Tuesday, December 4, 2012

მე შენით ვამაყობ ჩემო გოგო...

ჩემს უჩვეულო ცხოვრებაში არსებობს ერთი განსხვავებული და განსაკუთრებული ადამიანი.. "ჩემი გოგო" ... ვისითაც მისი დაბადების წუთიდან  ვამაყობ.. ალბათ, ყველამ შვილზე გაიფიქრეთ... რომელიც ჯერ არ მყავს ... თუმცა ვინც მიცნობს უფრო ახლოს გაუკვირდება ვიზე ვამბობ.. თუმცა ვინც ძალიან კარგად მიცნობს მიხვდება ვიზეცაა საუბარი :)


ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგო..
და უზომოდ მენატრები..

მინდა გაგაცნოთ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი.. ყველაზე დიდი "მე" -_-  იზუკა :)

პატარას ვეღარ ვუწოდებ.. თუმცა უკვე, რაც ამ პოსტის წერა დავწყე რამდენჯერმე შემთხვევით დავწერე და წაშლა მომიწია =) ეს იმიტომ, რომ როგორც მამაჩემი ამბობს თუნდაც 50 ან 200-ის ვიყო მაინც მისთვის ის პატარა გოგო ვიქნები როგორიც დაბადებისას ვიყავი :)..  აი თურმე რატომ მესმის მისი... მართალია  შვილი არ მყავს მაგრამ მესმის მამაჩემისიც...
ჩვენს შორის 10 წელია სხვაობა და მაინც მაქვს ეს შეგრძნება...

 
იზუკა ჩემი მამიდაშვილის თეას ქალიშვილია.. თეას კიდევ ყავს ორი უსაყვარლესი პატარა ანა და თემური.. 
იზუკა 2001 წელის 6 მარტს დაიბადა სანკ-პეტერბურგში... მეც სულ იმიტომ მენატრება ჩემი გოგონა რომ იქ ცხოვრობს და ჩვენთან რაიონში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის ((( ...

ძალიან მიყვარს... განსაკუთრებულად ! 
და ამიტომ ჩემს უნშკას (იზუკას დას) ჰგონია რომ მასზე მეტად.. ამაზე სულ ვბრაზდები..!!!  ალბათ გეცნოთ თქვენც ეს გრძნობა როცა უცხოები გეკითხებიან ბაღის ასაკის ბავშვებს, აბა მითხარი ბაბუა უფრო გიყვარს თუ ნაყინიო :))) ეს იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ ჩემთვის ისეთივე უაზრო და აბსურდულია შეადარო ორი ერთნაირად ძვირფასი და საყვარელი ადამიანი  ერთმანეთს როგორც - ბაბუა ნაყინს !! და ვცოფდები, როცა ბავშვები ასეთ რამეებს მეკითხებიან.. გაიზარდნენ, დიდი გოგოები არიან მაგრამ ეს ბავშვური სისულელეები მაინც აწუხებთ.. 



რატომ ვამაყობ მისით?  
როგორ ვთქვა.. ყოველ ჩამოსვლაზე მაოცებს.. მართლა მაოცებს.. ))  საოცრად საზრიანი და გონება გახსნილი გოგოა, და რაც ყველაზე მეტად მახარებს ჩემსავით კრეატიული.. ძალიან უყვარს შრომა, სწავლა ..თუ დაისახა მიზნად რამე აუცილებლად გააკეთებს, ცდას არ დააკლებს:) ლიდერია, ცნობისმოყვარეა, უნდა რომ ყველაფერში ერკვეოდეს და ყველაფერი იცოდეს .. თამამია.. გამჭრიახი.. ძალიან ერთგულია, კეთილი და უსაზღვროდ დიდი გული აქვს:)) ყველაფერთნ ერთად ძალიან ძალიან ლამაზია... ეგზოტიკური გარეგნობა აქვს.. :) ჩემს კუზაზეა ნათქვამი "ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო" 



                                  
ძალიან მიყვარს და ვგიჯდები როცა "აკეთებს" მაგივრად ამბობს "აქეთებს"... ბავშობაში კიდევ ვერ ამბობდა "ლარს" და გაიძახოდა "რალს" ... ისეთი საყვარელი იყოო...!!

თუმცა ყოველთვის დაუმორჩილებელი.. ბობოქარი იყო :) მემბოხე როგორც იყტვიან...
ძალიან უჭირს დამარცხებასთან შეგუება და აღიარება... არ უყვარს წაგება...
ძალიან ამაყი და ჯიუტია... ზოგჯერ უტაქტო.. ანუ ისეთი რამ შეიძლება გააკეთოს ზოგჯერ ან თქვას რომ გულს მოგიკლავს...( გულში წყენას არ იდებს თუმცა ყველაფერი კარგად ახსოვს.... ვერ იტანს უსამართლობას )) თუმცა შეუძლია უხერხული სიტუაციიდან თავის დაძვრენა ... სტრატეგია... შეუძლია ბევრი რამ თავის თავზე აიღოს... მამაცია.. უშიშარიც... ვინც უყვარს მათ მიმართ მიმდობია, მათ იცავს და საოცრად შეუძლია სიყვარული... გულწრფელია და არ ღირს მისთვის გულის ტკენა... შეიძლება არ შეეტყოს გარეგნულად თუმცა ძალიან მგძნობიარეა... ძალიან მიყვარს   ამ თვისების გამო ... 


მიმტევებელიცაა... შეუძლია გაგიგოს, მოგისმინოს... სანამ რაიმეს გააკეთებს ჯერ იმაზე ფიქროს ღირს თუ არა ამის გაკეთება.. თუმცა შეუძლია სპონტანურადაც მოქმედება :)))...  გაბრაზებული ვულკანივითაა... წარმოიდგინეთ დიდი ვულკანი,,, როელიც ლავას აფრქვევს და გარშემო ყველაფერს ანადგურებს.. სინამდვილეშიც ასეა.:დ მეცინება მაგრამ... მართლა ასეა როცა კუზა ბრაზობს ძალიან ასე მგონია ყველაფერს ცეცხლი უკიდია... შეუძლია ადამიანის წყობიდან გამოყვანა =))) ოსტატია ამ საქმეში... თუმცა 5 წუთის შემდეგ ეგ არავის ახსოვს... საკმარისია მისი ერთი ღიმილი ან ჩახუტება რომ ყველას გვავიწყდება რატომ ინგრეობა 5 წუთის უკან ყველაფერი...

ისეთი კარგია როცა გეხუტება და გეფერება.. რომ.... მე მაგალითად სხვისი არ ვიცი და ყველაფერი მავიწყდება... იმიტომ რომ.... მესმის მისი გულის ცემა და მის თვალებშიც მუდამ შემეძლო იმის ამოკითხვა თუ  როგორ ძლიერაც ვუყვარდი... ეს ისეთი კარგი შეგრძნებაა :))))))))))))


ძალიან რთულია როცა ასეთი დიდი მანძლი გვაშორებს.. ხშირად ვერ ველაპარაკებით ერთმანეთს... ვერ ვუყვებით ამბებს... ვერ ვაწყობთ გეგმებს ... და საერთოდაც ვერაფერს ვერ ვახერხებთ როცა მანძილი გვაშორებს... თუმცა ამის ერთადერთი კარგი მხარე ისააა.. რომ ეს მოზღვავებული ენერგია, მონატრება და გრძნობები ზაფხულობით ისე ამოიფრქვევა რომ მერე სხვა დანარჩენი გვავიწყდება...

არ ვიცი 21 წლის ვარ მაგრამ ამ ადამიანს რომ ვნახულობ ხოლმე ასაკი სულ მავიწყდება და მეც მისი ტოლი ვხვდები... ძალიან უჩირს იმასთან შეგუება რომ მე ჩემი სამყაროც მაქვს და სულ მთლიანაც მისი ვერ ვიქნები მთელი ზაფხული...:))) ჩემი კუზაა :**** გაბრაზებული მეუბნება აი ნახავ ჩემთან პიტერში გაგათხოვებ და წაგიყვანო :დ:დ ჩემი გოგო...




მე მისით ვ ა მ ა ყ ო ბ !!!
ვიცი რომ იცი როგორ მიყვარხარ ჩემო გოგო მაგრამ მინდა ის გახსოვდეს მუდამ ...რომ .. არც ერთი წამით არ დაივიწყო რომ შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და ეს არასდროს შეიცვლება... ძალიან მიყვარხარ... ამას გრძნობ ვიცი და ეს მართლა ასეა... ხშირად არ მეძლევა საშუალება ეს დაგიმტკიცო ჩემი ქმედებებით თუმცა არ მინდა იფიქრო რაღაც-რაღაცა ხელის შემშლელი მიზეზების გამო,  რომ მე შენ ისე აღარ მიყვარხარ... ყოველთვის მახსოვხარ და მენატრები ძალიან...


I love u

გელოდები!! 
:****

No comments:

Post a Comment

left a comment :