Thursday, December 27, 2012

პრიორიტეტების განსაზღვრა

ეს პატარა "ამბავი" მოვისმინე 2  წლის წინ შემთხვევით www.youtube.com -ზე...
მართლაც შეიცვალა ჩემს წარმოდგენაში  რაღაც-რაღაცეები ჩემს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე.. დავფიქრდი ვინ მინდა ვიყო:

კარიერისტი თუ უბრალოდ ბედნიერი ადამიანი ?

მოდი შენც გაეცი ამ კითხვას პასუხი როცა ბოლო წინადადებასაც წაიკითხავ.. =))




ერთი ჩვეულებრივი დღეა უნივერსიტეტში, სტუდენტებმა შეავსეს აუდიტორიები და ლექციის დაწყებას ელიან.. შემოვიდა ლექტორი და  მაგიდაზე ქარიელი მინის, გამჭირვალე ქილა დადგა.. და შემდეგ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: 
- დღეს მინდა ცხოვრებაზე გესაუბროთ :) ! 
- შეგიძლიათ ამ მარტივ კითხვაზე გამცეთ პასუხი?
- რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?
- ქილა ცარიელია  - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა
- მართალი ბრძანდებით :) - დაუდასტურა ლექტორმა, ამოიღო მოზრდილი ქვებით სავსე ტომარა და ცარიელი ქილა ქვებით გაავსო.
ახლა რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?
- ახლა ქილა სავსეა – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
ლექტორმა ახლა ბარდის მარცვლები ამოიღო და ქილაში ჩაყარა. ბარდამ ქვებისგან დატოვებული ცარიელი ადგილები შეავსო.
– ახლა რას იტყვით?
- ქილა ნამდვილად სავსეა – თქვა ვიღაცამ.
მაშინ ლექტორმა სილა ამოიღო და ქილაში ჩაყარა მანამ, სანამ სილამ ბოლომდე არ შეავსო ქილის ცარიელი ადგილები.
აი, ახლა ხომ ქილა სავსეა! – ახმაურდნენ სტუდენტები.
მაშინ ეშმაკურად მომღიმარმა ლექტორმა ორი ბოთლი ლუდი ამოიღო და ქილაში ჩაასხა.
ამჯერად ქილა ნამდვილად სავსეა! – თქვა მან. 
– მე თქვენ აგიხსნით რა მოხდა. 



ქილა – ეს ჩვენი ცხოვრებაა, ქვები – ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ცხოვრებაში: ჩვენი ოჯახი, შვილები, საყვარელი ადამიანები, ყველაფერი ის, რასაც ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია; ბარდის მარცვლები – ეს ის საგნებია, რომლებიც არც ისე მნიშვნელოვანია: მაგალითად, ავტომანქანა, ძვირფასი ტანსაცმელი და სხვ.; ხოლო სილა – ეს არის უმნიშვნელო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, პატარ-პატარა, წვრილი პრობლემები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. 

მე რომ თავიდანვე ქილაში სილა ჩამეყარა, მაშინ ადგილი აღარ დარჩებოდა არც ქვებისთვის და არც ბარდის მარცვლებისთვის. ამიტომ, არასოდეს მისცეთ უფლება სხვადასხვა წვრილმანებს, რომ შეგივსონ მთელი თქვენი ცხოვრება და თვალები დაგიხუჭონ უფრო მნიშვნელოვან მოვლენებსა და საგნებზე. ლექცია დამთავრებულია.

– პროფესორო, – იკითხა ერთმა სტუდენტმა
– და ლუდის ბოთლები რაღას ნიშნავს?
პროფესორს გაეღიმა:– ის ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ყოველთვის არსებობს დრო მოდუნებისა და ორი ბოთლი ლუდისათვის.... :)))

ხშირად ძალიან გვიჭირს იმის განსაზღვრა თუ რა არის ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი... ვივიწყებთ მას.. ან ვანადგურებთ კიდეც მათ ჩვენივე ხელებთ.. 
მგონი ამ პოსტს არაფრის დამატება არ ჭირდება.. თუ წაიკითხე მიხვდებოდი კიდეც მის დედა აზრს...

"ყოველი დღე- პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება- პატარა დაბადება, ყოველი დილა- პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი- პატარა სიკვდილი..."
                                                                                                                                             არტურ შოპენჰაუერი


No comments:

Post a Comment

left a comment :