები, მაგრამ გინებების მოსმენა ღამის 3 საათზე დამერწმუნეთ ცხოვრებას ნამდვილად არ მიხალისებს, არც  ის მინდა კვირაში 4 დღე ბალიშებს ქვეშ  შეყუჟვით გავატარო..=)))


"ამ ხნის მანძილზე ღმერთი მიმხვდარა, ეშმაკმა მისცა ცხოვრებას აზრი...
სწორედ ამიტომ ერთადერთია, ვისაც არ მისცა შენდობის შანსი..."

მომიტევეთ ზედმეტად ემოციური ვიყავი, ალბათ უძილობის ბრალია :დ
ძილინებისა <3




ჯანმრთელი ინვალიდი

გუშინ  მიწვეულ  ღონისძიებაზე ყოფნისას, რომელიც "შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს" ეძღვნებოდა, კიდევ ერთხელ დავნწმუნდი  ჩემს უსუსურობაში....


"როგორ ინგრევა კედელი" ეს სახელწოდებაა იმ დოკუმენტური ფილმისა, რომელსაც  გუშინ ღონისძიებაზე ვუყურეთ.. ფილმის ნახვამდე  ვფიქრობდი ახალს რაღას გავიგებ, უბრალოდ ახლებურად დავინახავ გადმოცემულს ეგ იქნება და ეგმეთქი და სწორედ მანდ შევცდი... 

....ველოდი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანთა ინტერვიუებს და სრულიად საპირისპირო დავინახე... მართლა გავოცდი იმდენად ძლიერები და შეუპოვრები არიან.. და კიდევ უფრო გამიცრუვდა იმედი.. არა მათი მისამართით ...არა.... ჩვენი საზოგადოების უმოქმედობით, გულცივობით.. დავიღალე მუდამ იმ პოზიციაში ყოფნით, როცა "არც ხელს ვუშლით და არც ვეხმარებით"... დამღალა ამ მოჩვენებითმა სოლიდარობამ, რატომ  არის ქართველი  ადამიანის გონება მოწყობილი ისე, რომ სანამ მის ახლობელს არ გაუჭირდება მანამდე არ  შეიწუხებს თავს... არა სიტყვიერი სოლიდარობა "პრობლემა არაა" ამაში მაგრები ვართ, მეტიც შეუდარებლები ... აღარაფერს ვამბობ იმ კატეგორიაზე , რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ  ხელს უშლის მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში...


არ ველოდი ამ სიტყვების გაგონებას: "მერე რა, რა მოხდა...."  
გოგონა (ინვალიდის სავარძელში): "არ აქ მნიშვნელობა ზიხარ თუ დგახარ, ეს ვერ შეგზღუდავს, ამის გამო არ უნდა შექმნა ტრაგედია.... რადგან ეს მდგომარეობა ტრაგედია როდია, პირიქით , იგი გაძლიერებს...! ხოლო ის ვინც ამისგან  ტრაგედიას ქმნის იგი ცხოვრების საუკეთესო წლებს კარგავს".
მამაკაცი (ინვალიდის სავარძელში): "არც იმას აქვს მნიშვნელობა დანიშნულების წერტილამდე როგორ მიხვალ, ეს ადამიანის განსასაზღვრია მჯდომარე მივა, მწოლიარე თუ ფეხზე მდგომი... მთავარია მივა.. სხვას არაფერს აქ მნიშვნელობა."
აღფრთოვანებული დავრჩი მხედველობა დაქვეითებული გოგონას ისტორიით, მისი მიზანსწრაფულობით...მათ ცხოვრებისეული ბარიერები კი არა ის მენტალური ბარიერები უშლით ხელს ცხოვრების ნონმალურად გაგრძელებაში.... 

გამიჩნდა პროტესტი...ძლიერი პროტესტი.... მაგრამ  ეს მას შემდგომ რაც შემრცხვა...შემრცხვა საკუთაი თავის, დავფიქრდი მე რა გამიკეთებია მათთვის....არც არაფერი ..!!!!.მეც იმ კატეგორიას განვეკუთვნებოდი, რომელსაც ეხლა ვაკრიტიკებ..... იმას რასაც დღეს ჩვენ სოლიდარობას ვეძახით განვითარებულ ქვეყნებში სულაც სხვა სახელი ქვია.... >>კულტურა<<

ერთ რამეს მივხვდი, შეიძლება  ადამიანს არაფერი აწუხებს, სრულიად ჯამრთელი და საღ გონებაზეც აზროვნებდეს, მაგრამ  ეს იმას სულაც არ  ნიშნავს, რომ იგი ინვალიდი (შ.შ.მ.)არაა. ჯამრთელი ადამიანი ინვალიდია  იმ შემთხვევაშიც თუ მას არ აქ  სიმღერის , ხატვის, მათემატიკის, კულინარიის ნიჭი ანუ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.. ნუ ვიფიქრებთ იმას, რომ ჩვენ სრულყოფლიბელი ვართ, მარტო იმიტომ რომ არაფერი გვაწუხებს.... მოცარტი ყრუ იყო მაგრამ  მისი გენიალური ნაწარმოებები მუსიკის სფეროში დღესაც უმაღლეს მწვერვალზე დგას და მასთან გატოლება ვერავინ შესძლო და ვერც შესძლებს... 

ბოლოს დავინტერესდი იმით თუ რა შეიძლება მოიმოქმედოთ ამ ადამიანთა დასახმარებლად, როგორ შევუწყოთ ხელი მათ ინტეგრირებას საზოგადოების დოგმარირებულ ფენებში... ბევრი აზრი გამოითქვა სტუდენტების  მიერ... მაგრამ  მე მიმაჩნია, რომ საზოგადოების დაინტერესენისათვის უფრო ქმდითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას...  ყოველთვის ამართლებს პრინციპი: "ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო"... ანუ აგიტაციები, მეტი ჩართულობა ასეთი ადაიანების საზოგადო ღონისძიებებში... ნუ დავსვამთ მათ სახლში, ნუ იცხოვებენ გარიყულად, მათი პრობლემა ჩვენი პრობლემაა... გაიზრდება სიხშირე ურთიერთობების და ისინიც ჩვენი ცხოვრების ნაწილები გახდებიან..

"არსებითად ადამიანი ნებისმიერ პრობლემაზე მაღლა დგას, მისი ნებაა მის ქშეთ მოექცევა თუ  გაიმარჯვებს მასზე..." საქმე ინდივიდუალიზმთან გვაქვს..

და მაინც.....ადამიანთა უმრავლესობა ცუდია..!