Tuesday, December 4, 2012

სიზმრებიდან გამოძევებული

რა არის სიზმარი? 
უნდა აღვიქვათ თუ არა იგი სერიოზულად ან საერთოდ ღირს მისთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭება?


ეს არის ფანტაციის ერთ-ერთი გამოვნინება... 
უნებლიე ხილვა...
ეს ხდება ადამიანისაგან დამოუკიდებლად... 
მას ადამიანი ხილვის დროს აფასებს, როგორც მასში ობიექტური თანამონაწილე..  
ამ პროცესში არ გვეჩვენება უცნაურად, რომ შეიძლება დაფრინავდე.... კედელში გადიოდე.. და მსგავსი არალეარული ფაქტები...
ამ დროს საქმეში ადამიანის ქვეცნობიერი ერთვება... 

სიზმარს შეიძლება შეუზღუდავი ფანტაზია ქონდეს..  ძილში ნანახს სუბიექტი რეალობად, სინამდვილედ აღიქვამს...
სიზმარში ფანტაზია უმეტესად, იმისდა მიხედვით ეწყობა.. რის მიმართაც ვართ განწყობილი, ანუ შეიძლება სიზმარს მიმართულება თავადაც მივცეთ....
სიტყვაზე, რაზეც ძილისწინ ვფიქრობთ, ვოცნებობთ და ა.შ.  მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ რაც გვაღელვებს ან გვაწუხებს ან უბრალოდ უსიამოვნო მომენტი ჩაგვრჩება ხოლმე გონებაში... და სწორედ  ის გვესიზმრება.... 
ისიც შეიძლება იმ ღამესვე არ დაგვესიზმროს მაგრამ უახლოეს დღეებში აუცილებლად ვიხილავთ სიზმარში..... სიზმარი ხშირად ახერხებს ადამიანის იმ დროინდელი ხასიათის, სურვილების და გრძნობების  ფიქსაციას...

ხშირია, როცა ადამიანი ნახულობს ერთი და იმავეს სიზმარს  რამოდენიმეჯერ.. საკუთარ მაგალითზეც შემიძლია გითხრათ, რომ როცა პატარა ვიყავი 5-8 წლის გამუდმებით ერთი და იმავეს ვხედავდი და მქონდა მომენტები, როცა დაძინების მეშინოდა... რადგან სიზმრად ნანახი საერთოდ არ მსიამოვნებდა.. სრულიად უშინაარსო სიზმარი.. უძრაო .. არანაირი მოქმედება.. ერთი და იმავე... რომელიც ისე მტანჯავდა რომ ხშირად გამღვიძებია..

ძირითადად, როგორც წესი ხოლომე გაღვიძებიდან 5 წუთში სიზმრის ნახევარი უბრალოდ არ ახსოვს ჩვენს მეხსიერებას, უარეს შემთხვევებში კი საერთოდ ილექება... არის შემთხვევები, როცა ნაწილობრივ ფრაგმენტულად ვიხსენებთ  და ბუნდოვანი წარმოდგენა გვექმნება სიზმრად ნანახზე..



საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ბრმა ადამიანებიც ნახულობენ სიზმრებს. რა თქმა უნდა მათი სიზმრები განსხვავდება იმ ადამიანის სიზმრებისგან ვისაც სიბრმავე არ აწუხებს. როგორ ახერხებენ ისინი ამას? დაბადებისთანავე მათ შეუძლიათ შეიგრძნონ სამყარო, ისუნთქონ და თავიანთი, საკუთარი ინტერპრეტირებით ნახონ სხვადასხვა სიუჯეტები თავიანთ სიზმრებში..  მათ ვინც დაბადებიდან ბრმაა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დაუნახავთ მატერიალური სამყარო ისინი მაინც ახერხებენ სიზმრების ნახვას და ეს მათი დანარჩენი მგრძნობელობითი ორგანოების დამსახურებაა.. როგორიცაა ხმა, სუნი, შეხება და გრძნობები..



ყველას შეუძლია სიზმრების ნახვა. ყველას გვიოცნებია, წარმოგვიდგენია სასურველი სურათი, სიუჯეტი და სურვილისამებრ განგვივითარებია იგი. პატარა ნატვრაც საკმარისია რომ ჩვენი ქვეცნობიერი გააქტიურდეს.. ეს პროცესები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება (სიზმრის შემთხვევაში), თუმცა მოტივი შეიძლება ხშირ შემთხვევაში ჩვენი ფიქრები და ოცნებები იყოს..
ოცნება მხოლოდ ფსიქიურად არაჯანსღ ადამიანს არ შეუძლია, თუმცა სიზმრებს ისიც ნახულობს.. და თუ გგონიათ და დარწმუნებულიც კი ხართ, რომ სიზმარი არასდროს გინახავთ -- უბრალოდ არ გახსოვთ და იმიტომ გონიათ ასე :)



ის თუ იცოდით, რომ სიზმრებში თქვენ მხოლოდ იმათ სახეების ნახვა შეგიძლიათ ვისაც იცნობთ სახეზე ან უბრალოდ ნანახი გყავთ.  ანუ სიზმრად ვერ ნახავთ ისეთ სახეს რომელიც არასდროს გინახავთ და ვერც გამოიგონებთ.. არ გამოგივათ...რაც შეეხება ოცნებაში სასურველი სახის, პიროვნების შექმნაც გაგიჭირდებათ.. ის მაინც არ იქნება მდგრადი... ანუ მუდმივ დეგრადაციაში იქნება... ჩვენს გონება არ ძალუძს გამოიგონოს სახეები.. ჩვენს სიზმრებში მხოლოდ ვხედავთ ნამდვილ სახეებს...რეალური ადამიანებით, რომლებთან შეხებაც გვქონია ჩვენი სიცოცხლის მანძლიზე.. გვინახავს მაგრამ არ გვახსოვს, კინოში, ქუჩაში, მაღაზიაში და ა.შ. წარმოიდგინეთ რამდენი ათასობით ადამიანი შეგვხვედრია და ჩაგვიხედავს, შეგვიხედავს მათთვის... ამიტომ სიზმრებს საკმაოდ დიდი ბაზა აქვთ საამისოდ, რათა მოუნახოს მათგან განსაკუთრებულებს კონკრეტული როლი საკუთარ სცენარში, რომელსაც შემდეგ ჩვენ სიზმრებად ვნახულობთ :)




იცოდით, რომ ყველა არ ნახულობს ფერად სიზმრებს...
თურმე ბრმა ადამიანების 12% ნახულობს მუდმივად მხოლოდ შავ-თეთრ სიზმრებს. დანარჩენი პროცენტი კი ფერად სიზმრებს. კვლევები იყო ამასთან დაკავშირებით ჩატარებული 1915-50 წლებში, რითაც დადგინეს, რომ უმრავლესობა ამ პერიოდში ნანახი სიზმრებისა იყო შავ-თეთრი. თუმცა ეს მონაცემები იცვლება 1960-იანი წლებიდან.  დღეს მხოლოდ 4.4% სიზმრებისა არის შავ-თეთრი და მას დაახლოებით 25-დან ქვევით ასაკის ადამიანები, მზარდები ნახულობენ. უკანასკნელი ვარაუდებით, ამის მიზეზი არსებითად უნდა უკავშირდებოდეს ტელევიზიის ფერად გამოსახულებს, რომელმაც ჩაანაცვლა შავ-თეთრი..



სიზმრები სიმბოლურია. თუ თქვენ ოცნებობთ კონკრეტულ რამეზე.. ეს შეიძლება სიზმარში სულ სხვაგვარი ინტერპრეტირებით იხილოთ.. ანუ სიზმრის ენით, რომელსაც საკუთარი სიმბოლოები აქვს და ჩვენ არ გვესმის მისი ენა. სწორედ ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ სიზმარში ნანახს სრულიად უაზროს ვუწედებთ.. იმ დროს როცა შეიძლება მას საკმაოდ მკაფიო ახსნაც კი მოეძებნოს... რთულია რა თქმა უნდა! როგორიც არ უნდა იყოს სიზმარი, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ან პერსონაჟი თქვენს სიზმარში ქვეცნობიერად დაუკავშირდეს ყველაზე უცნაურ და თქვენთვის (რატომღაც) უსიამოვნო სიმბოლოს და ამას თქვენ ვერც კი მიხვდეთ...


მნიშვნელოვანია ამავე დროს ემოციები...სიზმარში განცდილი.. ყველაზე თვალსაჩინო ემოცია სიზმრად ნახვისას შეიძლება გამოგვეხატოს შფოთვის დროს.  ეს ადამიანს გარეგნულადაც ეტყობა, ძილის პროცეში. შეიძლება საწოლში ტრიალი, თავის ხშირი მოძრაობები, მსუბუქი ჭმუხვნები, შეძახილები, ოფლი და სიცივეც კი... ეს რა თქმა უნდა ნეგატიური ნიშან-თვისებებია, რასაც სამწუხაროდ უფრო ხშირად განიცდის ადამიანი, რადგან მეტად ნახულობდ "ცუდ" სიზმრებს განსხვავებით პოზიტიურისაგან... :(


ჩვენ შეგვიძლია ერთ ღამეს, ძილის პროცესში ვნახოთ 4-დან 7 სიზმრამდეც კი. საშულოდ ადამიანს შეუძლია 2 საათი ნახოს სიზმარი ყოველ ღამე...შეიძლება ეს დაძინებიდან მალევე მოხდეს ან ძილის მეორე ნახევარში, როცა წყდები ამ სამყაროს გამოღვიძებისას.. გამთენიისას და ვერ ასრულებ სიზმარს


ის თუ იცოდით, რომ სიზმრების ნახვა ცხოველებსა შეუძლიათ. კვლევები იქნა ჩატარებული მრავალ განსხვავებულ ცხოველზე და ყოველ ცდაზე დადასუდა, რომ ისინიც ზუსტად მსგავს რეფლექსებს გამოყოფენ და იგივენაირად უმუშავებთ სიზმრის ნახვის დროს ტვინი.. დამტკიცდა რომ მათაც ადამიანების მსგავსად შეუძლით სიზმრების ნახვა.  თუნდაც დააკვირდით საკუთარ ძაღლს (თუ არ გყავთ სხვისას) ძილის დროს. არ შეგიმჩნევიათ არასდროს, რომ იგი თითქოსდა სიზმარში ყოფნის დროს სადღაც მირბოდა, გარბოდა, რაღაცას გაურბის ან ვიღაცისკენ მირბის... გარეგნულად ისინი ამ პროცესში ფეხებს ამოძრავებენ ისე თითქოს გარბიან. .. გვექმნება შთაბეჭდილება თითქოს რაღაცას მისდევენ.. ხმებსაც გამოსცემენ.. და იშვიათად ცრემლიც კი სდით..



საინტერესოა ის გარემოებაც, რომ სიზმრის დროს ჩვენი სხეული "პარალიზებულია". 
არ ვსაუბრობ მთვარეულის ფენომენზე რა თქმა უნდა... თუ მაგალითად სიზმრად ჩვენ ხიდიდან ვხტებით ამის რეალურ ფიზიკურ მიბაძვას ან გამეორებას არ ვახდენთ ძილის დროს .. რაც ძალიან მახარებს :))) როცა სიზმარი ძალიან აქტიური და დატვირთულია გარეგნულად ამას გვახვედრებს ადამიანის "დახუჭული თვალის" მოზრაობა, მისი სიხშირე .. ძილის პროცესში თვალის ხშირი გადაადგილება.. ძილის "ორგანო" ახდენს ტვინის პარალიზებას, რათა არ მოხდეს მოქმედების გამეორება სინამდვილეშიც... ანუ იგი უსაფრთხოებაზეც ზრუნავს გარკვეულწილადაც... მთვარეულის შემთხვევაში კი ქვეცნობიერიც კონტროლიდანაა გამოსული და ტვინის კონტროლი შეუძლებელი ხდება... ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად არ გაუმართლად... ამ დროს ტვინს ძინავს..




როცა სიზმარში ჩვენ უკვე საკუთვრივ თანამონაწილე ვხდებით არსებული სიუჟეტისა.. ჩვენი გონება ხსნის გარე სტიმულს. ისინი ახდენენ გარკვეული სახით ჩვენი გრძნობების ბლოკირებას ძილის პროცესში.. რათა ისინი გახადონ, გადაიტანონ მათი ნაწილი სიზმრებში.. ამით სიზმარი მეტ სიმძრაფეს იძენს  და ადამიანიც რეალურად განიცდის მომლევნების სიცხადეს და აღიქვამს მას როგორც ნამდვილს... გარე სტიმულად შეიძლება იქცეს უცბეთად, ძილის დროს გაგონილი რაიმე ხმა.. შეძახილი.. რომელიც ძილის სიუჟეტს ცვლის და იგი სხვა განვითარებით მიყავს. იმ განვითარებით რომელიც რეალურად ხდება ჩვენს გარშემო. მაგალითად, როცა სიზმარში კონცერტზე ვიმყოფებით ამ დროს ამას შეიძლება განაპირობებდეს ის ფაქტი რომ იმ დროს იმ ოთახში სადაც გძინავთ გიტარაზე ან პიანინოზე უკრავდეს თქვენი ძმა... ეს ხმები აძლევს სიზმრებს ტრაექტორიას და გვგონია რომ კონცერტზე ვიმყოფებით... აი რა ზეგავლენას ახდენს გარე ფაქტორებიც ჩვენს სიზმრებზე...



ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ ისიც, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავებულ სიზმრებს ნახულობენ.. მამაკაცების სიზმრების ტენდენციას თუ გადავხედავთ, უნდა ავღნიშნოთ რომ ისინი სიზმრებში უფრო კაცებს ნახულობენ.. დაახლოებით 70% კაცებისა სიზმრად კაცს ნახულობს.. თვის მხრივ თუ ქალების სიზმრების ტენდენციასაც გადავხედავთ აქ სიზმრებში თანაბარი ადგილი უკავია როგორც ქალს ასევე კაცსაც.. თანაც მამაკაცები თავიანთ სიზმრებში უფრო მეტ აგრესისას განიცდიან ქალბატონებისგან განსხვავებით, მათ თავდაცვის ინსტიქტი უფრო მაღალი აქვთ ვიდრე ქალებს... ქალები უმეტესად შიშს და პანიკას განიცდიან, კი არ ებრძვიან არამედ გაურბიან ყოველივე წარმოდგენილს..



არ უნდა შევშინდეთ თუ პროგრესირებად სიზმრებთან გვაქვს საქმე.. როდესაც ვნახულოთ ერთი და იმავეს და თან განვითარებით.. სერიალივით.. ეს ძალიან ხშირი ფენომენია.. როცა სიუჟეტი ყოველ ახალ დაზინებაზე ვითარდება... ეს შეიძლება პერიოდულად ხდებოდეს... ამის გამომწვევი მიზეზი უცნობია თუმცა აღნიშნავენ რომ ეს ადამიანის სურვილზეცაა დამოკიდებული... როცა თავად გსურს, გინდა იხილო მისი განვითარება... არის შემთხვევები როცა "დეჟა ვუ" შთაბეჭდილება გექმნება... ვხვდებით რომ ეს სიზმარი უკვე ნანახი გაქვს და იმავეს ისევ ვნახულობთ..



ადამიანს შეუძლია სიზმრად ასევე იყოს დაკავებული სექსუალური ცხოვრებითაც, ანუ განიცადოს ყოველივე როგორც რეალობა.. მიიღოს სიამოვნება.. ძალიან ხშირად ეს ემოციები იმდენად რეალურია რომ არის შემთხვევები, როცა რეალურად განცდილ შეგრძნებას ბევრად სჯობს ადამიანი მეტ სიამოვნებასაც კი განიცდის... ფანტაზია უშრეტია ამ მხრივაც..



ემოციების ზღვა გვაწყდება თუ სიზმრად გარდაცვლილ ადამიანებს ვნახულობთ, არის შემთხვევა როცა გვავიწყდება რომ ისინი გარდაიცვალნენ და არ გვეშინია მათი .. მაგრამ როცა სიზმარშიც ვხვდებით რომ გარდაცვლილი გველაპარაკება.. მაინც უცნაურად და არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს.. შფოთი გვიტანს...

ძველად სიზმრად ნანახი ასოცირდებოდა წინასწარმეტყველებასთან (დღესაც ასეა ვისაც ჯერა ამის)... ისინი მათ სერიოზულად უყურებდნენ და აღიქვამდნენ... ჯეროდათ, რომ ეს იყო რაღაც თვისებური მისტიური სამყარო რომელსაც წინასწარმეტყველური დატვირთვაც ქონდა... უმეტესად რა თქმა უნდა ამაში ისინი ვერ ერკვეოდნენ, თუმცა მაინც სხვადასხვა ინტერპეტირებით იყენებდნენ სათავისოდ...




სიზმარს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ახსნა და გაგება ქონდა...  ჯეროდათ რომ მას უშუალო კავშირი ქონდა სულთან.. ამას კი შემდეგნაირად ხსიდნენ.. თითქოს სიზმრის დროს ადამიანის სხეულს ტოვებდა სული და შემდეგ სხვა სამყაროში ინაცვლებდა და სიზმრის დასრულებისას კი იგი კვლავ უბრუნდებოდა სხეულს..

სიზმარში ჩვენ გვაქვს ძირითადად ორი როლი.. როცა უბრალოდ ვაკვირდებით და როცა უშუალოდ ჩვენ ვმონაწილეობთ... ორივე შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ გარკვეული დოზის  ემოციები, თუმცაღა თავად როცა ვართ მთავარი მომქმედი გმირი ეს შეგრძნებები გაორმაგებულია..




რაც შეეხება მეხსიერების ბანკს.. თუ გსურთ სიზმრის შენარჩუნება.. და გსურთ რომ იგი არ დაილექოს მანამ სანამ გაგეღვიძებათ უნდა გამოიმუშავოთ გაკვეული სტრატეგია... ამაში ჩემი რჩევები დაგეხმარებათ.. ეს მათთვის ვინც სიზმრებს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს და სურლს იგი შეინარჩუნოს გაღვიძების შემდეგაც....



როცა გაიღვიძებთ ამ დროს თქვენი ტვინიც და თვალებიც ერთდროულად უბრუნდება რეალობას.. ამ დროს მნიშვნელოვანია რომ შევინარჩუნოთ ძილის დროს არსებული პოზა, მანერა.. არ გავინძრეთ.. მკვეთრი მოძრაობებისგან ვიკავებთ თავს... აუცილებელია გონება არ დავტვირთოთ ამ წუთებში იმაზე ფიქრში დღეს რა დღეა ან რა გველოდება წინ, (ადგომა, მომზადება, სამსახური და ა.შ.) კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ მხოლოდ სიზმარზე, რომელსაც ნახულობდით რამოდენიმე წამის უკან ან თუნდაც 3 საათის უკან... უნდა გაიხსენოთ განწყობა, რათა დაბრუნდეთ იგივე სამყაროში... მაგალითად ზოგს სჭირდება და უხდება ახლიდან დაძინება და სიზმრის ნახვა თითქმის ისევ თავიდან (ეს ნაკლებად შესაძლებელია), ზოგს კი უბრალოდ ფრაგმენტების აღდგენაც ყოფნის... მაგრამ არის შემთხვევები, როცა გახსენებულიც ავიწყდება ადამიანს... ამისათვის აუცილებელია როგორც გავიხსენებთ სასწრაფოდ ჩავიწეროთ დეტალები.. რომლებიც შემდეგ საერთო სურათის აღდგენაში დაგვეხმარება... :)))

ჩვენ ჩვენი სიზმრების კონტროლი არ შეგვიძლია... ნუ მიანიჭებთ მათ იმაზე მეტ მნიშვნელობას ვიდრე ამას ისინი იმსაურებენ... 

ტკბილი სიზმრები :))))

No comments:

Post a Comment

left a comment :