Wednesday, December 5, 2012

ინოვაცია ჩვენს გარდერობში

 !!! ინოვაცია ჩვენს გარდერობში ???                                                                           

 ორი "მე --- ერთი ის, როგორიც სინამდვილეში ვარ და მეორე.... ის ვინც მინდა ვიყო! 
ყველას გვიჩნდება სურვილი, ჯერ კიდევ იქიდან, როცა  პირველი სიყვარული გვეწვევა.. დრო, როცა პირველად სარკეში ვიყურებით არა დედიკოების ან უფროსი დების კოსმეტიკით ექსპერიმენტების ჩასატარებლად.. არამედ რეალობასთან შესახვედრად..

ჩემი გოგო 
არ აქვს მნიშვნელობა ეს 13 წლის ასაკში ხდება თუ 45... ჩვენ არ მოგვწონს ის რასაც ვუყურებთ და გვინდა უკეთესად წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი .. ეს იქნება გარეგნული კორექტივების, ჩაცმულობის, სტილის შეცვლით თუ ერუდიციით.. ჩვენ გვჭირდება ... ის, ვინც გვინდა ვიყოთ!





ყველაზე სწორი გზა რომელიც საკუთარი თავის სრულყოფილებისაკენ მივყავართ.. ეს სტილის შეგრძნებაა... გქონდეს გემოვნება, ეს ნიშნავს გქონდეს ყველაფერი ერთდ აღებული.. ინდივიდუალიზმი, რომელიც ნოვაციის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია... 
იდუმალება და ინტრიგა, რომელიც არამარტო თქვენს დახვეწილ სტილის გაუსვამს ხაზს, არამედ წლებთან ერთად დაგიბრუნებთ ახალგაზრდობას სიცოცხლის ბოლომდე..



ცუდი ისაა, რომ დღეს ჩვენს გარშემო ისეთი ტენდენციები შეინიშნება (უმეტესად უცხოეთში)...
რომ უკვე რთული ხდება გაარჩიო ქალის ცხოვრების თანამგზავრი რომელი უფროა ჩანთა თუ საყვარელი ადამიანი.. :დ


თუ ფინანსები ხელს არ გვიწყობს მუდმივად ტრენდულად გამოვიყურებოდეთ და ბრენდულ ბუტიკებში შევიძინოთ სამოსი და აქსესუარები.. ნუ შევქმნით ტრაგედიას.. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ჩვენს სტილზე უარი ვთქვათ ან ყურადღება აღარ მივაცციოთ ჩვენ ჩაცმულობას... ეს დაუშვებელია! 
 "არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი"


თუ თქვენ, მართლა გსურთ წარმატების მიღწევა, დამერწმუნეთ, გარეგნული ეფექტები მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს თქვენს წარმატებებზე და შეიძლება ბედ-იღბალზეც კი..
ნათქვამია: "წიგნზე ყდით ვერ იმსჯელებო" მაგრამ ჩვენს - ადამიანების შემთხვევაში დღეს არამარტო მჯელობენ, არამედ დასკვნებსაც კი აკეთბენ გარეგბობაზე დაყრდნობით... 
არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი,,,


მაგალითად, პლასტიკურ ქირურგიის შემთხვევაში, როცა ქირურგს კონსულტაციაზე ვესაუბრებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქირურქის აზრს თუ რა სახის ან რა დოზით გვჭირდება კორექცია... იგი თავისი საქმის პროფესიონალია... ასევეა, როცა ჩვენ უბრალოდ გემოვნებიანი ხალხი, ან პერსონა, Fation Akon' ან კიდევ ჩვენთან რომ ეძახიან "ძერსკი ნაროდი" (აქტუალური ჟარგონია საქართველოში) გვაკვირდება, მათ ავტომატურად უყალიბდებათ ჩვენს შესახებ წარმოდგენები... და ხშირ შემთხვევაში არასწორი... 



ნუ მივანიჭებთ ჩვენი სამოსის მარკას არსებით მნიშვნელობას... მთავარია გემოვნება და ჩვენი ქრეატიულობა... თუმცა ზედმეტ "გადაპრანჭვაში" არ უნდა გადავვარდეთ..ფერები ძალიან არ უნდა ავრიოთ .. ანუ არ უნდა ავჭრელდეთ...  :)
ეს ძირითადად თინეიჯერებს სჩვევიათ ხოლმე... უნდა ვიცოდეთ ზღვარი და ყველაფერი კარგად იქნება...:)
გემოვნებით ჩაცმა თავისთავად სამოსის ერთმანეთთან შეხამებასაც გულისხმობს,,,

 რაც არასდროს შეიცვლება აუცილებელია სამოსის ხარისხი... არაბრენდული სამოსის არ ქონა არ ნიშნავრს რომ მორჩა შეუძლებელია ხარისხიანი ტანსაცმელის შეძენა....

ყველაფერი მაინც იქიდან  გამომდინარეობს რისი შესაძლებლობები აქვს შენ ჯიბეს (რბილად თუ ვიტყვით)...  მაღალი ხარისხი სრულყოფილი ბედნიერებაა... 


ხშირად შეიძლება აბსურდი გეცვას, და  დახვეწილად გამოიყურებოდე ... რაც ძალიან რთულია დამეთანხმებით.. ეს მხოლოდ ერთეულებს თუ ძალუძთ... 

იყო მოდის "მოკარნახე" ეს ნიშნავს ლაპარაკონდე მის ენაზე.. იყო მისი მიმდევარი კი ნიშნავს ისწალო მისი ენა... 
იცოდე, რა გინდა ნიშნავს გქონდეს გემოვნება..

ვინ არის შეუცვლელი?.. 
ის ვინც არის განსაკუთრებული.. 
ხედავდეს აბსურდის მიღმა სრულყოფილებას... და ან პირიქით




ჩემთვის პირადად .. თუ ქალს ვერ დავინახავ კაბაში.. ან უბრალოდ არ უხდება მას იგი.. ის ჩემთვის ქალი  არ არის... მას ვერ ვუწოდებ სრულყოფილებას..

კოკო შანელი კი ამბობდა: მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.

ალბათ შანელი მართალია და ყველა ქალს აქვს თავისი იდეალური კაბა, რომელიც მხოლოდ მისი სილუეტისთვისაა შექმნილი.. მთავარია იგი ვიპოვოთ და შევქმნათ ეს სრულყოფილებაც..
"იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას."



თუ არ გიყვართ ექსპერიმენტები და არანაირ მოდურ ტენდენციებს არ დაყვებით კვალდაკვალ.. ეს ნიშნავს რომ თქვენ მაინც კლასიკოსი ხართ.. ცდილობთ ძველი ახლებურად წარმოაჩინოთ და ეს იდეალურად გამოგდით.. ეს ხომ ბრწყინვალეა...

მოდა მუდმივად იცვლება სტილი კი ყოველთვის ნაკვალევით რჩება...
.....................................................
მაგრამ მე მინდა რომ როცა ქუჩაში, სამსახურში, მეგობრებთან, წვეულებაზე, დაკრძალვაზეც კი როცა მივდივარ დაამახსოვრდეთ ჩემი სამოსი კი არა მისი პატრონი, ანუ მე!
რა უნდა ვქნა?
უნდა ჩავიცვა ჰარმონიულად და ბალანსირებულად... ერთი მეორეზე არ უნდა  დომინირებდეს.. პირიქით ჩემს დადებით, მიმზიდველ ნიშან-თვისებებს, ნაკვთებს უნდა უსვამდეს ხაზს... ეს უნდა იყოს უზადოდ შეხამებული და უბრალო კომბინაცია და აუცილებლად იკითხავენ: ვინ არის ეს სიმპათიური გოგონა?


მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.

გემოვნება წლებთან ერთად იხვეწება ... ვიხვეწებით ჩვენც... გვეცვლება აზროვნება.. და ყალიბდება ჩვენი პიროვნული თვისებები.. შენი იდეალური გარეგნული "მე"  შენი ინდივიდუალური სტილია... მიაქციეთ ყუარადღება თქვენს ჩაცმულობას  ... 


და შეცვალეთ :
 მე უნდა შევიძინო ...!      ჩაანაცვლეთ          მე მინდა შევიძინო .....!


თუმცა, ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.


განვაახლოთ ჩვენი გარდერობები :)))))
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ან სრულიად შევცვალოდ იგი 
???????????????????????????????????????????????????????????????


No comments:

Post a Comment

left a comment :